დოლობენე გელი
(Dolobene)
წამლის ფორმა: გელი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: კომბ. პრეპარატი; ჰეპარინ ნატრიუმი, დექსპანთენოლი, დიმეთილსულფოქსიდი.
აღწერილობა: პრეპარატი წარმოადგენს გამჭვირვალე, უფერო, ჰომოგენურ გელს დამახასიათებელი სურნელით.
შემადგენლობა: 100გ გელი შეიცავს 0,227-0,417გ ჰეპარინ ნატრიუმს (50000 სე); 2,500გ დექსპანთენოლს; 16,660გ დიმეთილსულფოქსიდს 10% H20; (რომელიც შეესაბამება 15,000 გ დიმეთილსულფოქსიდს).
დამხმარე საშუალებები: პოლიაკრილის მჟავა, ტრომეტამოლი, კრემოფორი, იზოპროპანოლი, როზმარინის ზეთი, მაღალმთიანი ფიჭვის ზეთი, ციტრონელის ზეთი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტი, ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი შემდეგი კომპონენტებით.: დიმეთილსულფოქსიდი, ჰეპარინ ნატრიუმი და დექსპანთენოლი. დიმეთილსულფოქსიდს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციური და ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. იგი აღწევს ბიოლოგიურ მემბრანაში, მათ შორის კანში იგი ხელს უწყობს მასთან ერთად გამოყენებული საშუალებების ქსოვილებში კარგ და შედარებით ღრმად შეღწევას. ჰეპარინი ქსოვილებში ბიოგენური ამინების ინაქტივაციის გამო ავლენს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, აუმჯობესებს სისხლის ადგილობრივ ცირკულაციას. ჰეპარინი თრგუნავს ჰიალურონიდაზას მოქმედებას, რაც ხელს უწყობს შემაერთებელი ქსოვილის რეგენერაციის პროცესს. იგი სწრაფად აღწევს კანში, მისი კანის ზედაპირზე დატანებიდან ერთი საათის განმავლობაში ქსოვილებში აღინიშნება ჰეპარინის იმდენივე კონცენტრაცია, რაც 5000სე ჰეპარინის ვენაში შეყვანისას. დექსპანთენოლი ავლენს ანთების საწინააღმდეგო და დერმატოპროტექტულ მოქმედებას, ასტიმულირებს რეგენერაციის პროცესს. შეწოვის შემდეგ იგი მეტაბოლიზდება პანთოტენის მჟავად, რომელიც მოქმედებს ნივთირებათა ცვლის მრავალრიცხოვან პროცესებზე, ვინაიდან წარმოადგენს კოენზიმ A-ს შემადგენელ ნაწილს. ეპითელიზაციისა და გრანულაციის პროცესების გაუმჯობესების ხარჯზე ხელს უწყობს კანის დაზიანებული უბნის რეგენერაციის უნარს.
ჩვენებები: ჰემატომები და რბილი ქსოვილების, კუნთებისა და მყესების ანთებები, ტრავმები, კომპრესია; ნევრალგია; სახსრების ტრავმები დაჭიმულობით; მხრისა და ლავიწის ძვლის პერიართრიტი, მხრის ეპიკონდილიტი (“ჩოგბურთელის იდაყვი”), ტენდინიტები (მყესების ანთება), ტენდოვაგინიტები (მყესების ბუდის ანთება), ბურსიტები (სახსრების ლორწოვანი ჩანთის ანთება); ართრიტები, მადეფორმირებელი ოსტეოართრიტი (პერიარტიკულური ქსოვილების დაზიანების დროს); ზედაპირული თრომბოფლებიტები, ვენური უკმარისობის ფონზე ტროფიკული წყლულები.
წინააღმდეგჩვენება: პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა; ღვიძლის და/ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა; ბრონქული ასთმა; გულ-სისხლძარღვთა სისტემების გამოხატული დარღვევები (მძიმე ფორმის სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, გამოხატული ათეროსკლეროზი); ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი; ბავშვთა ასაკი (5 წლამდე); პრეპარატის გამოყენება ლორწოვან გარსზე (თვალი, ცხვირი და პირი), აგრეთვე ღია ჭრილობაზე ან კანის დაზიანებულ უბანზე (მაგ; დასხივების ან მზის სხივებით გამოწვეული ძლიერი დამწვრობა, ოპერაციის შემდგომი მოუშუშებელი ნაწიბურები) დაუშვებელია.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი: ზოგიერთ ცხოველზე ჩატარებული ექსპერიმენტული კვლევების შედეგად, დადგენილ იქნა დიმეთილსულფოქსიდის ტერატოგენული ეფექტი, ხოლო მისი ორსულებში გამოყენების შესახებ მონაცემები არ არის საკმარისი, რის გამოც დოლობენეს გამოყენება ორსულობის პერიოდში წინააღმდეგნაჩვენებია. დიმეთილსულფოქსიდი აღწევს დედის რძეში, რის გამოც მისი ლაქტაციის პეიოდში გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია.
მიღების წესი და დოზირება: პრეპარატის თხელი ფენა დაიტანება კანის დაზიანებულ ან მტკივნეულ უბანზე (შეშუპება, ანთება), თავიდან უნდა ავიცილოთ მისი დატანება ღია ჭრილობაზე. დაზიანებულ მუხლზე პრეპარატის დატანების მიზნით საჭიროა ტუბიდან 3-4 სმ-ის ოდენობის გელი გამოვდევნოთ. პროცედურას იმეორებენ 2-4-ჯერ დღეში 7-10 დღის განმავობაში, ტკივილის, შეშუპების, ანთების გაქრობამდე. პრეპარატის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში, თუკი არ აღინიშნება სასურველი შედეგი, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატი სწრაფად შეიწოვება კანქვეშ და იგი არ ტოვებს ლაქას თეთრეულზე. მის შემადგენლობაში შემავალი სპირტი (იზოპროპანოლი), გელის დატანების შემდეგ ხელს უწყობს დაზიანებული უბნის გაგრილებას. აღნიშნული ეფექტი ძლიერდება, როდესაც გელი ინახება მაცივარში, აგრეთვე როდესაც იგი მიიღება ცხელ ამინდში. კანის დაზიანებული ზედაპირი წინასწარ უნდა გასუფთავდეს კოსმეტიკისგან, სხვა სამკურნალო და ქიმიური ნივთიერებებისგან. იმ შემთხვევაში როდესაც აუცილებელია ნახვევის დაფიქისრება, საჭიროა დავაყოვნოთ მანამ, სანამ გელი სრულად არ შეიწოვება. პრეპარატის ღია ჭრილობაზე მოხვედრა იწვევს ტკივილს. რაც გამოწვეულია მის შემადგენობაში შემავალი სპირტის არსებობით. დოლობენეს გამოყენება იონოფორეზის დროს დასაშვებია.
სიფრთხილეა საჭირო: ელექტრული დენით მკურნალობა იწვევს კანის გაღიზიანებას. დოლობენეს გამოყენების წინ საგულდაგულოდ უნდა წავიკითხოთ მოწყობილობის ინსტრუქცია, რათა დოლობენეს გამოყენებისას არ გავაძლიეროთ ადგილობრივი რეაქციები. ყურადღება უნდა მიექცეს ელექტროდების სველი ღრუბლით დაფარვას. პრეპარატი წარმოადგენს კარგ კონტაქტურ გელს (ფონოფორეზის) თერაპიის დროს. პრეპარატის მოქმედი ნივთიერებები (დიმეთილსულფოქსიდი და ჰეპარინი) ულტრაბგერითი ტალღის მოქმედებას აძლიერებენ.
გვერდითი მოვლენები: ხშირად აღინიშნება კანის მხრივ ადგილობრივი რეაქციები (სიწითლე, ქავილი და წვის შეგრძნება), რომელიც თავისით ქრება მკურნალობის პროცესში. იშვიათად მოსალოდნელია კანის ზოგადი სახის ალერგიული რეაქციები. ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება ურტიკარია და კვინკეს შეშუპება.
პაციენტებს, რომლებიც იღებენ დოლობენეს იშვიათად შესაძლებელია აღენიშნოთ პირიდან ნივრის სუნი., ზოგიერთებს – გემოს შეგრძნების ცვლილება, რომელიც რამდენიმე წთ-ში ქრება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: ადგილობრივად მოქმედი სხვა საშუალებებისა და დოლობენეს ერთდროული გამოყენება ხელს უწყობს კანქვეშ მათი შეღწევის მკვეთრ გაძლიერებას.
დოლობენესა და სულინდაკის კომბინაციისას მოსალოდნელია მძიმე ტოქსიკური რეაქციის (პერიფერიული ნეიროპათია) განვითარება.
ჭარბი დოზირება: არ მოიპოვება მონაცემები.
გამოშვების ფორმა: ალუმინის #1 ტუბი შეფუთავში.
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოთ.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება 25ºC ტემპერატურაზე სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
მწარმოებელი ფირმა: “Merckle GmbH”, გერმანია