ცინკუნდანი მალამო 15გ

ცინკუნდანი

 

ზოგადი დახასიათება:
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: ღია-ნაცრისფერი მალამო, დამახასიათებელი სუნით.

შემადგენლობა:
1გ მალამო შეიცავს:
უნდეცილენის მჟავა-100მგ,
თუთიის უნდეცილატი-100მგ,
სალიცილ მჟავას ანილიდს –100მგ;
დამხმარე ნივთიერებები:
ეთილცელულოზა, ემულგატორი N1, წყალში ხსნადი მეთილცელულოზა, გამოხდილი წყალი.

გამოშვების ფორმა:
მალამო

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
D01AE04. სოკოს საწინააღმდეგო საშუალება დერმატოლოგიური გამოყენებისათვის

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ცინკუნდანი წარმოადგენს სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას. იგი აქტიურია დერმატოფიტების მიმართ:  Epidermophyton, Trichophyton, Microsporum spp. პრეპარატი ხასიათდება ფუნგისტატური მოქმედებით. თუთიის მარილთან (თუთიის უნდეცილატთან) კომბინაციაში უნდეცილენის მჟავას აქტივობა იზრდება.

გამოყენების ჩვენებები:
კანის სოკოვანი დაავადებები: საფუარის სოკოებით გამოწვეული მიკოზები,  Epidermophyton და Trichophyton ჯგუფის სოკოებით გამოწვეული დერმატომიკოზები.

გამოყენების წესი და დოზები:
პრეპარატს იყენებენ ადგილობრივად. მალამოს შეზელვა წარმოებს კანის დაზიანებულ უბნებზე 2-ჯერ დღეში (დილით და საღამოს). მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ფორმაზე, მისი მიმდინარეობის პროცესზე და მიკროსკოპული გამოკვლევების შედეგებზე  პათოგენური სოკოების სრულ გაქრობამდე. მკურნალობის კურსი ძირითადად გრძელდება 15-20 დღე ან უფრო მეტი ხნის მანძილზე პრეპარატის ეფექტურობის მიხედვით.

გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ადგილობრივი ალერგიული რეაქციები (შეშუპება, ქავილი).

წინააღმდეგჩვენება:
მალამოს კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ორსულობა, ლაქტაცია.

გამოყენების თავისებურებები:
მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ რეკომენდებულია პრეპარატის მიღება პროფილაქტიკური მიზნით 1-2ჯერ კვირაში.
პრეპარატით მკურნალობის პროცესში და მისი დამთავრების შემდგომ რეკომენდებულია დაზიანებული ადგილების დამუშავება “დუსტუნდანის” ფხვნილით, რომელიც შეიცავს “ცინკუნდანის” მალამოს ძირითად შემადგენელ კომპონენტებს და ტალკს.

შენახვის პირობები და ვადები:
ინახება გრილ და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. ვარგისიანობის ვადა-2 წელი.

გაცემი წესი:
ურეცეპტოთ

შეფუთვა:
15გ ნარინჯისფერ ქილებში

მწარმოებელი:
АО «ГАЛИЧФАРМ»
Украина