ციტრამონი-დარნიცა
ზოგადი დახასიათება:
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: ღია-ყავისფერი ტაბლეტები წინწკლებით, კაკაოს სუნით;
შემცველობა: 1 ტაბლეტი შეიცავს აცეტილსალიცილის მჟავას 0.24 გ, პარაცეტამოლს 0.18 გ, კოფეინს (მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით) 0.03 გ, საკვებ ლიმონმჟავას 0.006გ;
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, პოლივინილპიროლიდონი დაბალმოლეკულარული სამედიცინო, კალციუმის სტეარატი, კაკაო.
ღია-ყავისფერი ტაბლეტები წინწკლებით, კაკაოს სუნით; 1 ტაბლეტი შეიცავს აცეტილსალიცილის მჟავას 0.24 გ, პარაცეტამოლს 0.18 გ, კოფეინს (მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით) 0.03 გ, საკვებ ლიმონმჟავას 0.006გ;დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, პოლივინილპიროლიდონი დაბალმოლეკულარული სამედიცინო, კალციუმის სტეარატი, კაკაო.
გამოშვების ფორმა. ტაბლეტები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ანალგეტიკები და ანტიპირეტიკები. კოდი ATC N02B A51.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა. ციტრამონი-დარნიცა – კომბინირებული პრეპარატი, რომელსაც გააჩნია ანალგეტიკური, ანთებსაწინააღმდგო, სიცხის დამწევი მოქმედება. მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები აძლიერებენ ერთმანეთის ეფექტებს. აცეტილსალიცილის მჟავა ახდენს ანთებსაწინააღმდგო და სიცხის დამწევ მოქმედებას, ასუსტებს ტკივილს, განსაკუთრებით გამოწვეულს ანთებით, ამუხრუჭებს თრომბოციტების აგრეგაციას, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას ანთების კერაში.
პარაცეტამოლი ახდენს ანალგეტიკურ და სიცხის დამწევ მოქმედებას.
კოფეინი – მეთილქსანტინის წარმოებული – ხელს უწყობს თავის ტვინის სისხლძარღვების ტონუსის მოწესრიგებას და აჩქარებს სისხლდინებას, და ამ დოზით არ ახდენს მნიშვნელოვან მასტიმულირებელ ზემოქმედებას ცნს-ზე.
ფარმაკოკინეტიკა. პრეპარატის შემცველობაში შემავალი აქტიური ნივთიერებები სწრაფად შეიწოვება საკვებგადამამუშავებელ ტრაქტში. სისხლის პლაზმაში მათი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 2 საათში პრეპარატის მიღებიდან. პრეპარატის კომპონენტები აღწევს დედის რძეში.
ორგანიზმიდან პრეპარატის კომპონენტები და მათი მეტაბოლიზმის პროდუქტები გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით.
გამოყენების ჩვენებები. ციტრამონი-დარნიცას ტაბლეტები ინიშნება როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება სუსტი და საშუალო ინტენსივობის ტკივილის სინდრომის დროს, და ასევე როგორც სიცხის დამწევი საშუალება. პრეპარატი გამოიყენება თავის სხვადასხვა წარმოშობის ტკივილის, მათ შორის შაკიკის, კბილის ტკივილის, ნევრალგიების, ართრალგიების, რევმატიული დაავადებების, პირველადი დისმენორეის და დაავადებების დროს, რომლებსა ახლვს სხვადასხვა ეთიოლოგიის ციებ-ცხელება.
გამოყენების წესი და დოზები. პრეპარატი ინიშნება 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. დღე-ღამის უმაღლესი დოზა შეადგენს 6 ტაბლეტს (3 მიღებად). მკურნალობის კურსი დამოკიდებულია თერაპიის ეფექტურობაზე და, როგორც წესი, 10 დღეს არ აღემატება.
პრეპარატის დანშვნა ბავშვებისათვის რეკომენდებული არ არის.
გვერდითი მოქმედება. ციტრამონი-დარნიცას ტაბლეტების გამოყენებისას ცალკეულ ავადმყოფებში შეიძლება აღინიშნოს გვერდითი რეაქციები, რომლებიც დამახასიათებელია აცეტილსალიცილისა და პარაცეტამოლის პრეპარატებისათვის: ალერგიული რეაქციები, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან-ჰემორაგიული დაზიანებები, ბრონქიალური ასთმის გამწვავება, ჰეპატო- და ნეფროტოქსიკური მოვლენები.
უკუჩვენებები. საკვებგადამამუშავებელი ტრაქტის დაავადებები: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, სისხლდენები კუჭ-ნაწლავიდან; ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები; გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტი. პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსული ქალებისათვის ორსულობის პირველი 3 თვე და ლაქტაციის პერიოდში.
ჭარბი დოზა. შესაძლებელია სისხლდენები კუჭ-ნაწლავიდან, ალერგიული რეაქციები.
გამოყენების განსაკუთრებულობანი. პრეპარატის გამოყენებისას ყავისა და ჩაის ხშირად მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს კოფეინის ჭარბი დოზის სიმპტომები.
პრეპარატის მაღალი დოზები უნდა დაილიოს ტუტე მინერალური წყლით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. აძლიერებს იმ საშუალებათა მოქმედებას, რომლებიც ამცირებს სისხლის შედედებას და თრომბოციტების აგრეგაციას, კორტიკოსტეროიდების, სულფონილშარდოვანას, მეტოტრექსატის გვერდით მოქმედებას. არ შეიძლება ციტრამონი-დარნიცას გამოყენება კომბინაციაში ბარბიტურატებთან, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებთან, სალიცილატებთან, რიფამპიცინთან, ალკოჰოლთან ერთად.
შენახვის პირობები და ვადები. ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.
გაცემის პირობები. რეცეპტის გარეშე.
შეფუთვა. 6 ან 10 ტაბლეტი კონტურულ დანაყოფებიან შეფუთვაში.
მწარმოებელი. დსს ფარმაცევტული ქარხანა “დარნიცა”.
მისამართი. 02093, უკრაინა, ქ. კიევი, ბორისპოლსკაიას ქ. 13.