ხველების საწინააღმდეგო სიროფი მრავალძარღვათი
DR. THEISS SPITZWEGERICH HUSTENSAVT
DR. THEISS SPITZWEGERICH HUSTENSAVT
შემადგენლობა:
პრეპარატის 100 გ. შეიცავს:
მრავალძარღვას ექსტრაქტი 5გ.
პიტნის ზეთი 0,01გ.
შაქარი 25გ.
ჭარხლის სიროფი 50გ.
კალიუმის სორბატი 0,15გ.
წყალი 19,84გ.
ფორმა:
სიროფი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
მცენარეული წარმოშობის, ხველების საწინააღმდეგო საშუალება.
ფარმაკოდინამიკა:
პრეპარატს ახასიათებს ამოსახველებელი, ანთების საწინააღმდეგო, მუკოლიზური მოქმედება.
ჩვენება:
ზემო სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები, როდესაც აღინიშნება ხველა ნახველის ძნელი გამოყოფით.
წინააღმდეგჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლოა ალერგიული რეაქციების განვითარება პრეპარატის კომპონენტებზე.
დოზირება და მიღების წესი:
ბავშვებში 1 წლიდან 6 წლამდე 1 ჩაის კოვზი 3-4 საათში ერთხელ, არა უმეტეს 4-ჯერ დღეში.
6 წლის ზევით 1-2 ჩაის კოვზი 2-3 საათში ერთხელ, არა უმეტეს 4-ჯერ დღეში.
მოზრდილებში 1 სუფრის კოვზი 2-3 საათში ერთხელ.
გაფრთხილება და გაფრთხილების ზომები:
პრეპარტი შეიცავს საქაროზას, რაც გასათვალისწინებელია დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის. არ შეიძლება ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
არ არის რეკომენდებული სხვა ამოსახველებლებთან ერთად მისი მიღება.
შენახვის ვადა:
3 წელი
შენახვის პირობები:
არა უმეტეს 25ºC.
ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
შეფუთვა:
100მლ. და 250მლ. ხსნარი ფლაკონებში.
გაიცემა ურეცეპტოდ
მწარმოებელი და მისი მისამართი:
DR. Theiss Naturwaren GmbH
Michelinstr. 10
66424 Homburg- Saar
Germany