ფლექსო
სავაჭრო დასახელება: ფლექსო
საერთაშორისო არა პატენტირებული დასახელება
ეტოფენამატი- etofenamate
წამლის ფორმა
40გ-იანი გელი
შემადგენლობა:
1გ გელი შეიცავს
აქტიურ ნივთიერებას; ეთოფენამატი _ 50,0 მგ
დამხმარე ნივთიერებანი; ევკალიტის ესენცია, ფიჭვის ესენცია პოლიეთილენგლიკოლი, ემოლგინი მ_8, კარბოშერი 940, ტრიეტანოლამინი, იბოპროპილოერი სპირიტ, გაწმენდილი წყალი.
აღწერა
გამჭვირვალე უფერო ან მოყვითალო ფერის გელი ევკალიპტის გამაგრილებელი სურნელით
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები გარეგანი მოხმარებისთვის.
აქ კოდი M02AA06
ფარმაკოლოგიური თავისებურებანი
ფარმაკინეტიკა
ეთოფენამატს გააჩნია გამორჩევითი ბიოშეღწევადობა, გამოხატული ლიპოფილური თვისებებიდან გამომდინარე ნივთიერების 20% კანით შეიწოვება, იგი ასევე ავლენს მაღალ ტენდეციას ანთებითი უბნის მიმართ, არაცვალებადი (უცვლელი) ნივთიერების კონცენტრაცია ანთებით უბანზე 5_20_ჯერ მაღალია არაანთებით უბანზე არსებული კონცენტრაციასთან შედარებით
ორალური და გარეგანი მოხმარებისას ერთნაირად მაღალი დოზის შემთხვევაში დადგენილია, რომ ანთებით უბანზე ეთოფენამიტის შემცველობა 27,5_ჯერ მეტია ორალური მოხმარების შემდეგ. ნივთიერება კუმოლაციას არა განიცდის
ბიოლოგიური ნახევრად დაშლა სისხლის პლაზმაში დერმატოლოგიური მოხმარებისას დაახლოებით 3,3 საათს შეადგენს. თუმცა ეთოფენამიტი ანთებით უბანზე ამის შემდეგ კიდევ ხანგრძლივი დროის მანძილზე ნარჩუნდება. კანზე ვლინდება ძირითადი არა ცვალებადი ეთოფენამატი (94%) და ფლუფენამური მჟავის გარკვეული რაოდენობა, რომელიც ნივთიერების ჰიდროლიზის პროდუქტია.
ფარმაკოდინამიკა
პრეპარატ ეთოფენამატის აქტიური ნივთიერბა ავლენს ანთების საწინააღმდეგო და ანალგეტიკურ თვისებებს, ახდენს რა პროსაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებას, ბრადიკინინის გამოთავისუფლებას, გიალურონიდაზის, ჰისტამინური და ლიზოსომალური ფერმენტების, რეაქციას ანტიგენებზე. ეტოფენამატის კანზე წასმისას 5_10%_იანი კონცენტრაციით ქრება ტკივილები სახსრებისა და კუნთებში, გამოწვეული ანთებით ან ტრამვით.
შემადგენლობაში შემავალი იბოპრილის სპირიტი ახდენს მსუბუქ გამაგრილებელ ზემოქმედებას.
ფლექსოს გააჩნია კარგი ტოლერანტურობა და კანზე არ იწვევს სიწითლეს ან წვას.
ჩვენება მოხმარებაზე
სხვადასხვა ეტიოლოგიის მწვავე ტკივილების შეტევები სახსრებისა და რბილი ქსოვილების ანთება, ტკივილი, დაძაბულობა გამოწვეულია ტრამვებით, დეგენერაციული ან რევმატიული დაავადებების დროს (დაჭიმულობა, ამოვარდნები, ნაღრძობი, ლუმბაგო, ბურხიტი, მიოზიტი, ტენგოვაგინიტი, მიალგია, ართრიტი).
მხრის სარტყლის ან კისრის გაციება.
გვერდითი ჩვენებები
ძალზე იშვიათად შესაძლოა კანის გაღიზიანება.
უკვუჩვენებები.
ზემგრძნობელობა ეთოფენამატზე, ფლუფენამის მჟავაზე ან სხვა აას საშუალებებზე.
საგანგებო მითითებები
იშვიათად ხდება კანის გაღიზიანება, რომელიც ქრება პრეპარატის მოხმარების შეწყვეტისთანავე.
არა შეიძლება ღია ჭრილობებსა და ეგზემაზე წასმა.
პრეპარატის მოხმარება უნდა შეწყდეს ზემგრძნობელობით რეაქციის შემთხვევაში.
ფეხმძიმობა და ლაქტაცია
ნაყოფზე ზემოქმედების მიხედვით განეკუთვნება C კატეგორიას (FDA).
ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების დროს შეინიშნებოდა ემბრიოტოქსიური და ტეროტოგენული თვისებები.
შეიძლება დაინიშნოს, თუკი სავარაუდო სარგებლობის დონე ქალისათვის აღემატება ბავშვთან დაკავშირებული რისკის დონეს.
წამალი აღწევს დედის რძეში. თუმცა ამ დროს რაიმე სახის უარყოფითი ზეგავლენა ჩვილ ბავშვებზე არ აღინიშნება.
ინიშნება აუცილებლობის შემთხვევაში მოკლე ვადით და მცირე რაოდენობით.
დოზის გადამეტება
მონაცემები არ არსებობს.
გამოშვების ფორმა
შეფუთვაში ფლექსო გელი 40გ ტუბებში მოხმარების ინსტრუქცია_ჩანართი.
შენახვის პირობები
ინახება ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25ºC ,ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი
არ მოიხმარება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ
აფთიაქებიდან გაცემის პირობები
რეცეპტით.
მწარმოებელი
სანტა ფარმა ილაჩ სანაი ა.შ.
პ.კ262 343661 შიშლი _ სტამბული (თურქეთი).E