დილატრენდი 25მგ #30ტ

დილატრენდი
DILATREND


გენერიული დასახელება:
carvedilol

შემადგენლობა:

1 ტაბლეტი შეიცავს:
კარვედილოლი 6,25 მგ; 12,5 მგ; 25 მგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ბეტა1-, ბეტა2- და ალფა1-ადრენორეცეპტორების ბლოკატორი

ფორმა:

6,25 მგ; 12,5 მგ; 25 მგ ტაბლეტები

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კარვედილოლს გააჩნია კომბინირებული არასელექტიური ბეტა-მაბლოკირებელი, ალფა1- მაბლოკირებელი და ანტიოქსიდანტური მოქმედება. მისი სისხლძარღვების გამაფართოვებელი ეფექტი განპირობებულია ალფა1-რეცეპტორების ბლოკადით. სისხლძარღვების გაფართოვების ხარჯზე, კარვედილოლი ამცირებს პერიფერიულ წინააღმდეგობას. ამის გარდა, ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკადით, იგი ამცირებს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის აქტივობას. პლაზმის რენინის აქტივობა მცირდება, ხოლო სითხის შეკავება აღინიშნება იშვიათად. კარვედილოლს არ გააჩნია შინაგანი სიმპატომიმეტური აქტივობა და პროპრანოლოლის მსგავსად მას ახასიათებს მემბრანომასტაბილიზირებელი თვისებები. კარვედილოლი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც ამცირებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას. კარვედილოლის ალფა- და ბეტა-მაბლოკირებელი თვისებების კომბინირება იწვევს შემდეგ მოქმედებას:
ავადმყოფებში არტერიული ჰიპერტენზიით, არტერიული წნევის შემცირება არ ხასიათდება საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის მომატებით, რაც აღინიშნება "სუფთა" ბეტა-ბლოკატორების გამოყენებით. ამავე დროს გულის ცემის სიხშირე მცირდება, თირკმელების სისხლის მიმოქცევის და ფუნქციის შენარჩუნებით, პერიფერიული სისხლის მიმოქცევის ცვლილებების გარეშე. ამიტომ, კიდურების გაციების შეგრძნება (რაც ხშირად ახასიათებს ბეტა-ბლოკატორებით მკურნალობას) აღინიშნება იშვიათად.
ავადმყოფებში გულის იშემიური დაავადებით, კარვედილოლს ახასიათებს იშემიის საწინააღმდეგო და ანტიანგინალური ეფექტი, რომელიც შენარჩუნებულია ხანგრძლივი გამოყენებისას. ჰემოდინამიკის შესწავლამ პრეპარატის ერთჯერადი გამოყენებისას გამოავლინა, რომ კარვედილოლი ამცირებს პრე და პოსტდატვირთვას.
ავადმყოფებში მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დარღვევით ან სისხლის მიმოქცევის უკმარისობით, კარვედილოლი დადებითად მოქმედებს ჰემოდინამიკურ მაჩვენებლებზე. იგი აუმჯობესებს განდევნის ფრაქციას და ამცირებს მარცხენა პარკუჭის ზომებს.
პრეპარატის გამოყენებისას მაღალი და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შეფარდება რჩება ნორმალური, ხოლო ელექტროლიტების კონცენტრაცია შრატში არ იცვლება.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა და განაწილება.
კარვედილოლი პერორალური მიღების შემდეგ, განიცდის სწრაფ აბსორბციას. მისი მაქსიმალური კონცენტრაცია შრატში აღინიშნება 1 საათის შემდეგ. მისი აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 25%-ს. საჭმლის მიღება მასზე არ მოქმედებს, თუმცა პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო მატულობს. ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას, პრეპარატის ბიოშეღწევადობა მატულობს 80%-ით, ღვიძლში პირველი გავლის ეფექტის შემცირების გამო. კარვედილოლის 98-99% უკავშირდება პლაზმის ცილებს. იგი ლიპოფილურია, მისი მოცულობის
განაწილება შეადგენს დაახლოებით 2ლ/კგ-ზე, რომელიც მატულობს ავადმყოფებში ღვიძლის ციროზით. ხანგრძლივი თერაპიის დროს, კარვედილოლის კუმულაცია ნაკლებად სავარაუდოა.
მეტაბოლიზმი:
ექსპერიმენტში და, ასევე, ადამიანებში კვლევის დროს, კარვედილოლი განიცდის გამოხატულ მეტაბოლიზმს რიგი მეტაბოლიტების წარმოქმნით. "ღვიძლში პირველი გავლის ეფექტი" პრეპარატის პერორალური მიღებისას შეადგენს 60-75%-ს. ფენოლური რგოლის დიმეთილირების და ჰიდროქსილირების შედეგად წარმოიქმნება 3 მეტაბოლიტი ბეტა-მაბლოკირებელი აქტივობით,რომელიც  4-ჰიდროქსიფენოლურ მეტაბოლიტს 13-ჯერ უფრო ძლიერად აქვს გამოხატული, ვიდრე კარვედილოლს. 3 აქტიურ მეტაბოლიტს გააჩნია უფრო სუსტი ვაზოდილატაციური თვისებები,
ვიდრე კარვედილოლს. ადამიანში მათი კონცენტრაცია 10-ჯერ ნაკლებია, ვიდრე საწყისი ნივთიერების კონცენტრაცია. კარვედილოლის ორ ჰიდროქსიკარბაზოლურ მეტაბოლიტს გააჩნია ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები და მათი აქტივობა, ამ მხრივ, 30-80-ჯერ აღემატება კარვედილოლის იგივე თვისებებს.

ჩვენება:

ესენციური ჰიპერტენზია (მონო- და კომბინირებული თერაპიის სახით, განსაკუთრებით თიაზიდურ დიურეზულ საშუალებებთან);
-სტაბილური და არასტაბილური სტენოკარდია, გულის უმტკივნეულო იშემია, მარცხენა პარკუჭის იშემიური დისფუნქცია;
-მსუბუქი, ზომიერი და მძიმე იშემიური და კარდიომიოპათიური გენეზის სისხლის მიმოქცევის უკმარისობა კომბინაციაში დიგიტალისის პრეპარატებთან, დიურეზულ საშუალებებთან და აგფინჰიბიტორებთან.

წინააღმდეგჩვენება:

-მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის და მასში შემავალი კომპონენტების მიმართ;
-გულის დეკომპენსირებული უკმარისობა (IV კლასი NYHA მიხედვით), რომელიც საჭიროებს პრეპარატების ინტრავენურ შეყვანას დადებითი ინოტროპული ეფექტით;
-ფილტვების ობსტრუქციული ქრონიკული დაავადებები ბრონქოსპასტიური კომპონენტით;
-ბრონქული ასთმა;
-ატრიოვენტრიკულური ბლოკადა II და III ხარისხის;
-გამოხატული ბრადიკარდია;
-გამოხატული არტერიული ჰიპოტონია (სისტოლური არტერიული წნევა <85მმ ვწყ. სვ.);
-კარდიოგენური შოკი;
-ღვიძლის დაზიანების კლინიკური მანიფესტაცია.

დოზირება და მიღების წესი:

ესენციური ჰიპერტენზია:
მოზრდილებში რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 12,5მგ-ს ერთხელ დღეში პირველი ორი დღის განმავლობაში, შემდგომში _ 25მგ-ს ერთხელ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში დოზა იზრდება ორ კვირიანი ინტერვალით და აღწევს მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას _ 50მგ-ს ერთხელ დღეში (ან გაყოფილი ორ მიღებაზე). მოხუცებულ ავადმყოფებში რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 12,5მგ-ს ერთხელ დღეში, რაც ზოგიერთ ავადმყოფებში განაპირობებს საკმარის ეფექტს. აუცილებლობის შემთხვევაში დოზა იზრდება ორ კვირიანი ინტერვალით და აღწევს მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას _ 50მგ-ს ერთხელ დღეში.
სტენოკარდია:
მოზრდილებში რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 12,5მგ-ს პირველი ორი დღის განმავლობაში, შემდგომში _ 25მგ-ს 2-ჯერ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში დოზა იზრდება ორ კვირიანი ინტერვალით და აღწევს მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას _ 100მგ-ს გაყოფილს ორ მიღებაზე.
მოხუცებულ ავადმყოფებში უმაღლესი დღეღამური დოზა შეადგენს 50მგ-ს, გაყოფილს 2 მიღებაზე დღეში.
გულის უკმარისობა:
დოზის შერჩევა წარმოებს ინდივიდუალურად, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ავადმყოფებში, რომლებიც იღებდნენ დიგიტალისის პრეპარატებს, დიურეზულ საშუალებებს და აგფ-ინჰიბიტორებს, საჭიროა კარვედილოლით მკურნალობის დაწყებამდე მათი დოზების სტაბილიზირება.
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 3,125მგ-ს 2 ჯერ დღეში ორი კვირის განმავლობაში.
პრეპარატის კარგი ამტანობის შემთხვევაში, დოზა იზრდება ორ კვირიანი ინტერვალით 6,25მგ-მდე 2 ჯერ დღეში, შემდგომში _ 25მგ-მდე 2 ჯერ დღეში. დოზა იზრდება ავადმყოფის მიერ მაქსიმალურად ასატან დოზამდე. ავადმყოფებში, 85კგ-ზე ნაკლები სხეულის წონით, მაქსიმალური დოზა შეადგენს 25მგ-ს 2 ჯერ დღეში, პაციენტებში- სხეულის წონით >85კგ _ 50მგ 2 ჯერ დღეში.
დოზის მომატების წინ საჭიროა პაციენტის გამოკვლევა გულის უკმარისობის სიმპტომების და ვაზოდილატაციის გაზრდის შესაფასებლად. გულის უკმარისობის ტრანზიტორული მომატების ან სითხის შეკავების შემთხვევაში, საჭიროა დიურეზული საშუალებების დოზის მომატება, თუმცა ხანდახან საჭიროა კარვედილოლის დოზის შემცირება ან მისი მიღების დროებითი შეწყვეტა. თუ პრეპარატით მკურნალობა შეწყდა ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, მკურნალობის აღდგენა წარმოებს დოზით 3,125მგ 2 ჯერ დღეში, შემდგომში დოზის შერჩევა ხორციელდება ზემოთ მოყვანილი რეკომენდაციების მიხედვით. ჰიპოტენზიის სიმპტომების ლიკვიდაცია შესაძლებელია დიურეზული საშუალებების დოზის შემცირებით. თუ სიმპტომები შენარჩუნებულია, საჭიროა აგფინჰიბიტორების (თუ ავადმყოფი იღებს ამ პრეპარატებს) დოზის შემცირება, ხოლო შემდგომ, აუცილებლობის შემთხვევაში, _ კარვედილოლის დოზის შემცირება. ასეთ შემთხვევაში, კარვედილოლის დოზა არ იზრდება, სანამ გულის უკმარისობის მომატებული სიმპტომები ან ჰიპოტენზია არ განიცდის სტაბილიზაციას.
კარვედილოლით მკურნალობა წარმოებს ხანგრძლივად. სხვა ბეტა-ბლოკატორების მსგავსად, დაუშვებელია მისი მკვეთრად მოხსნა. პრეპარატის მოხსნა წარმოებს თანდათანობით (1-2 კვირის განმავლობაში), დოზის შემცირებით 1/5-ით ყოველ 3 დღეში ერთხელ.
დილატრენდის ტაბლეტის მიღება წარმოებს წყლის საკმარისი რაოდენობის მიყოლებით. არ არის აუცილებელი პრეპარატის მიღება დაემთხვეს საჭმლის მიღებას, თუმცა გულის უკმარისობის დროს უმჯობესია მისი მიღება ჭამის დროს, რაც ხელს უწყობს შეწოვის შენელებას და ამით მცირდება ორთოსტატული რეაქციების რისკი.
დოზირება განსაკუთრებულ შემთხვევაში:
ვინაიდან, თირკმლის უკმარისობა პრეპარატის ფარმაკოკინეტიკაზე არ ახდენს გავლენას, ასეთ ავადმყოფებში კარვედილოლის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

გვერდითი მოვლენები:

გვერდითი მოვლენების ხასიათი კარვედილოლით არტერიული ჰიპერტენზიის და სტენოკარდიის მკურნალობისას იგივეა, რაც გულის უკმარისობის დროს, მხოლოდ მათი სიხშირე ნაკლებია.
ცენტრალური ნევრული სისტემა: ხანდახან _ თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სისუსტე, რომლებიც ნაკლებად გამოხატულია და უფრო ხშირად აღინიშნება მკურნალობის დასაწყისში. იშვიათად _ დეპრესია, ძილის დარღვევა, პარესთეზიები.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ხანდახან _ ბრადიკარდია, ორთოსტატული ჰიპოტონია, იშვიათად _ გულის წასვლა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში. იშვიათად _ პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა (კიდურების გაცივების შეგრძნება), ხანგამოშვებითი კოჭლობის სიმპტომების ან რეინოს სინდრომის გამწვავება, შეშუპება. ცალკეულ შემთხვევაში _ ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, გულის უკმარისობის პროგრესირება.
სასუნთქი სისტემა: ხანდახან _ ცხვირის ცემინება, სურდო, მიდრეკილ ავადმყოფებში _ ასთმა, ქოშინი.
კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: ხანდახან _ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები (გულისრევა, მუცლის ტკივილი, დიარეა), იშვიათად _ ყაბზობა, ღებინება.
კანი: იშვიათად _ ალერგიული ეკზანთემა, ურტიკარია, ქავილი, გამონაყარი- წითელი ბრტყელი ლიქენის ტიპის, არსებული ფსორიაზული ელემენტების გამწვავება ან გამოვლენა.
სისხლის სისტემა; ცალკეულ შემთხვევაში _ თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია.
ნივთიერებათა ცვლის დარღვევა: ცალკეულ შემთხვევაში _ ტოლერანტობის შემცირება გლუკოზის მიმართ, ჰიპოგლიკემიის დროს კონტრინსულარული ჰორმონების სეკრეციის დარღვევა, ავადმყოფებში გულის უკმარისობით _ სხეულის წონის მომატება, ჰიპერქოლესტერინემია.
სხვა: კიდურების ტკივილი, იშვიათად _ პირის სიმშრალე, შარდვის გაძნელება, იმპოტენცია, მხედველობის დარღვევა და კონიუნქტივიტი, ცრემლდენის დარღვევა, ავადმყოფებში გულის უკმარისობით, სისხლძარღვოვანი პათოლოგიით და თირკმლის ფუნქციის დარღვევით, შესაძლებელია თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, იშვიათად _ თირკმლის უკმარისობა.
ლაბორატორიული ანალიზები: ცალკეულ შემთხვევაში _ შრატისმიერი ტრანსამინაზების აქტივობის მომატება.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები:

პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის ავადმყოფებში დადგენილი არ არის. როგორც სხვა არასელექტიურ ბეტა-ბლოკატორებს, კარვედილოლს შეუძლია გამოიწვიოს ტკივილის პროვოცირება ავადმყოფებში პრინცმეტალის სტენოკარდიით. არ არის ამ პრეპარატის დანიშვნის გამოცდილება ამ ავადმყოფებში, თუმცა პრეპარატის ალფა- მაბლოკირებელ ეფექტს შეუძლია ხელი შეუშალოს ამგვარ სიმპტომატიკას, ასეთ შემთხვევაში კარვედილოლი ინიშნება სიფრთხილით.
კარვედილოლმა შეიძლება გამოიწვიოს ბრადიკარდია. გულის- ცემის სიხშირის შემცირებისას 55-ის ქვემოთ, საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში ლაბილური მეორადი არტერიული ჰიპერტენზიით, ვინაიდან მისი გამოყენების გამოცდილება ასეთ ავადმყოფებში არასაკმარისია.
ავადმყოფებში გულის უკმარისობით, რომლებიც იღებდნენ დიგიტალისის პრეპარატებს, დიურეზულ საშუალებებს ან აგფ-ინჰიბიტორებს, კარვედილოლი ინიშნება სიფრთხილით, ვინაიდან იგი, ისევე როგორც სათითურას პრეპარატები, ანელებს ატრიოვენტრიკულურ გამტარობას.
კარვედილოლის დოზის შერჩევისას ავადმყოფებში გულის უკმარისობით შეიძლება აღინიშნოს გქუ-ის სიმპტომოკომპლექსის გაუარესება და სითხის შეკავება. ასეთ შემთხვევაში იზრდება დიურეზული საშუალებების დოზა, ხოლო კარვედილოლის დოზას არ ზრდიან ავადმყოფის კლინიკური მდგომარეობის სტაბილიზაციამდე. ხანდახან კარვედილოლის დოზა მცირდება ან პრეპარატის მიღება დროებით წყდება. თუმცა, ამგვარი სიტუაცია არ გამორიცხავს კარვედილოლის საჭირო დოზის შერჩევას მომავალში.
კარვედილოლის ერთდროული დანიშვნისას ვერაპამილის ან დილთიაზემის ტიპის კალციუმის ანტაგონისტებთან და, ასევე, I კლასის ანტიარითმიულ პრეპარატებთან, აუცილებელია არტერიული წნევის და ეკგ-ს მუდმივი მონიტორინგი. კარვედილოლით მკურნალობისას აღნიშნული პრეპარატები
ინტრავენურად არ ინიშნება.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში პერიფერიული სისხლძარღვების პათოლოგიით, ვინაიდან ბეტა-ბლოკატორები აძლიერებენ არტერიული უკმარისობის და რეინოს სინდრომის სიმპტომებს.
ავადმყოფებში, ფილტვების ობსტრუქციული ქრონიკული დაავადებებით და ბრონქოსპასტიური მდგომარეობით, რომლებიც არ იღებდნენ პერორალურ ან საინჰალაციო ასთმის საწინააღმდეგო პრეპარატებს, კარვედილოლი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებლიანობა აღემატება პოტენციურ რისკს. ბრონქოსპაზმის მიმართ მიდრეკილების შემთხვევაში, კარვედილოლით მკურნალობის დროს სასუნთქი გზების წინააღმდეგობის მომატების შემთხვევაში, შესაძლებელია განვითარდეს დისტრეს-სინდრომი. პრეპარატით მკურნალობის დაწყებისას საჭიროა ამ ავადმყოფებზე მეთვალყურეობა, დოზის შემცირებით ბრონქოსპაზმის განვითარების შემთხვევაში.
ავადმყოფებში, რომლებსაც აღენიშნებათ მძიმე ალერგიული რეაქციები ან გადიან დესენსიბილიზაციის კურსს, კარვედილოლს შეუძლია გამოიწვიოს მგრძნობელობის მომატება ალერგენების მიმართ და გააძლიეროს ალერგიული რეაქციები.
ავადმყოფებში, რომლებიც ადრე, ბეტა-ბლოკატორების გამოყენების დროს, აღნიშნავდნენ ფსორიაზის გამწვავებას, პრეპარატი ინიშნება მხოლოდ მოსალოდნელი სარგებლიანობის და პოტენციური რისკის განსაზღვრის შემდეგ.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში შაქრიანი დიაბეტით, ვინაიდან მას შეუძლია გამოიწვიოს ჰიპოგლიკემიის სიმპტომების მასკირება ან შემცირება (განსაკუთრებით ტაქიკარდიის), ამიტომ კარვედილოლით მკურნალობის დაწყებისას აუცილებელია სისხლში შაქრის შემცველობის ხშირი თვითკონტროლი და აუცილებლობის დროს შაქრის შემამცირებელი პრეპარატების დოზის კორექცია.
როგორც სხვა ბეტა-ბლოკატორები, კარვედილოლი ამცირებს თირეოტოქსიკოზის სიმპტომების გამოხატულებას. ავადმყოფებში ფეოქრომოციტომით ნებისმიერი ბეტა-ბლოკატორის დანიშვნის წინ აუცილებელია ალფა-ბლოკატორების დანიშვნა. თუმცა, კარვედილოლს გააჩნია როგორც ბეტა-, ასევე ალფა-მაბლოკირებელი თვისებები. მისი გამოყენების გამოცდილება ასეთ ავადმყოფებში არ არსებობს, ამიტომ პრეპარატის დანიშვნა წარმოებს სიფრთხილით.
სიფრთხილეა საჭირო ზოგადი ანესთეზიის ჩატარების შემთხვევაში.
ავადმყოფებმა, რომლებიც იყენებენ კონტაქტურ ლინზებს, უნდა გაითვალისწინონ ცრემლდენის
შემცირების შესაძლებლობა.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:

კარვედილოლის გამოყენების გამოცდილება ორსულებში არ არსებობს. კვლევამ რეპროდუქციული ასაკის ცხოველებზე, პრეპარატის მიმართ ტერატოგენული ეფექტი არ გამოავლინა. ბეტაბლოკატორები ამცირებენ პლაცენტის პერფუზიას, რაც იწვევს ნაყოფის დაღუპვას ან ნაადრევ
მშობიარობას. ამას გარდა, ნაყოფს ან ახალშობილს აღენიშნება არასასურველი მოვლენები (კერძოდ, ჰიპოგლიკემია, ბრადიკარდია, გართულებები გულის და ფილტვების მხრივ).
კარვედილოლი ორსულობის დროს ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელისარგებლიანობა აღემატება პოტენციურ რისკს.
კარვედილოლი და მისი მეტაბოლიტები გადადიან დედის რძეში, ამიტომ მისი მიღება ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.

პრეპარატის ზემოქმედება ყურადღების კონცენტრაციაზე:

ინდივიდუალური რეაქცია პრეპარატზე შესაძლოა გამოვლინდეს მისი ზემოქმედებით სიფხიზლეზე, რაც განსაკუთრებით ვლინდება მკურნალობის დაწყებისას ან მისი დოზის შეცვლისას, ასევე, კარვედილოლის ერთდროული გამოყენებისას ალკოჰოლთან.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

როგორც სხვა ბეტა-ბლოკატორები, კარვედილოლს შეუძლია გამოიწვიოს მასთან ერთად მიღებული ანტიჰიპერტენზიული საშუალებების მოქმედების პოტენცირება, რომლებსაც ჰიპოტენზიური ეფექტი გააჩნიათ გვერდითი მოვლენის სახით.
კარვედილოლის და დილთიაზემის ერთდროული დანიშვნისას აღინიშნება გულში გამტარიანობის დარღვევა, კერძოდ, ჰემოდინამიკური ცვლილებებით.
თუ დაგეგმილია კარვედილოლის და კლონიდინის კომბინირებული თერაპიის შეწყვეტა, პირველად იხსნება კარვედილოლი, რამდენიმე დღით ადრე კლონიდინის დოზის თანდათანობითი შემცირების დაწყებამდე.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ ღვიძლის მიკროსომული ოქსიდაზების ინდუქტორებს, მაგალითად, რიფამპიცინს (ამ დროს კარვედილოლის კონცენტრაცია შრატში მცირდება), ან მიკროსომული ოქსიდაზების ინჰიბიტორებს, მაგალითად, ციმეტიდინს (კარვედილოლის შრატისმიერი კონცენტრაცია მატულობს).
კარვედილოლის და დიგოქსინის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ატრიოვენტრიკულური გამტარობის შენელება. ამის გარდა, დიგოქსინის (ასევე დიგიტოქსინის) წონასწორული მინიმალური კონცენტრაცია ავადმყოფებში არტერიული ჰიპერტენზიით მატულობს 16%-ით. კარვედილოლით მკურნალობის დაწყებისას, დოზის შეცვლის და/ ან მისი მოხსნის შემთხვევაში, საჭიროა პლაზმაში დიგოქსინის და დიგიტოქსინის კონცენტრაციის მუდმივი მონიტორინგი.
ნარკოზის დროს ყურადღება უნდა მიექცეს კარვედილოლის და ზოგიერთი ზოგადი საანესთეზიო საშუალებების სინერგისტულ უარყოფით ინოტროპულ მოქმედებას.
კარვედილოლი აძლიერებს ინსულინის და სხვა პერორალური ჰოპოგლიკემიური პრეპარატების მოქმედებას.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: მკვეთრი არტერიული ჰიპოტონია, ბრადიკარდია, გულის უკმარისობა, კარდიოგენული შოკი, გულის გაჩერება, შესაძლებელია სუნთქვის დარღვევა, ბრონქოსპაზმი, ღებინება, ცნობიერების დაბინდვა, გენერალიზებული კრუნჩხვები.
მკურნალობა: საჭიროა ყველა სასიცოცხლო მაჩვენებლების მუდმივი მონიტორინგი. აუცილებლობის შემთხვევაში _ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.
შესაძლოა შემდეგი ღონისძიებების გამოყენება:
1) გამოხატული ბრადიკარდიის დროს _
ინტრავენურად 0,5-2მგ ატროპინი;
2) გულ-სისხლძარღვთა ტონუსის შენარჩუნებისათვის _
ინტრავენურად ნაკადურად 1-10მგ გლუკაგონი, შემდეგ 2-5მგ/საათში ინფუზიის სახით;
3)
ადრენომიმეტური საშუალებები (დობუტამინი, იზოპრენალინი, ორციპრენალინი ან ადრენალინი) სხვადასხვა დოზებით ავადმყოფის სხეულის წონის და ეფექტურობის მიხედვით. თუ კლინიკურ სურათში ჭარბობს ჰიპოტონია, შეყავთ ადრენალინი.
მკურნალობის მიმართ რეზისტენტული ბრადიკარდიის დროს იყენებენ რითმის ხელოვნურ მატარებელს.
ბრონქოსპაზმის დროს შეყავთ ბეტა2-ადრენომიმეტური საშუალება აეროზოლის სახით (არაეფექტურობის დროს _ ინტრავენურად) ან ამინოფილინი ინტრავენურად. კრუნჩხვების დროს შეყავთ ნელა, ინტრავენურად, დიაზეპამი ან კლონაზეპამი.
მძიმე, ჭარბი დოზირების შემთხვევაში, შოკის სომპტომატიკით, შემანარჩუნებელი თერაპია გრძელდება ხანგრძლივად, ვინაიდან შესაძლებელია კარვედილოლის ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივება.

შენახვის ვადა:

6,25 მგ ტაბლეტები _ 3 წელი;
12,5 მგ ტაბლეტები _ 4 წელი;
25 მგ ტაბლეტები _ 5 წელი.
დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება

შენახვის პირობები:

ვინაიდან ტაბლეტების ფერი სინათლის ზემოქმედებისას იცვლება, რეკომენდებულია მათი შენახვა დახურულ ყუთებში.
არა უმეტეს 30ºC. სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

შეფუთვა:

10 ტაბლეტი ბლისტერში, შეფუთვაში 30, 100 ტაბლეტი
გაიცემა ექიმის რეცეპტით

F. HOFFMANN-LA ROCHE LTD,