ცინკომეთილი
თვალის წვეთები
ჩვენებები
მადეზინფიცირებელი საშუალება ოფთალმოლოგიაში
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
გამოყენების მეთოდი
ერთი ან ორი წვეთი ორივე თვალის კონიუქტივის პარკში, 2-4 ჯერ დღეში.
ნუ მიიღებთ რეკომენდებულ დოზაზე მეტს.
გვერდითი მოვლენები
ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს აუტანლობა (წვა ან გაღიზიანება).
ნებისმიერი შესაძლო გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
განსაკუთრებული მითითებანი
პრეპარატის გამოყენება შეიძლება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.
პრეპარატს არ გააჩნია ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე.
შენახვის წესი
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება გაუხსნელ ბოთლს რეკომენდებული პირობებში შენახვისას.
შეინახეთ <25°C ტემპერატურის პირობებში.
კონტეინერის გახსნის შემდეგ პროდუქტის გამოყენება შეიძლება არა უმეტეს 30 დღის განმავლობაში.
მწარმოებელი
ფარმილა – თეა ფარმასიუტიკალს
ენრიკო ფერმის ქ. 50, 20019 სეტიმო მილანესე, მილანი, იტალია.