დიბიგლიმი
ტაბლეტები 1 მგ
DIBIGLIM
გლიმეპირიდი
ტაბლეტები 1 მგ
DIBIGLIM
გლიმეპირიდი
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: გლიმეპირიდი
დამხმარე ნივთიერებები:
- 1 მგ ტაბლეტი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი ა), პოვიდონი K30, რკინის წითელი ოქსიდი (E 172), მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.
- 2 მგ ტაბლეტი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი ა), პოვიდონი K30, რკინის ყვითელი ოქსიდი (E 172), ინდიგო კარმინი (E 132), მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.
- 3 მგ ტაბლეტი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი ა), პოვიდონი K30, რკინის ყვითელი ოქსიდი (E 172), მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.
- 4 მგ ტაბლეტი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი ა), პოვიდონი K30, რკინის ყვითელი ოქსიდი (E 172), ინდიგო კარმინი (E 132), მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.
შეფუთვის ზომა: კოლოფებში 30, 60 ან 90 ტაბლეტი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ერთი ტაბლეტი შეიცავს 1 მგ, 2 მგ, 3 მგ ან 4 მგ გლიმეპირიდს.
გლიმეპირიდი განეკუთვნება შიგნით მისაღები ჰიპოგლიკემიური სამკურნალო საშუალებების ჯგუფს და სულფონილშარდოვანას წარმოებულია. ამ ჯგუფის სამკურნალო პრეპარატები ხელს უწყობენ სისხლის შაქრის დონის კონტროლირებას ორგანიზმში საკუთარი ინსულინის გამოთავისუფლების სტიმულირების გზით.
ჩვენება
გლიმეპირიდი გამოიყენება 2 ტიპის ინსულინდამოუკიდებული დიაბეტის (შაქრიანი დიაბეტის) სამკურნალოდ იმ შემთხვევებში, როდესაც დიეტისა და წონის დაკლებისაკენ მიმართული ფიზიკური ვარჯიშების რეჟიმის დაცვა არასაკმარისია.
უკუჩვენებები
• ალერგიული რეაქცია გლიმეპირიდზე, ტაბლეტის ნებისმიერ კომპონენტზე, სულფონილშარდოვანას ნებისმიერ წარმოებულზე (მაგ., გლიბენკლამიდი, გლიკლაზიდი, ტოლბუტამიდი) ან სულფანილამიდებზე (მაგ., სულფამეტოქსაზოლი). ალერგიული რეაქციის ნიშნები შეიძლება იყოს გამონაყარი, ქავილი, სუნთქვის გაძნელება ან სახის, ტუჩების, ყელის ან ენის შეშუპება.
• ინსულინდამოკიდებული 1 ტიპის დიაბეტი.
• “კეტოაციდოზი” (სუნთქვისას ამოდის “დამპალი ვაშლის სუნი”).
• თირკმელების ან ღვიძლის სერიზული პრობლემები.
გლიმეპირიდის მიღება დიაბეტური კომის დროს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
დიბიგლიმის® მიღებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს:
გლიმეპირიდით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის შემცირება (ჰიპოგლიკემია).
დიბიგლიმის® გამოყენებისას აუცილებელია სისხლის ანალიზის კონტროლი.
ფაქტორები, რომლებიც ზრდიან ჰიპოგლიკემიის რისკს:
• საკვების მიღების გამოტოვება, საკვების არარეგულარულად მიღება ან შიმშილის პერიოდები.
• დისბალანსი ფიზიკურ დატვირთვასა და ნახშირწყლების მიღებას შორის.
• ცვლილებები დიეტაში.
• დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება, განსაკუთრებით საკვების მიღებათა გამოტოვებასთან კომბინაციაში.
• თირკმელების ფუნქციის დარღვევა.
• ღვიძლის სერიოზული პრობლემები.
• ძალიან დიდი რაოდენობით გლიმეპირიდის მიღება.
• დიბიგლიმის® მიღება სხვა წამლებთან ერთად.
• გარკვეული პრობლემები ფარისებრი ჯირკვლის მხრივ და სხვა ჰორმონალური პრობლემები.
სისხლში შაქრის ძალიან დაბალი დონის ნიშნები (ჰიპოგლიკემია):
• თავის ტკივილი, „მგლის“ მადა, ღებინება, გულისრევა, დაღლილობა, ძილის დარღვევა, შფოთვა, აგრესია, ყურადღების კონცენტრირების უნარის დაქვეითება, მოძრაობებისა და რეაქციების კოორდინაციის დარღვევა, დეპრესია, გონების დაბინდვა, მხედველობის დარღვევა, მეტყველების გაძნელება ან მეტყველების გაგების გაძნელება, კანკალი, სუსტი ან არასრული დამბლა, მგრძნობელობის დარღვევა, თავბრუსხვევა, სისუსტე, თვითკონტროლის დაკარგვა, კრუნჩხვითი შეტევები, ძილიანობა და გულყრა კომამდე, ზედაპირული სუნთქვა და გულის ნელი რითმი.
გარდა ამისა, შეიძლება იყოს: ოფლიანობა, სველი კანი, შფოთვა, გულის აჩქარებული რითმი, მაღალი არტერიული წნევა, გულისცემა (გულის არარეგულარული შეკუმშვა) და ტკივილი მკერდის არეში.
სიმპტომების აღმოფხვრა შეიძლება საკვებად დაუყოვნებლივ შაქრის მიღებით (მარგამ არა ხელოვნური დამატკბობლებისა).
თუ შაქრის მიღება ვერ აღმოფხვრავს ჰიპოგლიკემიის სიმპტომებს, ან აღმოფხვრავს მხოლოდ ხანმოკლე დროით, აუცილებელია სასწრაფოდ ექიმთან ან საავადმყოფოსთან დაკავშირება.
ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს ელის ქირურგიული ჩარევა, ასევე თუ პაციენტი დაავადდა, ინფექციების, უბედური შემთხვევების ან სხვა სტრესული სიტუაციების დროს. შესაძლოა საჭირო გახდეს სასწრაფოდ ინსულინზე გადასვლა.
სხვა წამლების მიღება:
ნებისმიერი სხვა წამლის შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს ამჟამად ან იღებდა ცოტახნით ადრე, უნდა ეცნობოს ექიმს.
აუცილებელია სიფრთხილის დაცვა შემდეგი წამლების მიღებისას:
ზოგიერთ წამალსა და დიბიგლიმს® შეუძლიათ უერთიერთქმედება. დიბიგლიმის® გამოყენებამდე ექიმს უნდა ეცნობოს შემდეგი წამლების გამოყენების შესახებ:
გლიმეპირიდთან ერთად გამოყენებისას შაქრის დაბალი დონის (ჰიპოგლიკემიის) გამოწვევა შემდეგ წამლებს შეუძლიათ:
• აგფ-ს ინჰიბიტორები (მაგ., კაპტოპრილი, ენალაპრილი, ლიზინოპრილი, რამიპრილი)
• ანაბოლური სტეროიდები და მამაკაცის სქესობრივი ჰორმონები (მაგ., ტესტოსტერონი)
• ალოპურინოლი (გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ)
• ასპირინი
• აზაპროპაზონი (გამაყუჩებელი / ანთების საწინააღმდეგო საშუალება)
• ქლორამფენიკოლი (ანტიბიოტიკი)
• კუმარინის ანტიკოაგულანტები
• ციკლო-, ტრი- და იფოსფამიდები (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ)
• ფენფლურამინი (ანორექსიგენი)
• ფიბრატები (მაგ., ფენოფიბრატი, ბეზაფიბრატი)
• ფლუკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება)
• ფლუოქსეტინი (გამოიყენება დეპრესიის და ობსესიურ-კომპულსიური დარღვევების სამკურნალოდ)
• ინსულინი და დიაბეტის საწინააღმდეგო შიგნით მისაღები პრეპარატები
• მეტფორმინი (დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატი)
• მიკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატი)
• მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაგ., ფენელზინი, იზოკარბოქსაზიდი)
• ოქსიფენბუტაზონი (ართრიტის სამკურნალო და ანთების საწინაღმდეგო საშუალება
• პენტოქსიფილინი (გამოიყენება სისხლის მიკროცირკულაციის გასაუმჯობესებლად)
• ფენილბუტაზონი (ართრიტის სამკურნალო საშუალება)
• პრობენეციდი (გამოიყენება პოდგრის სამკურნალოდ)
• ქინოლონური რიგის ანტიბიოტიკები (მაგ., ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი, ნორფლოქსაცინი)
• სულფინპირაზონი (გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ)
• სულფანილამიდები (მაგ., სულფადიაზინი)
• სიმპათომიმეტურები (ეს სამკურნალო პრეპარატების დიდი ჯგუფია, რომელიც ხშირად გამოიყენება არტერიული წნევის დასაწევად ან გულის მუშაობის დასარეგულირებლად)
• ტეტრაციკლინები (მაგ., დოქსიციკლინი, ტეტრაციკლინი)
• ტრიტოკვალინი (ანტიჰისტამინური პრეპარატი).
გლიმეპირიდთან ერთად გამოყენებისას შაქრის მაღალი დონის (ჰიპერგლიკემიის) გამოწვევა შემდეგ წამლებს შეუძლიათ:
• აცეტაზოლამიდი (გამოიყენება გლაუკომის სამკურნალოდ, თვალში სითხის შეგუბებისას, ასევე ეპილეფსიისას)
• ასთმის დროს გამოყენებადი (მაგ., სალბუტამოლი) და ის სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ასტიმულირებენ გულის მუშაობას ან ზრდიან არტერიულ წნევას.
• ბარბიტურატები (ნატრიუმის ამილატი)
• დიაზოქსიდი (გამოიყენება ჰიპერტენზიის სამკურნალოდ)
• გლუკაგონი (გამოიყენება ჰიპოგლიკემიის სამკურნალოდ)
• გლუკოკორტიკოიდები (ბეთამეტაზონი)
• საფაღარათე საშუალებების ხანგრძლივად გამოყენება (ბისაკოდილი, სენა)
• ნიკოტინის მჟავა (ლიპიდების შემამცირებელი საშუალება)
• ესტროგენები და პროგესტაგენები (ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია ქალებში ან ჩასახვის საწინააღმდეგო “ტაბლეტი”)
• ფენოთიაზინის წარმოებულები (ქლორპრომაზინი, ტრიფლუოპერაზინი, პერიციაზინი)
• ფენიტოინი (კრუნჩხვითი შეტევების პროფილაქტიკისათვის)
• რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი)
• სიმპათომიმეტური საშუალებები (სამკურნალო პრეპარატების დიდი ჯგუფია, რომელიც ხშირად გამოიყენება როგორც დეკონგესტანტი (მაგ., ფსევდოეფედრინი))
• თიაზიდური დიურეზულები (ბენდროფლუმეთიაზიდი, ქლორტალიდონი, მეტოლაზონი)
• ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალო პრეპარატები (თიროქსინი).
სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ სისხლში შაქრის დონე (გაზარდოს ან შეამციროს), ასევე შენიღბოს სისხლში შაქრის დაბალი დონე:
• მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ბეტა-ბლოკატორები (ატენოლოლი, ლაბეტალოლი, პროპრანოლოლი), კლონიდინი და რეზერპინი
• H2-რეცეპტორების ანტაგონისტები (ციმეტიდინი, ფამოტიდინი, რანიტიდინი)
• ალკოჰოლის გამოყენება
პრეპარატის მიღება საკვებთან ან სასმლებთან ერთად:
• ტაბლეტები მიიღება უშუალოდ სრულყოფილი საუზმის წინ ან მის დროს ან უშუალოდ ძირითადი კვების წინ ან მის დროს.
• ამ წამალთან ერთად ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება, მას შეუძლია წინასწარ განუსაზღვრელად შეცვალოს პრეპარატის მოქმედება.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება. ექიმს უნდა ეცნობოს ორსულობის ან მისი დაგეგმვის შესახებ და იგი მკურნალობას სასწრაფოდ გადაიყვანს ინსულინზე.
მექანიზმების ტარება და მართვა:
ეს წამალი იწვევს გვერდით ეფექტებს, რომლებიც აძნელებენ ყურადღების კონცენტრაციას ან ანელებენ რეაქციებს.
ამის მიზეზი შეიძლება გახდეს სისხლში ძალიან ცოტა ან ძალიან მომატებული შაქარი. სხვა ეფექტებს შეიძლება მიეკუთვნოს მხედველობის პრობლემები, თავბრუსხვევა, სისუსტე, თვითკონტროლის დაკარგვა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ:
დიბიგლიმი® შეიცავს ლაქტოზას.
ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
მიღების წესი და დოზირება
დიბიგლიმის® მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულების მიხედვით. დიბიგლიმის® ტაბლეტები მიიღება დღეში ერთხელ უშუალოდ სრულყოფილი საუზმის წინ ან მის დროს ან უშუალოდ ძირითადი კვების წინ ან მის დროს.
ექიმი გააკონტროლებს სისხლში შაქრის რაოდენობას. საჭიროების შემთხვევაში იგი დაეხმარება პაციენტს დოზის გაზრდაში 1 მგ-ით კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ. ამიტომ პაციენტის ჩვეულებრივი დოზა შეიძლება უფრო მაღალი იყოს (2 მგ, 3 მგ ან 4 მგ დღეში).
მაქსიმალურ სადღეღამისო დოზა შეადგენს 6 მგ. თუ უმაღლესი დოზაც შესაძლებელს ვერ ხდის სისხლში შაქრის კონტროლირებას, მაშინ ექიმი ინსულინით მკურნალობას დანიშნავს.
ავადმყოფს როდესაც შეუძლია მეტფორმინის მაქსიმალური დოზის მიღება იგი ასევე შეიძლება საჭიროებდეს გლუმეპირიდის მიღებას დიაბეტის კონტროლისათვის.
თუ დროთა განმავლობაში დიაბეტი მართვადია, ავადმყოფმა დაიკლო წონაში ან შეიცვალა ცხოვრების წესი, შესაძლოა საჭირო გახდეს გლიმეპირიდის დოზის შეცვლა.
თუ გლიმეპირიდის ყველაზე მცირე დოზა 1 მგ დღეში საკმაოდ სწრაფად ცვლის შაქრის დონეს (ჰიპოგლიკემია), მაშინ ექიმს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მხოლოდ დიეტის მეშვეობით შაქრის გაკონტროლების შესახებ.
ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში საჭიროა:
ამ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან მიმართვა იმ შემთხვევაშიც კი, თუ პაციენტი თავს კარგად გრძნობს. ტაბლეტების ძალიან დიდი რაოდენობის მიღებიდან შეიძლება გავიდეს 24 საათი, სანამ ჰიპოგლიკემია დაიწყება.
გამოტოვებული დოზა
პრეპარატის ერთი მიღების გამოტოვებისას მისი გამოყენება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე საკვების მიღებასთან ერთად. ორმაგი დოზის მიღება არ შეიძლება. სამკურნალო საშუალების გამოყენება უნდა გაგრძელდეს დანიშნულების მიხედვით.
გვერდითი ეფექტები
ყველა სხვა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად დიბიგლიმსაც® შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა.
შესაძლო მძიმე გვერდითი ეფექტები
• ალერგიული რეაქცია: გამონაყარი კანზე, სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება ან სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება.
• გაყვითლებას იწყებს კანი და თვალები.
რომელიმე მძიმე გვერდითი ეფექტის გამოვლინებისას აუცილებელია დაუყოვებლივ ექიმთან ან საავადმყოფოში მიმართვა:
ეს ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენებია (გვხვდება 10000 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში). შესაძლოა საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზება.
სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები მკურნალობის დროს:
არახშირი გვერდითი ეფექტები (გვხვდება 100 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში):
• მხედველობის დოებითი პრობლემები
• ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება (განსაზღვრული სისხლის ანალიზში)
• კანის ალერგიული რეაქცია, როგორიცაა ქავილი, გამონაყარი ან ქავადი გამონაყარი.
იშვიათი გვერდითი ეფექტები (გვხვდება 1000 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში):
• სისხლის უჯრედების რაოდენობისა და სახეობის შეცვლა.
• სისხლში შაქრის დაბალი შემცველობა (ჰიპოგლიკემია)
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (გვხვდება 10000 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში):
• არასიჯანსაღის შეგრძნება ან არაჯანსაღი მდგომარეობა, დიარეა, მუცლის შებერილობა ან ტკივილი
• კანის ჰიპერმგრძნობელობა გარუჯვის მიმართ
• სისხლის ნატრიუმის დაბალი დონეები (განსაზღვრული სისხლის ანალიზში)
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 250ჩ ტემპერატურაზე
გამოშვების ფორმა
ტაბლეტი #30, #60, #90 მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი. შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
გაცემის პირობები
რეცეპტით.
გაყიდვის ნებართვის მფლობელი
ლეკ დ.დ., ვეროვშკოვას 57, ლიუბლიანა, სლოვენია
მწარმოებელი
ლეკ ს.ა., პოდლიპიეს ქ. 16, 95-010, სტრიკოვი, პოლონეთი.