ციკლოდოლი
ტაბლეტები 0,002გ
სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: 1 ტაბლეტი შეიცავს:
ტრიჰექსიფენიდილის ჰიდროქლორიდს-0,002გ-ს;
დამხმარე ნივთიერებები: შაქარი, კარტოფილის სახამებელი, კალციუმის სტეარატი.
სამკურნალო ფორმა:
ტაბლეტები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
პარკინსონიზმის სამკურნალო საშუალება.
ჩვენებები:
ციკლოდოლს იყენებენ პარკინსონიზმის დროს; ნეიროლეფსიური საშუალებების გამოყენებით გამოწვეული ექსტრაპირამიდული დარღვევების; პარკინსონის დაავადების; ლიტლის დაავადების; ექსტრაპირამიდული სისტემის დაზიანებით გამოწვეული სპასტიური დამბლის დროს.
რიგ შემთხვევებში პრეპარატი პირამიდული ხასიათის დამბლის დროს ამცირებს ტონუსს და აუმჯობესებს მოძრაობას.
უკუჩვენებები:
პრეპარატი წინააღმდეგნაჩვენებია გლაუკომით, შარდის შეკავებით შეპყრობილ პირებში, წინაგულების ფიბრილაციის დროს, ორსულ ქალებში და ძუძუთი კვების პერიოდში.
გამოყენების თავისებურებები:
მკურნალობის დაწყებამდე მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის!
ექიმთან კონსულტაციის გარეშე პრეპარატის გამოყენება დადგენილ ვადებზე მეტი ხნის განმავლობაში ნებადართული არ არის! იმ შემთხვევაში, როდესაც დაავადების ნიშნების გაქრობა არ ხდება, ან პირიქით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, ან არასასურველი მოვლენების წარმოქმნის შემთხვევაში, აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია პრეპარატის შემდგომი გამოყენების შესახებ.
60 წელს გადაცილებული პაციენტები აუცილებლად უნდა დაექვემდებარონ პრეპარატის დანიშნულ დოზებში მკურნალობას სავარაუდო მომატებული მგრძნობელობის განვითარების გამო.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენ იღებთ რომელიმე სხვა სამკურნალო საშუალებას, აუცილებელია ექიმის ინფორმირება.
ციკლოდოლის ერთდროული გამოყენებისას დიმედროლთან ან დიპრაზინთან შესაძლებელია არასასურველი ეფექტების განვითარება (პირის სიმშრალე, აკომოდაციის დარღვევა, ყაბზობა, შარდვის გაძნელება). სასურველი არ არის ციკლოდოლის გამოყენება ამინაზინთან ერთად, რადგან მცირდება პრეპარატის კონცენტრაცია პლაზმაში, რაც გამოწვეულია ციკლოდოლის შეწოვის დარღვევით კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.რეზერპინთან კომბინაციაში შესაძლებელია პარკინსონიზმის სიმპტომატიკის გაძლიერება.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში გულის, ღვიძლის, თირკმელების დაავადებების, საჭმლის მომნელებელი ფუნქციის დარღვევების დროს.
გამოყენების წესი და დოზები:
ციკლოდოლი ინიშნება შიგნით მისაღებად ჭამის დროს ან მის შემდეგ. მკურნალობის პერიოდში მკვეთრად გამოხატული პირის სიმშრალის ან გულისრევის არ არსებობისას, პრეპარატის მიღება შესაძლებელია ჭამამდე.
პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 1/4-1/2 ტაბ.-ს დღეში. შემდგომში დოზას ზრდიან 1/2-1ტაბ.მდე დღეში, სადღეღამისო დოზამდე 3-5ტაბ. დღეში (2-3 მიღებაზე). მკურნალობის კურსს განსაზღვრავს ექიმი. ჭარბი დოზირების დროს შესაძლებელია ფსიქიური და მოძრაობითი აგზნება, ჰალუცინაციები, რაც დამახასიათებელია ქოლინობლოკატორების დიდი დოზებით გამოყენებისათვის. აღნიშნული სიმპტომების წარმოქმნის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, სახლის პირობებში შესაძლებელია გააქტივებული ნახშირის მიღება წყალთან ერთად, მარილოვანი საფაღარათო საშუალებების გამოყენება.
გვერდითი მოვლენები:
ციკლოდოლის გამოყენებისას შესაძლებელია პირის სიმშრალე, შარდვის გაძნელება, ყაბზობა, აკომოდაციის დარღვევა, ტაქიკარდია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ჰალუცინაციები, თვალისშიდა წნევის მომატება. გვერდითი მოვლენები გაივლის პრეპარატის დოზის შემცირებისას ან მისი მოხსნის შემდეგ.
შენახვის ვადა :
5 წელი.
ვადის გასვლის შემდეგ სამკურნალო პრეპარატის გამოყენება ნებადართული არ არის.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. 15 -25°C ტემპერატურაზე,
შეფუთვა:
10 ტაბლეტი კონტურულ შეფუთვაში. 4 შეფუთვა ყუთში (10X4).
20 ტაბლეტი კონტურულ შეფუთვაში. 2 შეფუთვა ყუთში (20X2).
მწარმოებელი და მისი მისამართი:
”ბორშაგოვსკის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა”
უკრაინა