ესპოლი 30გ მალამო (ნიჟფ.)

ესპოლი



პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება: ესპოლი
წამლის ფორმა: მალამო გარეგანი გამოყენებისათვის
აღწერილობა
მალამო ღია-ყავისფერიდან მოწითალო-მოყავისფრო ფერამდე, სუსტი სპეციფიური სუნით.
შემცველობა
100 გ მალამო შეიცავს:
წიწაკის ექსტრაქტი სქელი (გადაანგარიშებით 1% კაფსაიცინოიდების შემცველობის ჯამზე) – 10გ, დიმექსიდი (დიმეთილსულფოქსიდი) 3გ, კორიანდრის ეთერზეთი – 0.25გ, ლავანდის ეთერზეთი – 0.25გ, ქლოროფორმი – 2.5გ, ფუძეები (ლანოლინი უწყლო, ვაზელინი) – 100გ-მდე.

: ესპოლი: მალამო გარეგანი გამოყენებისათვისმალამო ღია-ყავისფერიდან მოწითალო-მოყავისფრო ფერამდე, სუსტი სპეციფიური სუნით.შემცველობა წიწაკის ექსტრაქტი სქელი (გადაანგარიშებით 1% კაფსაიცინოიდების შემცველობის ჯამზე) – 10გ, დიმექსიდი (დიმეთილსულფოქსიდი) 3გ, კორიანდრის ეთერზეთი – 0.25გ, ლავანდის ეთერზეთი – 0.25გ, ქლოროფორმი – 2.5გ, ფუძეები (ლანოლინი უწყლო, ვაზელინი) – 100გ-მდე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ადგილობრივად გამაღიზიანებელი მცენარეული წარმოშობის საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები
მცენარეული წარმოშობის პრეპარატი. ახდენს ადგილობრივად გამაღიზიანებელ, მაანალგეზირებელ მოქმედებას. განკუთვნილია დახურული ტრავმების სწრაფი მკურნალობისათვის.
მალამოს შეზელვისას 10-15 წუთის შემდეგ ვლინდება ჰიპერემია და სითბოს შეგრძნება.

გამოყენების ჩვენებები
მალამო ესპოლი გამოიყენება კუნთებისა და ნევროლოგიური ტკივილებისას (ნევრალგიები, რადიკულიტი, მადეფორმირებელი ართროზი, ლუმბაგო), დაჟეჟილობების, კანის საფარების მთლიანობის დარღვევის გარეშე კუნთების დაჭიმვების და დაწყვეტის დროს, ნაღრძობებისა და მოტეხილობების შედეგების მკურნალობისას.

უკუჩვენებები
პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა. კანის საფარის მთლიანობის დარღვევა. ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.
არ შეიძლება მალამოს თვალებში მოხვედრა!

გამოყენების წესი და დოზები
გამოიყენება გარეგანად. მსუბუქად შეიძილება 2-3გ მალამო 2-3-ჯერ დღეში (თითებით შეზელვის შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანა). ეფექტის გასაძლიერებლად შეიძლება მშრალი სათბობი სახვევის გაკეთება. მკურნალობის ხანგრძლივობა – 1-10 დღე.

გვერდითი მოქმედება
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (ქავილი, კანის აქერცვლა).

გამოშვების ფორმა
ესპოლი,  მალამო გარეგანი გამოყენებისათვის 15, 20, 25, 30, 35, 40 გ ალუმინის ტუბებში. თითოეული ტუბი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ვარგისიანობის ვადა
2 წელი.
კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.


შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ტემპერატურაზე არაუმეტეს 20°C.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:
ღსს “ნიჟფარმი”
603950, ქ. ნიჟნი ნოვგოროდი.
გსპ-459, სალგანსკაიას ქ., 7
ტელ.: (8312) 78-80-03
ფაქსი: (8312) 78-80-88