დომინალი 0,5% თვალის წვეთები
სავაჭრო სახელოდება: დომინალი
საერთაშორისო არაპატენტირებული სახელოდება : მოქსიფლოქსაცინი
წამლის ფორმა: 0,5% თვალის წვეთები
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება:
მოქსიფლოქსაცინი - 5 მგ/მლ,
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ქლორიდი, ბორის მჟავა; ედეტატი; ეთანოლი; კონსერვანტი _ ბენზალკონიუმის ქლორიდი 0,005%
აღწერილობა: გამჭვირვალე მომწვანო-მოყვითალო ფერის.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :
ანტიმიკრობული საშუალება, ფტორქინოლინის ჯგუფი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ფტორქინოლინის ჯგუფის ანტიბაქტერიული პრეპარატი. ახდენს ბაქტერიოციდულ მოქმედებას. მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ბაქტერიული II და I ვ ტოპოიზომერაზების ინჰიბირებით, რომელიც იწვევს მიკრობული უჯრედის დნმ-ის სინთეზის დარღვევას. მოქსიფლოქსაცინი ინ ვიტრო აქტიურია მიკროორგანიზმების, ანაერობების, მჟავაგამძლე ბაქტერიების და ატიპიური ფორმების, ისეთი, როგორიცაა Micoplasma, Chlamidia, Legionella, გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების ფართო სპექტრის მიმართ.
მოქსიფლოქსაცინი ეფექტურია B-ლაქტამური და მაკროლიდური ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულ ბაქტერიებთან მიმართებაში .
პრეპარატის მიმართ მგრძნობიარენი არიან:
გრამდადებითი მიკროორგანიზმები: Staphylococcus aureus (მათ შორის მეტიცილინის მიმართ მგრძნობიარე შტამები), Streptococcus pneumoniae (მათ შორის პენიცილინისა და მაკროლიდებისადმი მდგრადი შტამები), Streptococcus pyogenes (A ჯგუფი), Streptococcus milleri, Streptococcus mitior, Streptococcus agalactiae, Staphylococcus hominis, Staphylococcus saprophyticus, Staphylococcus simulans, Corynebacterium diphtheriae.
გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: Haemophillus influenzae (β-ლაქტამაზის მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Haemophillus parainfluenzae, Klebsiella pneumoniae, Moraxella catarrhalis (β-ლაქტამაზების მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Escherichia coli, Enterobacter agglomerans, Enterobacter intermedius, Enterobacter sakazaki, Proteus, vulgaris, Morganella morganii, Providencia rettgeri, Providencia stuartii.
ანაერობული ბაქტერიები: Bacteroides distasonis, Bacteroides eggerhii, Bacteroides fragilis, Bacteroides ovatus, Bacteroides thethaiotaomicron, Bacterroidesnuniformis, Fusobacterium spp, Porphyromonas anaerobius, Porphyromonas asaccharolyticus, Porphyromonas magnus, Provetella spp, Propionbacterium spp, Clostridium perfringens, Clostridium ramonus.
ატიპიური ფორმები: Chlamidia pneumoniae, Microplasma pneumoniae, Legionella pneumoniae, Caxiella burnetti.
გამოყენების ჩვენება:
თვალის ინფექციური დაავადებები მოზრდილებში, რომელიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმების მიერ: ბაქტერიული კონიუქტივიტი.
მიღების წესი და დოზები:
ინსტილაციები თითო წვეთი 3-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.
გვერდითი მოქმედება:
ციებ-ცხელება, გამონაყარი, ფარინგიტი, რინიტი. ძალიან იშვიათად, შესაძლოა პირველი დოზის მიღებისთანავე_ კვინკეს შეშუპება(ანგიონევროზული შეშუპება: ხახის, ხორხისა და სახის);
სასუნთქი გზების ობსტრუქცია, სერიოზული ანაფილაქტიური რეაქციები(წარმოიშვება ძალიან იშვიათად) მოითხოვს სიმპტომატურ თერაპიას კლინიკური სურათის შესაბამისად.
მხედველობის ორგანოების მხრივ: სიმშრალე, დისკომფორტი და ტკივილი თვალების მხრივ, თვალის ჰიპერემია, კონიუქტივისქვეშა სისხლჩაქცევა.
უკუჩვენება:
მაღალი მგრძნობელობა პრეპაარტის და ქინოლინური რიგის სხვა ქიმიოთერაპიული საშუალებების ან ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. პრეპარატის დანიშვნა ბავშვებისა და მოზარდებისათვის რეკომენდებული არ არის. დაუდგენელია პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება ერთ წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
სიფრთხილის ზომები:
პრეპარატისა და სხვა ანტიმიკრობული საშუალებების ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შეუთვისებელი მიკროორგანიზმების, მათ შორის სოკოების რაოდენობის გაზრდა.
ორსულობის, ასევე ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სავარაუდო სამკურნალო ეფექტი აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.
განსაკუთრებული მითითებანი
პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ როგორც თვალის წვეთები.
არა საინექციოდ თვალს შიგნით.
არ უნდა გაკეთდეს კონიუქტივიტის ქვეშ.
გამოყენებამდე მოიშორეთ საკონტაქტო ლინზები.
ჭარბი დოზის მიღება
ჭარბი დოზის მიღებისას საჭიროა თვალების ჩამობანა თბილი წყლით.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას 18 -25º C-ზე ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი. ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი არ გამოიყენება.
აფთიაქიდან გაცემის წესი
რეცეპტით.
გამოშვების ფორმა:
პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონები 10მლ.
მწარმოებელი: Liqvor Pharmaceuticals, სომხეთი.
375078, ქ. ერევანი, მარკარიანის ქ. 6