ერსეფურილი
ERCEFURYL
ERCEFURYL
საერთაშორისო დასახელება - nifuroxazide
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - A07AX03
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატები; მიკრობების საწინააღმდეგო ადგილობრივი მოქმედების პრეპარატები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
14 კაფსულა ალ/პვქ ბლისტერში, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში
ფარმაკოლოგიური თვისებები
სხვა ნიტროფურანების მსგავსად მიკროორგანიზმების უჯრედებში აბლოკირებენ ზოგიერთ ჟანგვა-აღდგენით ენზიმურ რეაქციებს
ფარმაკოკინეტიკა
პრაქტიკულად არ შეიწოვება და მოქმედებს ნაწლავის სანათურში.
ფარმაკოდინამიკა:
თერაპიულ დოზებში გამოყენების შემთხვევაში ახდენს ბაქტერიოსტატიკურ მოქმედებსას, ხოლო მაღალ დოზებში აქვს ბაქტერიციდური მოქმედება. აქტიურია გრამდადებითი (Staphylococcus, Streptococcus, Clostridium) და გრამუარყოფითი (E.coli, Salmonella, Shigella, Klebsiella, Enterobacter, Vibrio cholerae) მიკროორგანიზმების მიმართ. არ ახდენს ზეგავლენას საპროფიტურ ფლორაზე (არ იწვევს დისბაქტერიოზს). პრეპარატის მიმართ ბაქტერიული შტამების რეზისტენტობა არ ვითარდება.
ჩვენებები
მწვავე ბაქტერიული დიარეა.
მიღების წესები და დოზები
შიგნით, მოზარდები – 1 კაფს. (200 მგ) 4-ჯერ დღეში.
მკურნალობის კურსი – არაუმეტეს 7 დღისა.
გვერდითი მოვლენები
ძალიან იშვიათად შესაძლებელია ალერგიული რეაქციები
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა (მ.შ. ნიტროფურანის სხვა წარმოებულების მიმართ); ახალშობილები (1 თვემდე).
განსაკუთრებული მითითებები
საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელია ჩატარდეს რეჰიდრატაცია. შესაყვანი სითხის მოცულობა და შეყვანის წესი (შიგნით, ი/ვ) უნდა შეესაბამებოდეს დიარეის გამოხატულობის ხარისხს, ავადმყოფის ასაკს და კლინიკურ მდგომარეობას. ინფექციური დიარეის შემთხვევაში აუცილებელია სისტემატური ანტიბაქტერიული თერაპია. არ შეიძლება პრეპარატის დანიშვნა საქაროზადამშლელი ფერმენტის თანდაყოლილი დეფიციტის მქონე პაციენტებში (ახალშობილთა სუსპენზიის გამოყენების შემთხვევაში).
შენახვის პირობები და ვადები
ინახება 30°C დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
კაფსულები – 5 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით
მწარმოებელი ქვეყანა - საფრანგეთი