დიკლოფენაკი 1% 40გ გელი (ჰემფ)

დიკლოფენაკი 1% 40გ გელი (ჰემფ)

დიკლოფენაკი 1% 40გ გელი
(Diclofenac Sodium)


სავაჭრო დასახელება: დიკლოფენაკი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: დიკლოფენაკი
სამკურნალწამლო ფორმა: გელი გარეგანი გამოყენებისთვის.

შემადგენლობა
გელის 1გ შეიცავს: აქტიურ ნივთიერება: დიკლოფენაკის დიეთილამინი 11,60მგ (10მგ ნატრიუმის დიკლოფენაკის შესაბამისი); დამხმარე ნივთიერებები: იზოპროპრანოლი, კარბომერი 940, პოლისორბატი 80, ბენზილის სპირტი, ნატრიუმის დისულფიტი, სორბიტოლი, ტროლამინი, გამოხდილი წყალი.

აღწერა
გამჭვირვალე უფერო, ჰომოგენური გელი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიოდული საშუალება.
ათქ კოდი: M02AA15.

ფარმაკოლოგიური მოქმედება
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება, ფენილძმარმჟავას წარმოებული, ახდენს ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზურ მოქმედებას. არაშერჩევითად თრგუნავს ციკლოოქსიგენაზა (ცოგ) 1-ს და ციკლოოქსიგენაზა 2-ს, მოქმედებს არაქიდონის მჟავას მეტაბოლიზმზე, ამცირებს პროსტაგლანდინების რაოდენობას ანთების უბანში.

ფარმაკოკინეტიკა
ადგილობრივი გამოყენებისას ნაწილობრივ შეიწოვება კანით, ბიოშეღწევადობა - 6%. პლაზმის ცილებთან კავშირი - 99,7%. გამოიყოფა თირკმელებით. პოლიართრიტით დაავადებულებში, რომლებიც იღებენ ადგილობრივ თერაპიას (ანთებითი სახსრის უბანში), სინოვიურ სითხესა და ქსოვილში კონცენტრაცია უფრო მაღალია, ვიდრე პლაზმაში.

მიღების ჩვენება
საყრდენ-მამოძრავებელი აპარტის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული, იუვენილური ქრონიკული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი; რბილი ქსოვილების რევმატული დაზინება; პოდაგრული ართრტი); ხრტილების, იოგების, კუნთებისა და სახსრების ტრავმებით განპირობებული ანთება (გაჭიმვის, დატვირთვისა და დაზიანებისას).

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა დიკლოფენაკის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ, აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ასაპ-ის მიმართ. ბრობნქული ასთმის, ცხვირის ან ცხვირის ახლო ღრუების მორეციდივე პოლიპოზისა და აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ასაპ-ის აუტანლობა (ანამნეზში). ორსულობა (III ტრიმესტრი), ლაქტაციის პერიოდი, ბავშვთა ასაკი (12 წლამდე), კანის საფარის მთლიანობის დარღვევა.

სიფრთხილით
ღვიძლისმიერი პორფირია (გამწვავება), კუჭ-ნაწლავის ტერაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები (გამწვავების ფაზაში), ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების მძიმე დარღვევები, გულის ქრონიკული უკმარისობა, სისხლის შედედების დარღვევა (მათ შორის ჰემოფილია, სისხლდენის დროის გახანგრძლივება, მიდრეკილება სისხლდენებისადმი); ბრონქული ასთმა, ხანდაზმული ასაკი, ორსულობის I და II ტრიმესტრი.

მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
გამოყენება ორსულობისას (III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში -უკუნაჩვენებია.

გამოყენების მეთოდი და დოზები
გარეგნად. მოზრდილებსა და 12 წელზე უფროს ბავშვებში ანთების უბანზე პრეპარატი იდება თხელ ფენად 3-4-ჯერ დღეში და მსუბუქად იზილება. პრეპარატის აუცილებელი რაოდენობა დამოკიდებულია მტკივნეული ზონის ზომაზე. პრეპარატის ერთჯერადი დოზა: 2-4გ (რაც მოცულობით შეესაბამება მსხვილ ალუბალს).
პრეპარატის წასმის შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანა.
მკურნლობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩვენებასა და სამკურნალო ეფექტზე. პრეპარატის გამოყენებიდან 2 კვირის შემდეგ საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

გვერდითი მოქდმედება.
კანის საფარის მხრივ: ეკზემა, ფოტოსენსიბილიზაცია, კონტაქტური დერმატიტი (ქავილი, ჰიპერემია, კანის დამუშავებული უბნის შეშუპება, პაპულოზურ-ვეზიკულური გამონაყარი, აქერცვლა).
ალერგიული რეაქციები (კანის წვა და ქავილი, კანის ერითემატოზური გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, სისტემური ანაფილაქსიური რეაქციები (შოკის ჩათვლით).

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: დაბალი სისტემური აბსორბციისას გელის აპლიკაციის დროს, ჭარბი დოზირება ნაკლებსავარაუდოა. შიგნით შემთხვევით მიღებისას შესაძლებელია სისტემური გვერდითი რეაქციების განვითარება.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, ღებინების ინდუქცია, აქტივირებული ნახშირი,  დიურეზის ფორსირება, სიმპტომური თერაპია. დიალიზი ეფექტური არ არის დიკლოფენაკის პლაზმის ცილებთან კავშირის მაღალი ხარისხის გამო (დაახლეობით 99%).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პრეპარატმა შეიძლება გააძლიეროს ფოტოსენსიბილიზაციის გამომწვევი საშუალებების მოქმედება.
კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან აღწერილი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები
გელი იდება მხოლოდ კანის დაუზიანებელ უბნებზე. დადების შემდეგ საჭირო არ არის ოკლუზიური სახვევის დადება.
დიდი ხნის განმავლობაში, კანის დიდ ზედაპირზე გელის დადებისას  სისტემური გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი იმატებს.
თვალებში, ლორწოვან გარსსა და ღია ჭრილობებზე პრეპარატის მოხვედრა არ შეიძლება.
მხოლოდ გარეგანი გამოიყენებისთვის.

გამოშვების ფორმა
გელი გარეგანი გამოყენებისთვის 1%. 
40გ გელი ალუმინის ტუბში, პლასტმასის სახურავით. ტუბის ხვრელი დაცულია ალუმინის მემბრანით. სახურავი წარმოადგენს მონოლითურ კონსტრუქციას, აქვს მემბრანის გასახვრეტი მოწყობილობა. ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
ინახება 15-25ºC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისობის ვადა
3 წელი.
გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:
ჰეროფარმი, ა.დ სერბეთი
26300 ქ. ვრაშცი, ბეოგრადსკის გზა ბბ, სერბეთი
ტელ.: 13/803100, ფაქსი: 13/803424
წარმომადგენლობა რუსეთის ფედერაციაში, მომხმარებლების პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია:
129272, ქ.მოსკოვი, ტრიფონოსვკის ქუჩა, სახლი 45ბ. ტელ. (495) 221-70-40, ფაქსი: 221-70-46.