დერმატინ კორტი 15გ კრემი

დერმატინ კორტი 15გ კრემი

შემადგენლობა
ყოველი 100 გ შეიცავს:
კლოტრიმაზოლი 1 გ
ჰიდროკორტიზონი 1 გ

თვისებები:
დერმატინ კორტის კრემი შეიცავს 2 აქტიურ ინგრედიენტს:
კლოტრიმაზოლს და ჰიდროკორტიზონს.
კლოტრიმაზოლი არის ფართო სპექტრის სოკოს საწინააღმდეგო ნივთიერება, რომელიც აინჰიბირებს პათოგენური დერმატოფიტების (Epidermofhyton, Mikrosporum და თრიცჰოპჰყტონ სახეობები),Candida albicans, Malassezia furtur და Cutaneous Corynobacterium-ის ზრდას. 
ჰიდროკორტიზონს გააჩნია ვაზოკონსტრიქტორული ეფექტი, რომლის საშუალებითაც იგი ამცირებს ანთებას და შეშუპებას და ასევე აქვს ქავილის საწინააღმდეგო ეფექტი. დერმატინ კორტის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ,
კლოტრიმაზოლი და ჰიდროკორტიზონი შეიწოვება კანიდან და უშუალოდ მოქმედებს პირდაპირ სოკოვანი უჯრედის კედელზე, რაც იწვევს მისი შეღწევადობის ზრდას.

ჩვენებები
დერმატინ კორტი ნაჩვენებია კანის ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია დერმატოფიტებით, საფუარი სოკოებით, ობის სოკოებით და სოკოს სხვა სახეობებით, როდესაც ანთების თანმხლები სიმტომები, მაგ: ქავილი საჭიროებს სწრაფ მოხსნას.

გამოყენების წესი: 
დერმატინ კორტი დაიტანება ნაზად, თხელ ფენად დაზიანებულ ადგილას დღეში ორჯერ და უნდა შეიზილოს ფრთხილად.

გვერდითი ეფექტები

ადგილობრივი ან ინტრავაგინალური გამოყენების კლოტრიმაზოლის გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათია. შეიძლება აღინიშნოს ადგილობრივი ირიტაცია ან წვის შეგრძნება, რომელიც ჩვეულებრივ ზომიერი და გარდამავალია. კლოტრიმაზოლის დემალური ან ინტრავაგინალურად გამოყენების შემთხვევაში სისტემური ხასიათის გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა.

ჰიდროკორტიზონი:
- ჰიდროკორტიზონის ადგილობრივად სწორი გამოყენების შემთხვევაში არ გამოვლენილა სიცოცხლისათვის საშიში მოვლენები.
- კორტიკოსტეროიდების ადგილობრივი გამოყენების გვერდითი ეფექტები დოზა-დამოკიდებულია, და იმდენად რამდენადაც ჰიდროკორტიზონი სუსტი კორტიკოსტეროიდია, ასეთი ეფექტები დამახასიათებელი არ არის. თუმცა, მისმა არასწორმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გართულებები.
- გახანგრძლივებულ მიღებას, განსაკუთებით მგრძნობიარე არეებში, როგორიცაა ქუთუთოები, სახე და კანის ნაოჭები, შეიძლება მოჰყვეს შეუქცევადი გვერდითი ეფექტები: ეპიდერმისის გათხელება, ტელეანგიექტაზია და სტრიები. კანის გათხელების მიზეზია ფიბრობლასტების რიცხვის შემცირება, რასაც მოსდევს კოლაგენის, ელასტინის, რეტიკულინის და მუკოპოლისაქარიდების ცვლილება. სტრიები წარმოადგენს კოლაგენის ბოჭკოების პირდაპირი დაზიანების შედეგს. აღნიშნულია თვალშიდა წნევის მომატება, გლაუკომა, კატარაქტა, დენდრიტული კორნეალური წყლული და მომატებული ქალასშიდა წნევა ადგილობრივი გამოყენების სტეროიდების ხანგრძლივი მიღების შემდეგ. (მათ შორის ჰიდროკორტიზონი თვალისა და თვალის ირგვლივი კანისთვის.)
- შეიძლება მოხდეს პრეპარატის სისტემური შეწოვა, და ხანგრძლივი თერაპიის შემდეგ გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის სუპრესია, მაგრამ ეს უკანასკნელი სწრაფად უკუვითარდება.
- ალერგიული რეაქციები აღინიშნება სპორადულად. უფრო ხშირად მათი მიზეზია ფორმულაში შემავალი დამატებითი ნივთიერებები, ვიდრე თვითონ აქტიური ნივთიერება. თუმცა სტეროიდებზე ალერგია ხშირად ვლინდება.


უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.

სპეციალური სიფრთხილის ზომები:
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.

შეფუთვა:
კრემის ტუბი 15გ.

შენახვის პირობები:
ინახება 15-30 C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

გაცემის წესი: რეცეპტით

მწარმოებელი: Pharco Pharmaceutical 
Kilo 31 Alexandria-Cairo Desert, Egipt