დიოსვენი 450მგ+50მგ #60ტ

დიოსვენი  ტაბ N 60 (Generica)

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

კაპილარების კედლის გამტარობის შემამცირებელი პრეპარატები; ვენოტონური და ანგიოპროტექტორული საშუალება;

შემადგენლობა: ერთი აბი  შეიცავს მიკრონიზირებულ ბიოფლავონოიდებს : დიოსმინი 450 მგ; ჰესპერიდინი 50 მგ; დიოსმინი და ჰესპერიდინი მიეკუთვნება ბიოფლავონოიდებს , რომლებიც ცუდად ხსნადია და შესაბამისად კარგად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. პრეპარატში არსებული მათი მიკრონიზირებული ფორმები  არის ძალიან ეფექტური მეთოდი, რომ გადაილახოს ეს საკითხი. ნაწილაკების ზომის შემცირებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის ფართობთან შემადგენელი ნაწილების კონტაქტი იზრდება და  შესაბამისად მათი შეწოვა უმჯობესდება.

ჩვენებები:

ქვედა კიდურების ქრონიკული ვენური უკმარისობის  მკურნალობა: ქვედა კიდურებში ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება...

მწვავე ჰემოროიდულ კრიზთან დაკავშირებული ფუნქციონალური სიმპტომების მკურნალობა;

მიღების წესი და დოზირება: მიიღება 1 აბი 1 ჯერ დღეში საკვების მიღების დროს, წყლის მიყოლებით.

გამოშვების ფორმა60 აბი                                                                                                                                                           

აფთიაქიდან  გაცემის  პირობა: III ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: რეცეპტის გარეშე). 

შენახვის პირობები: მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე;

მწარმოებელი: GENERICA spol. sr.o., Vrbovská 39,Piešťany, Slovakia .