ცისტოფიტი
(ინსტრუქცია)
შემადგენლობა:
ოხრახუშის ფოთლები 100 მგ.
(Folia Petroselini)
წითელი მოცვის ფოთლები 50 მგ.
(Folia Vitis-idaea)
თეთრი არყის ხის ფოთლები 50 მგ.
(Folia Betulae alba)
ელეუტეროკოკის ფესვები 20 მგ.
(Radix Eleuterococci)
დამხმარე კომპონენტები: ლაქტოზა 106.5 მგ.
კალციუმის სტეარატი 3.5 მგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
- შარდ-სასქესო სისტემის დაავადებების განვითარების რისკის შემცირება;
- მსუბუქი შარდმდენი მოქმედება;
- უჯრედგარე სითხის დინების გაძლიერება (უჯრედებისა და ორგანოების გასუფთავება).
ჩვენება:
- შარდ-სასქესო სისტემის ანთებითი დაავადებები;
- ორგანიზმში სითხის შეკავება;
- შეშუპება.
ცისტოფიტი რეკომენდირებულია, როგორც საპროფილაქტიკო საშუალება საშარდე გზების ანთებითი და ინფექციური დაავადებების დროს.
უკუჩვენება:
ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილთათვის ერთი ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. Kკურსის ხანგრძლივობა 1 თვე.
კურსი მეორდება ერთკვირიანი შესვენების შემდეგ.
შენახვის ვადა და პირობები: 3 წელი. ინახება მშრალ, გრილ, მზისაგან დაცულ ადგილას.
მწარმოებელი:
ს.ს. “ჯორჯიან ფარმაცევტიკალ გრუპ”-ი
ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 41
ტელ: +995(32) 2 39 58 46