ფეროტონი #28კაფს

ფეროტონი™
Ferroton™


შემცველობა:
თითოეული კაფსულა შეიცავს:
რკინის ფუმარატი 350.0 მგ
ვიტამინი B12 7.5 მკგ
ფოლის მჟავა 2.0 მგ
ასკორბინის მჟავა 150.0 მგ
მანგანუმის სულფატი ექვივალენტური 2.5 მგ Mn
სპილენძის სულფატი ექვივალენტური 2.5 მგ Cu

ფარმაკოლოგიური თვისებები:
- ფეროტონი წარმოადგენს კარგად შესაწავლილი კომბინაცია, რომელიც უზრუნველყოფს რკინის მაქსიმალურ შეწოვას და მის გამოყენებას რკინადეფიციტური ანემიების სამკურნალოდ.
- ფეროტონი შეიცავს ყველა ფაქტორს, რაც საჭიროა ნორმალური ერითროპოეზისათვის.
- ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს რკინის გარდაქმნას ფორმაში, რომელიც უფრო ადვილად იწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
- ვიტამინი B12, ფოლის მჟავა, მანგანუმი და სპილენძი რკინასთნ ერთად აუცილებელია ჰემოგლობინის სინთეზისათვის.
- რკინის ფუმარატს გააჩნია ელემენტალური რკინის ყველაზე მაღალი შემცველობა (33%) მისი სხვა მარილებთან შედარებით.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ზოგადმატონიზირებელი, ჰემოპოეზის მასტიმულირებელი.

ჩვენებები:
ანემიის, რკინადეფიციტური ანემიის ჩათვლით, სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის შემდეგ შემთხვევებში:
- ორსულობისა და ლაქტაციის დროს;
- კვების უკმარისობისას;
- ოპერაციულ ჩარევებამდე და მათ შემდეგ;
- სისხლდენებისას ან სისხლის ნებისმიერი დაკარგვისას;
- სისხლის დანაკარგის კომპენსაციისათვის მენსტრუაციის დროს;
- სქესობრივი მომწიფების პერიოდში;
- გამოჯანმრთელების პერიოდში.

უკუჩვენებები:
უკუნაჩვენებია პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მაღალი მგრძნობელობისას.

დოზირება:
პრეპარატი ინიშნება თითო ტაბლეტი დღეში ძირითადი ჭამის შემდეგ.
დოზის გაზრდა შეიძლება 2 ტაბლეტამდე ექიმის დანიშნულებით.

შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: შეფუთვა – 28 კაფსულა.

აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი:
რეცეპტით გასაცემი

ვარგისიანობის ვადა:
36 თვე

წარმოებულია: GlaxoSmithKline group of companies
ელ სელამ სიტი-11491
ქაირო. ეგვიპტე

ფეროტონი სავაჭრო მარკა GlaxoSmithKline group of companies
გამოყენების უფლება ეკუთვნის კომპანიას "Asfarma".

აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი:
რეცეპტით გასაცემი