გეროვიტალი
DR. THEISS GEROVITAL
DR. THEISS GEROVITAL
სარეგისტრაციო ნომერი:
№ ПN011815/01
პრეპარატის სავაჭრო დასახელება:
დოქტორ ტაისი გეროვიტალი
სამკურნალწამლო ფორმა:
ელექსირი
შემადგენლობა:
100 გ. პრეპარატი შეიცავს
აქტიური კომპონენტები: მგ.
რკინა (II) ლაქტატი 25.0
რეტინოლ პალმიტატი 1000 ME/MG 1450ME
ხოლეკალციფეროლი 12,5მკგ
ტოკოფეროლოს აცეტატი 60.0
თიამინის ჰიდროქლორიდი 6.0
პირიდოქსინის ჰიდროქლრიდი 9.0
ნიკოტინამიდი 75.0
აცკორბინის მჟავა 450,0
რიბოფლავინი ნატრიუმის ფოსფატი 9.0
ციანკობალამინი 5.0
დექსპანტენოლი 40.0
კუნელის ნაყოფის ექსტ 80.0
კუნელის ფოთლების და ყვავილების ექსტ. 20
შავბალახას ექსტრატი 50 მგ
დამხმარე კომპონენტები:
მაკროგოლის გლიცერილრიცინოლეატი (კრემოფორ EL), გლიცეროლი, პროპილენგლიკოლი, ბეტა–აპო–კაროტინული ალდეგიდი (მღებავი E160ე), ლიმონმჟავა, ეთანოლი(96%), ბუტილჰიდროქსიანიზოლი, კალიუმის სორბატი, ფორთოხლის არომატიზატორი, მეთილპარაჰიდროკსიბენზოატი, ნატრიუმის სახარინატი, წყალი.
აღწერილობა:
ყვითელი ან ნრინჯისფერ –ყვითელი გამჭვირვალე სითხე, ფორთოხლის არომატით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
მულტივიტამინი
კოდი: ATX – A11AB
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კომბინირებული პრეპარატი, შეიცავს ვიტამინების კომპლექს, რკინას და კუნელის ნაყოფის, ფოთლებისა და ყვავილების ექსტრაქტს. პრეპარატი აღადგენს ვიტამინების და რკინის აბსოლუტურ და შეფარდებით დეფიციტს. მონაწილეობას იღებს ჟანგვა–აღდგენითი პროცესების და ნივთიერებათა ცვლის რეგულაციაში. ახდენს გულ–სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის რეგულაციას, აქვს სედატიური მოქმედება, ასტიმულირებს ჰემოგლობინის სინთეზს.
ჩვენება:
ჰიპოვიტამინოზის პროფილაქტიკა. ხანგრძლივი გადატვირთვისა და დაძაბულობის დროს, იცავს ორგანიზმს ვიტამინების და რკინის დეფიციტისაგან. დაავადების გადატანის შემდგომი და პოსტოპერაციული პერიოდი, ალერგიული დაავადებები. გეროვიტალი ხელს უწყობს შრომისუნარიანობის და სიცოცხლის ხარისხის ამაღლებას. ეფექტურია ფიზიკური და გონებრივი გადაღლილობის დროს. ასაკოვან ადამიანებში გამოიყენება ნივთიერებათა ცვლისა და ზოგადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. ბავშთა ასაკი.
რისკის ჯგუფს შეადგენენ ეპილეფსიით, ალკოჰოლიზმით, ღვიძლის ფუნქციის მოშლით თავის ტვინის სხვადასხვა პათოლოგიით დაავადებული ადამიანები.
მიღების წესი და დოზირება:
ერთი სუფრის კოვზი დღეში 2-ჯერ ჭამამდე ან ჭამის დროს.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლოა ალერგიული რეაქციების განვითარება პრეპარატის კომპონენტებზე.
დოზის გადაჭარბება
რეკომენდებული დოზის დაცვის შემთხვევაში დოზის გადაჭარბება გამორიცხულია.
დოზის გადაჭარბებისას მიმართეთ ექიმს.
მკურნალობა სიმპტომატური.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
რკინა ამცირებს ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკების აბსორბციას. ასკორბინის მჟავა ზრდის სისხლში კონცენტრაციას სალიცილატის, ეთინილესტრადიოლის, ბენზილპენიცილინის და ტეტრაციკლინების.
ანტაციდები ამცირებენ რკინის შეწოვას.
განსაკუთრებული გაფრთხილება:
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას,
ელექსირი შეიცავს 15% ალკოჰოლს, თითოეული მიღებისას პაციენტი იღებს 2,25 გ. ალკოგოლს.
არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება სხვა პოლივიტამინებთან ერთად.
შესაძლებელია შარდის შეღებვა ყვითლად. ის აიხსნება პრეპარატში რიბოფლავინის არსებობით. აღნიშნული მოვლენა ქრება პრეპარატის შეწყვეტისთანავე.
შენახვისას შესაძლებელია ელექსირის შემღვრევა, რაც პრეპარატის ხარისხზე არ მოქმედებს.
გამოყენების წინ ფლაკონი შეანჯღრიეთ.
გამოშვების ფორმა:
ელექსირი 30მლ, 50მლ, 200მლ. მუქი ფერის ფლაკონი.
შენახვის პირობები:
არა უმეტეს +25ºC ტემპერატურაზე.
ბავშვებისაგან დაცულ ადგილას
შენახვის ვადა:
3 წელი
გაიცემა ურეცეპტოდ
მწარმოებელი:
DR. Theiss Naturwaren GmbH
Michelinstr. 10
66424 Homburg- Saar
Germany