დიაბეტონ MR
DIABETON MR
საერთაშორისო დასახელება - gliclazide
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - A10BB09
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - A10BB09
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები; სულფონილშარდოვანას წარმოებულები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბ. მოდიფიცირებული გამოთავისუფლებით 30მგ: 60 ც
აქტიური ნივთიერება: გლიკლაზიდი 30მგ.
დამხმარე კომპონენტები: ფოსფოროვანი მჟავის კალციუმის დიჰიდრატი, მალტოდექსტრინი, ჰიპრომელოზა, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური გაუწყლოებული სილიციუმი.
აქტიური ნივთიერების მოდიფიცირებული გამოთავისუფლების 60 ტაბლეტი, შეფუთულია ბლისტერში (პოლივინილქლორიდი-ალუმინი)
ფარმაკოლოგიური თვისებები
მოცემული მედიკამენტი წარმოადგენს პერორალურ ჰიპომაგლიკემირებელ სულფონილშარდოვანას, რომელიც დაბლა სწევს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციას.
ჩვენებები
სამკურნალო საშუალება განკუთნილია მოზრდილთათვის, ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ (მეორე ტიპი). დიეტასთან და ფიზიკურ ვარჯიშებთან ერთობლივად, მაშინ როდესაც ეს ზომები არასაკმარისია სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის შესანარჩუნებლად.
მიღების წესები და დოზები
პაციენტმა მკაცრად უნდა დაიცვას ექიმის დანიშნულება
დოზა:
ჩვეულებრივ, დიაბეტონის დოზა შეადგენს დღეში 1-4 ტაბლეტს. რეკომენდებულია ერდჯერადი მიღება უშუალოდ საუზმის წინ.
მიღების გზები
პერორალური მიღება
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, დაახლოებით ნახევარი ჭიქა წყლის დაყოლებით, უშუალოდ საუზმის წინ. მოცემული სამკურნალო საშუალების მიღება უშუალოდ საუზმის წინ რეკომენდებულია კუჭის გაღიზიანების შემცირებისა და თავიდან ასაცილებლად.
მიღების სიხშირე:
დიაბეტონ® MR- ის ერთჯერადი დოზის მიღება ყოველთვის უნდა ემთხვეოდეს საკვების მიღებას.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
არ შეიძლება ორმაგი დოზა დიაბეტონის მიღება გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
დიაბეტონის მიღების შეწყვეტის შემდეგ განვითარებული მოვლენები:
სისხლში შაქრის დონე აღარ კონტროლირდება ანუ შესაძლებელია ჰიპერგლიკემიის განვითარება (გლუკოზის მომატებული კონცენტრაცია)
გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა სამკურნალო საშუალების მსგავსად დიაბეტონ MR® –ს შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი მოქმედება:
• ჰიპოგლიკემიის სიმპტომები (იხილეთ ,,გაფრთხილება” ,,დოზის გადაჭარბება”)
• კანის გაღიზიანება (ჭინჭრის ციება, გამონაყარი)
• კუჭ-ნაწლავის აშლილობა (გულისრევა, დიარეა, მუცელში სიმძიმის შეგრძნება, ყაბზონბა, ჰეპატიტი)
• სისხლის სურათის და ღვიძლის ფუნქციების შეცვლა.
თუ დიაბეტონით თერაპიისას გამოვლინდა ისეთი არასასურვალი ეფექტები, რომლებიც არ არის მითითებული მოცემულ ფურცელ-დანართში, საჭიროა მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
უკუჩვენება
მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
• ალერგია გლიკლაზიდზე, პრეპარატის ნებისმიერ კომპონენტზე ან ანალოგიური ტიპის (სულფონილშარდოვანას პრეპარატები, ან სულფონამიდები) სხვა საშუალებებზე,
• ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი (პირველი ტიპი),
• დიაბეტური კეტოაციდოზი, ასევე პრეკომატოზური მდგომარეობა,
• ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციების მწვავე მოშლა,
• მიკონაზოლით მკურნალობა (იხილეთ ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან),
• ლაქტაციის პერიოდი.
თუ მკურნალი ექიმი არ იძლევა სხვა რეკომენდაციებს, მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენება არ არის რეკომენდებული ფენილბუტაზონთან, დანაზოლთან და ალკოჰოლთან ერთად.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა:
ორსულობის დროს დიაბეტის მკურნალობისას აუცილებელია ინსულინის ინექციები. ექიმს უნდა ეცნობოს ბავშვის ყოლის სურვილის ან ორსულობის შესახებ, იმასთან დაკავშირებით, რომ მან დანიშნოს უფრო ადექვატური მკურნალობა. დიაბეტონით თერაპიის პერიოდში ორსულობის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, მისი გამოყენება უნდა შეწყდეს. სხვა პრეპარატზე გადასვლამდე საჭიროა კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ძუძუთი კვება: ძუძუთი კვების დროს დიაბეტონის მიღება უკუნაჩვენებია. სხვა პრეპარატზე გადასვლამდე საჭიროა კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
განსაკუთრებული მითითებები
უსაფრთხოება
ექიმის დანიშნული დიეტის რაც შეიძლება მკაცრად დაცვა,
• სისხლის შაქრის დონის ექიმის მიერ რეკომენდებულ დონესთან რეგულარულად შედარება,
• ექიმის ინფორმიერება:
- მოსალოდნელი ქირურგიულ ოპერაციის, მიღებული ტრავმის, ტემპერატურის აწევის, ინფექციური დაავადების გაჩენის, ან დანიშნული დიეტის დარღვევის შესახებ,
- ბავშვის გაჩენის სურვილის შესახებ,
- ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალებების, განსაკუთრებით ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების, ბეტა ბლოკატორების და კორტიკოსტეროიდების მიღების შესახებ,
• აუცილებელია სტომატოლოგის ინფორმირება ანტიდიაბეტური თერაპიის ჩატარების შესახებ
ალკოჰოლის და მისი შემცველი სასმელების მიღების შეწყვეტა.
გაფრთხილება
ჰიპოგლიკემია
მოცემულმა სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გამოწვიოს ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დონის დაწევა). თუ გამოვლინდა ოფლიანობა, მწვავე შიმშილის შეგრძნება ან კანკალი, კანის სიფერმკთალე, დაირღვა მხედველობა, თუ პაციენტი თავს შეუძლოდ გრძნობს, ან ამჩნევს უჩვეულო საქციელის ნიშნებს
– დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს რამდენიმე ნატეხი შაქარი ან სხვა ტკბილეული და მიმართოს ექიმს.
ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი
განსაკუთრებით მაღალია ზედმეტად მკაცრი ან დაუბალანსებელი დიეტის, ასევე ხანგრძლივი და ჭარბი ფიზიკური დატვირთვების, ალკოჰოლის და სხვა ჰიპოგლიკემიური სამკურნალო საშუალებების მიღების დროს.
ამრიგად, თუ პაციენტს დანიშნული აქვს ჰიპომაგლიკემირებელი სულფონილშარდოვანა საჭიროა:
• აკვების მიღება რეგულარულად – საკვების რეგულარული მიღება, საუზმის ჩათვლით, წარმოადგენს ჰიპოგლიკემიის განვითარების საწინააღმდეგო მნიშვნელოვან საშუალებას. თუ რაციონი შაქრის შემცველობის ხრივ ზედმეტად შემოფარგლული ან დააუბალანსებელია, ჰიპოგლიკემიის განვითარების შესაძლებლობის გამო, პაციენტმა არასდროს არ უნდა გამოტოვოს საკვების მომდევნო მიღება.
• ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატების რეგულარული მიღება
– დიაბეტონის დღეში ერთხელ რეგულარული მიღება, უმჯობესია საუზმის დროს, (ასევე წარმოადგენს ჰიპოგლიკემიის პროფილაქტიკის მნიშნელოვან საშუალებას. იხილეთ ,,მიღების გზები და მეთოდები”) დიაბეტონ® MR ყოველთვის უნდა მიიღოთ ჭამის წინ.
ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა:
ავადმყოფებმა უნდა იცოდნენ ჰიპოგლიკემიის სიმპტომების გამოცნობა და უნდა ავლენდნენ სიფრხილეს, ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვისას.
ჭარბი დოზირება
ძალიან დიდი რაოდენობით დიაბეტონის მიღების შემთხვევაში, ვითარდება ჰიპოგლიკემია, (იხილეთ ,,გაფრთხილება”) მისი თავიდან ასაცილებლად ღებულობენ შაქარს (4-6 ნატეხი). თუ ავადმყოფი იმყოფება უგონო მდგომარეობაში, საჭიროა ექიმის დაუყოვნებლივი კონსულტაცია და სასწრაფო დახმარების გამოძახება.
საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
საჭიროა პაციენტმა თავი მოარიდოს სამკურნალო საშუალებების ზოგიერთ კომბინაციებს, რადგანაც მათ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ სისხლში გლუკოზის კონცენტრაციაზე.
სამკურნალო საშუალების შერჩევისას, პაციენტი არ უნდა დაეყრდნოს საკუთარ მოსაზრებებს.
პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ის ბოლო დროს ღებულობს ან ღებულობდა ნებისმიერ სხვა პრეპარატებს, კერძოდ დანაზოლს (ჰორმონალური საშუალება), კორტიკოსტეროიდებს, დიურეტიკებს, მიკონაზოლს (მიკროსპორების წარმომქმნელი სოკოებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალო საშუალება) თუნდაც ისინი მიეკუთვნებოდნენ ურეცეპტოდ გასაცემ სამკურნალწამლო ფორმებს. ასევე ალკოჰოლის მოხმარების შესახებ.
შენახვის პირობები და ვადები
შეზღუდვების გარეშე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
მწარმოებელი ქვეყანა - საფრანგეთი