ენზიმინი
(ENZIMIN)
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ფერმენტული პრეპარატი
შემადგენლობა:
ერთი ტაბლეტი შეიცავს:
პანკრეატინი _ 170 მგ (რაც შეესაბამება ამილაზას 2040 მე Phr.eur., ლიპაზას 2550 მე Phr.eur. და პროტეაზას 170 მე Phr.eur. მინიმალურ აქტივობას);
სიმეთიკონი _ 80 მგ.
საღებავი: ტიტანის დიოქსიდი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ენზიმინი - კომბინირებული პრეპარატია, რომელიც შეიცავს პანკრეასის ფერმენტებს და სიმეთიკონს. პანკრეასის ფერმენტები მონაწილეობენ ცილების, ნახშირწყლების და ცხიმების ცვლაში და ხელს უწყობენ მათ უკეთ შეწოვას წვრილ ნაწლავში. კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების დროს ისინი აკომპენსირებენ გარეგანი სეკრეციის ფუნქციის უკმარისობას, აუმჯობესებენ საჭმლის მონელების პროცესს და ხსნიან
კუჭში სიმძიმის შეგრძნებას. სიმეთიკონი წარმოადგენს ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებას, რომელიც ხელს უშლის მეტეორიზმის განვითარებას. ენზიმინის ტაბლეტების გარსი იცავს ფერმენტებს კუჭის მჟავე გარემოში და უნარჩუნებს მათ აქტივობას.
ჩვენებები:
- კუჭქვეშა ჯირკვლის გარეგანი სეკრეციის ფუნქციის უკმარისობა: მეტეორიზმი, მუკოვისციდოზი, ქრონიკული პანკრეატიტი, აეროფაგია;
- საკვების ათვისების დარღვევა (კუჭის, წვრილი ნაწლავის რეზექციის შემდგომი მდგომარეობა, საკვების დაჩქარებული ევაკუაცია);
- მუცლის ღრუს ორგანოების დიაგნოსტიკური კვლევის წინ მეტეორიზმის თავიდან აცილების მიზნით (რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი კვლევები);
- ნაწლავების ფერმენტული უკმარისობის თანდაყოლილი ფორმები (ცელიაკია, ძროხის რძის აუტანლობა).
გამოყენების წესი და დოზირება:
ენზიმინი მიიღება 1-2 ტაბლეტი ჭამის დროს, დაუღეჭავად.
დიაგნოსტიკური კვლევის წინ _ 1 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში ჭამის დროს ორი დღის
განმავლობაში.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის მიღება არ არის მიზანშეწონილი ექიმის დანიშნულების გარეშე. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მიღება შესაძლებელია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. არ გამოიყენება ბავშვებში, ვინაიდან არ არსებობს მონაცემები ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის ეფექტურობის შესახებ.
გვერდითი ეფექტები:
პრეპარატს ახასიათებს კარგი ამტანობა. ძალიან იშვიათია - გულისრევა, ღებინება, ალერგიული რეაქციები. დოზის გადაჭარბების დროს შესაძლებელია საფაღარათო ეფექტის გამოვლენა.
გამოშვების ფორმა:
ენზიმინი გარსიანი ტაბლეტები №20.
მწარმოებელი:
Munir Sahin Ilaз San. ve Tiзaret. Зavusoglu Mah. Sanayi Cad.
Istanbul, Turkey.