“ეფკამონის ” მალამო
შემადგენლობა:
ქაფური, მიხაკის ზეთი, მდოგვის ეთერ-ზეთი, ევკალიპტის ზეთი, მენთოლი, მეთილსალიცილატი, წიწაკის ნაყენი, სინთეზური თიმოლი, ქლორალჰიდრატი, დარიჩინის სპირტი, დისტილირებული მონოგლიცერიდები, მყარი პარაფინები და სამედიცინო ვაზელინი.
წარმოადგენს ღია-ყვითელი ფერის მძაფრი სპეციფიური სუნის მოქნე მალამოს.
ფორმა:
მალამო
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ადგილობრივ გამაღიზიანებელი და ტკივილდამაყუჩებელი საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
“ეფკამონის” მალამოს ახასიათებს ტკივილდამაყუჩებელი ეფექტი, რაც დაკავშირებულია მის “გადამტან” მოქმედებასთან. იგი იწვევს კანის ზედაპირული სისხლძარღვების გაფართოვებას, ჰიპერემიას, სითბოს შეგრძნებას და სისხლის მიმოქცევის პროცესის გაუმჯობესებას კანში და კანქვეშა ქსოვილში.
ჩვენება:
“ეფკამონის” მალამოს იყენებენ მწვავე ართრიტის, ინფექციური პოლიართრიტის, კისრის მიოზიტის, ალერგიული ნეირომიოზიტის, ლუმბაგოს, რევმატიზმის, გავა-წელის რადიკულიტის, შაკიკის, დაჟეჟილობის, დეფორმირებული სპონდილოზის, ტრუნციტის, კისრისა და გულმკერდის განგლიონიტების დროს.
წინააღმდეგჩვენება:
მალამოს წასმა კანის დაზიანებულ ზედაპირზე ნებადართული არ არის.
გვერდითი მოვლენები:
მალამოს მრავალჯერ გამოყენებისას შესაძლებელია ადგილობრივი პარესთეზია, კანის ქავილი და ჰიპერემია. აღნიშნულ შემთხვევაში საჭიროა მალამოს გამოყენების შეწყვეტა.
მიღების წესი და დოზირება:
2-3გ “ეფკამონის” მალამოს გულმოდგინედ შეიზელენ მტკივნეულ უბანზე 2-3-ჯერ დღეში და ადებენ თბილ ნახვევს. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათზე და სიმძიმეზე. კანის ძლიერი გაღიზიანების დროს საჭიროა მალამოს შეზელვის შეწყვეტა.
შენახვის ვადა:
3 წელი და 6 თვე
შენახვის პირობები:
მშრალ, გრილ ადგილას.
ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
შეფუთვა:
10გ და 25გ მალამო ალუმინის ტუბში
მწარმოებელი:
შ.პ.ს “ნიჟფარმი”
რუსეთი