ფლავამედი ხსნარი
Flavamed
Flavamed
საერთაშორისო დასახელება - ambroxol hydrochloride
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - R05CB06
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო საშუალებები; მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ხსნარი 15მგ/5მლ: 100მლ. ფლაკ
მოქმედი სამკურნალო კომპონენტი:
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი.
სხვა კომპონენტები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ფხვნილის ცელულოზა, კროსკარმელოზის ნატრიუმის მარილი, პოვიდონი (მნიშვნელობა K=30), მაგნიუმის სტეარატი.
ჩვენებები
სეკრეტის გათხელებისაკენ მიმართული მკურნალობა, ბრონქებისა და ფილტვების მწვავე და ქრონიკული დაავადებებისას, რომლებსაც თან ახლავს წებოვანი სეკრეტის არსებობა.
მიღების წესები და დოზები
პრეპარატი მიიღება ჭამის შემდეგ დოზირებული კოვზის მეშვეობით.
მითითება:
სითხის მიღების ხარჯზე პრეპარატის სეკრეტის გათხელებისაკენ მიმართული მოქმედება უმჯობესდება. ამ მიზეზით ზუსტად მკურნალობის დროს საჭიროა ორგანიზმის საკმარისი რაოდენობით სითხით მომარაგება.
გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სახეობასა და სიმძიმეზე. ექიმის რჩევის გარეშე პრეპარატის გამოყენება 4-5 დღეზე მეტ ხანს არ შეიძლება. თუ სხვაგვარად არ არის დანიშნული, რეკომენდებულია შემდეგი დოზები:
2 წლამდე ასაკის ბავშვებში:
მიიღება დღეში 2-ჯერ 1/2 დოზირებული კოვზი, რომელიც შეიცავს 2.5 მლ ხსნარს (რაც შეესაბამება 15 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს დღეში).
2-5 წლის ბავშვებში:
მიიღება დღეში 3-ჯერ 1/2 დოზირებული კოვზი, რომელიც შეიცავს 2.5 მლ ხსნარს (რაც შეესაბამება 22.5 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს დღეში).
6-12 წლის ბავშვებში:
მიიღება დღეში 2-3-ჯერ 1 დოზირებული კოვზი, რომელიც შეიცავს 5 მლ ხსნარს (რაც შეესაბამება 30-45 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს დღეში).
მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში:
პირველი 2-3 დღის განმავლობაში მიიღება, როგორც წესი, დღეში 3-ჯერ 2 დოზირებული კოვზი, რომელიც შეიცავს 5 მლ ხსნარს (რაც შეესაბამება 90 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს დღეში), შემდეგ მიიღება დღეში 2-ჯერ 2 დოზირებული კოვზი, რომელიც შეიცავს 5 მლ ხსნარს (რაც შეესაბამება 60 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს დღეში).
მითითება:
მოზრდილებისათვის დოზის დადგენისას, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ეფექტურობის გაძლიერება დღეში 2-ჯერ 60 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის დანიშვნის გზით (რაც შეესაბამება 120 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს დღეში).
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად ფლავამედის® ხველის საწინააღმდეგო ხსნარსაც გააჩნია გვერდითი მოქმედება.
არასასურველი რეაქციები:
გენერალიზებული დარღვევები:
ზოგჯერ (>0.1%-<1%): ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (გამონაყარი კანზე, სახის შეშუპება, ქოშინი, კანის ქავილი), სხეულის ტემპერატურის მომატება. ძალიან იშვიათად (<0.01%): ანაფილაქსიური რეაქცია.
მოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე:
ზოგჯერ: ღებინება, მუცლის ტკივილი, გულისრევა.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ სორბიტს შეუძლია ჰქონდეს მსუბუქი ფაღარათის ეფექტი.
მოქმედება კანზე:
ძალიან იშვიათად: მძიმე რეაქციები კანის მხრივ, როგორიცაა ეპიდერმული ნეკროლიზი და სტივენ-ჯონსონის სინდრომი.
მითითებაჰიპერმგრძნობელობის პირველი ნიშნების გამოვლენისას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და აუცილებელია ექიმთან მიმართვა, რათა მან შეძლოს მდგომარეობის სიმძიმის განსაზღვრა და, საჭიროების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღება შემდგომი საჭირო ღონისძიებების შესახებ.
უკუჩვენება
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ჰიპერმგრძნობელობისას ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ. შაქრის ზოგიერთი სახეობის აუტანლობის შემთხვევაში პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
განსაკუთრებული მითითებები
თირკმელების შეზღუდული ფუნქციის ან ღვიძლის მძიმე დაავადების დროს პრეპარატის მიღება შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით (ე.ი. მიღებათა შორის ინტერვალების გახანგრძლივებით ან დოზის შემცირებით).
ბრონქების ზოგიერთი იშვიათი დაავადების დროს, რომლებსაც თან ახლავს ჭარბი სეკრეტის დაგროვება (მაგალითად, წამწამების ავთვისებიანი სინდრომი), სეკრეტის შესაძლო შეგუბების გამო, პრეპარატის მიღება შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით, ე.ი. ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ბავშვები
2 წლამდე ასაკის ბაშვებში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის კონტროლის ქვეშ.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ვინაიდან ადამიანებში ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში გამოყენების საკმარისი გამოცდილება დღემდე არ არსებობს პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, რადგანაც იგი შეაფასებს შესაძლო რისკსა და სარგებელს.
ზეგავლენა ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
რაიმე განსაკუთრებული მითითება არ არსებობს.
მითითება დიაბეტით დაავადებულთათვის
1 დოზირებული კოვზი (5 მლ) შეიცავს 1.75 გ სორბიტს, რაც შეესაბამება 0.15 პურის ერთეულს.
კალორიულობის მაჩვენებელი 2.6 კკალ/გ სორბიტს შეადგენს.<>
ჭარბი დოზირება
ამბროქსოლის ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში მოწამვლის მოვლენები აღნიშნული არ არის.
დოზის ძლიერი გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ჭარბი ნერწყვდენა, ღებინება, გულისრევა და სისხლის წნევის დაწევა. ამ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეპარატისა და ხველის საწინააღმდეგო საშუალებების კომბინირებისას ხველის რეფლექსის დასუსტების შედეგად შეიძლება წარმოიქმნას სეკრეტის საშიში შეგუბება. ამიტომ ამგვარი კომბინირებული მკურნალობის აუცილებლობა კარგად უნდა შემოწმდეს.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
3 წელი. ვარგისიანობის ვადა დაბეჭდილია დასაკეც მუყაოს კოლოფზე და ეტიკეტზე. ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება. ფლაკონის გახსნის შემდეგ ვარგისიანობის ვადა შეადგენს 6 თვეს.
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
BERLIN-CHEMIE AG
გერმანია