დიკლოვიტი 50მგ #10სუპოზ(ნიჟფ.)

დიკლოვიტი
რექტალური სუპოზიტორები


სავაჭრო სახელწოდება: დიკლოვიტი
საერთაშორისო დაუპატენტებელი სახელწოდება: დიკლოფენაკი
შემადგენლობა:
ერთი სუპოზიტორია შეიცავს – 50 მგ ნატრიუმის დიკლოფენაკს და ფუძეს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილდამაყუჩებელი, სიცხის დამწევი მოქმედება.
ანთებითი მოვლენების შემცირების შედეგად ავლენს ტკივილდამაყუჩებელ ეფექტს .
რევმატული დაავადებების დროს პრეპარატის გავლენით მცირდება ტკივილები სახსრებში მშვიდ მდგომარეობასა და მოძრაობაში. თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას.
რექტალური შეყვანის შემდეგ პრეპარატი სისხლში შეიწოვება 30 წუთის შემდეგ.

ჩვენებები
სახსრების ანთებითი და დეგენერაციული დაავადებანი: რევმატოიდული ართრიტი, ანკილოზირული სპონდილოართრიტი (ბექტერევის დაავადერა), რეიტერის დაავადება, ოსტეართროზი, ფსორიაზული ართრიტი, პოდაგრა.
რბილი ქსოვილების მექანიკური დაზიანებები – ბურსიტი, ტენდოვაგინიტი, სინოვიტი
ნერვული სისტემის დაავადებანი – პერიართრიტი, ლუმბაგო, ლუმბალგია, ნევრალგია, მიალგია.
გინეკოლოგიური დაავადებანი – პირველადი დისმონორეა, ადნექსიტი, პერიმეტრიტი;
ფებრილური მდგომარეობა ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების ინფექციურ-ანთებითი დაავადებებისას;
ანთება, ტკივილი, ტრიზმი, შეშუპება სტომატოლოგიური, ორთოპედიული, გინეკოლოგიური და სხვა ჩარევების შედეგად.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება და იშვიათად იწვევს გვერდით მოვლენებს.
თუმცა, შესაძლებელია (განსაკუთრებით, მკურნალობის დასაწყისში) დისპეპსური მოვლენები, დიარეა, სიმძიმე ეპიგასტრიაში, ძილიანობა, თავის ტკივილები და მსუბუქი თავბრუსხვევა. აღნიშნული მოვლენები, ჩვეულებრივ ,დამოუკიდებლად გაივლის. იშვიათ შემთხვევებში_მსხვილი ნაწლავის ლორწოვან გარსზე ადგილობრივი გაღიაზიანება.

უკუჩვენებები:
კუჭის ან 12-გოჯა ნაწლავის წყლული, ჰემორაგიული კოლიტი, ბუასილის გამწვავება, გაურკვეველი ეტიოლოგიის სისხლის წარმოშობის დარღვევა, მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა ნატრიუმის დიკლოფენაკის, ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ, ორსულობის III ტრიმესტრი, საბავშვო ასაკი (15 წლამდე).


სიფრთხილის ზომები
ექიმის განსაკუთრებული დაკვირვებაა საჭირო სუპოზიტორების გამოყენებისას სისხლის მაღალი წნევის ან გულის უკმარისობის დროს, ინდუცირებული პორფირიის, სისტემური ერითემატოზური მგლურას დროს და შერეული კოლაგენოზების, სასუნთქი გზების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების დროს, ასთმის, ცხვირის ლორწოვანი პოლიპების დროს, მოხუცებულობის ასაკში.

განსაკუთრებული მითითებები
იმასთან დაკავშირებით, რომ პრეპარატის მიღებისას შესაძლებელია ისეთი გვერდითი მოვლენების წარმოშობა, როგორიცაა თავბრუხვევა და დაღლილობის შეგრძნება, ცალკეულ შემთხვევებში ადგილი აქვს ავტომობილის ან სხვა მოძრავი მექანიზმების მართვის უნარის დაქვეითებას. ეს მოვლენები პრეპარატთან ძლიერდება ალკოჰოლის ერთდროული მიღებისას.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
დიკლოვიტის ერთდროული გამოყენებით დიგოქსინთან, ფენიტოინთან ან ლითიუმის პრეპარატებთან იზრდება ამ სამკურნალო საშუალებების შემცველობის დონე პლაზმაში.
დიურეტიკებთან და ჰიპოტენზიურ საშუალებებთან ასუსტებს ამ საშუალებების მოქმედებას. კალიუმიშემნახველ დიურეტიკებთან იწვევს ჰიპერკალიემიას;
სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ან გლუკოკორტიკოიდებთან ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი მოვლენების წარმოშობის რისკს;
აცეტილალიცილის მჟავასთან ამცირებს დიკლოფენაკის კონცენტრაციის დონეს სისხლის შრატში;
ციკლოსპორინთან შეიძლება გამოიწვიოს ამ უკანასკნელის ტოქსიკური ზემოქმედება თირკმელებზე.
დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებებთან შეიძლება გამოიწვიოს ჰიპო- ან ჰიპერგლიკემია. ამგვარი კომბინაციისას აუცილებელია სისხლში შაქრის დონის კონტროლი.
მეტოტრექსატთან 24 საათის განმავლობაში მის მიღებამდე ან მიღების შემდეგ შეიძლება ადგილი ჰქონდეს მეტოტრექსატის კონცენტრაციის ზრდას და მისი ტოქსიკური ეფექტის გაძლიერებას.
ანტიკოაგულანტებთან აუცილებელია სისხლის შედედების რეგულარული კონტროლი.

მიღების წესი და დოზირება
სუპოზიტორები ამოიღეთ კონტურული შეფუთვიდან მაკრატლის საშუალებით და შეიყვანეთ სუპოზიტორი სწორ ნაწლავში, რის შემდეგაც ლოგინში უნდა იმყოფებოდეს 20-30 წუთის განმავლობაში. 1 სუპოზიტორია დღე-ღამეში 2-ჯერ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არის 150 მგ დღე-ღამეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას ნიშნავს ექიმი დაავადების სიმძიმის მიხედვით.

გამოშვების ფორმა
სუპოზიტორიები, რომლებიც შეიცავენ 50 მგ (0,05გ) ნატრიუმის დიკლოფენაკს. 5 ცალი კონტურულ შეფუთვაში.

შენახვის პირობები
ინახება გრილ, სინათლისაგან დაცულ ადგილას. ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
2 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის
გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი: ღია სააქციო საზოგადოება “ნიჟფარმი”, რუსეთი, ქ. ნიჟნი ნოვგოროდი.