ფლიქსონაზი
FLIXONASE
FLIXONASE
საერთაშორისო დასახელება - fluticasone propionate
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - R01AD08
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის; გლუკოკორტიკოიდული საშუალებები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
დოზირებული ინტრანაზალური სუსპენზია 50 მკგ/1 დოზა: ფლ-სპრეი 120 დოზა
დოზირებული ინტრანაზალური სუსპენზია: ფლაკონ-სპრეიში 120 დოზა
1 დოზა
ფლუტიკაზონის პროპიონატი. . . . 50 მკგ
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი წარმოადგენს ინტრანაზალური გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდულ საშუალებას, რომელიც ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული მოქმედებით.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღების შემდეგ პრეპარატის 87-100% გამოიყოფა ნაწლავებიდან. მეტაბოლიზმის პროცესში ღვიძლში წარმოიქმნება არააქტიური მეტაბოლიტი. პრეპარატის ინტრანაზალური შეყვანა არ ახდენს გავლენას ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის სისტემაზე.
ჩვენებები
- სეზონური ალერგიული რინიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
- სრულწლიანი ალერგიული რინიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა.
მიღების წესები და დოზები
მოზრდილებს და ბავშვებს 12 წლის ასაკის ზევით ენიშნებათ 100 მკგ (2 დოზა) ერთხელ დღეში ინტრანაზალურად, ცხვირის თითოეულ ნესტოში, სასურველია დილით. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 400 მკგ-ს. ხანდაზმულ პაციენტებში რეკომენდებულია საშუალო თერაპიული დოზა, რომელიც განკუთვნილია მოზრდილებისთვის.
3-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება ერთხელ დღეში, ცხვირის თითოეულ ნესტოში, დილით. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა – 2-ჯერ დღეში.
სასურველი ეფექტის მისაღწევად საჭიროა პრეპარატის რეგულარული გამოყენება. მაქსიმალური ეფექტი ვლინდება მკურნალობიდან 3-4 დღის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები
ადგილობრივი: ძალიან იშვიათად-ცხვირ-ხახის სიმშრალე და გაღიზიანება, პირში არასასიამოვნო გემო და სუნი. ცალკეულ შემთხვევებში ცხვირის ძგიდის პერფორაცია, განსაკუთრებით ანამნეზში ცხვირის ღრუზე ქირურგიული ჩარევის დროს.
უკუჩვენება
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში საჭიროა გავითვალისწინოთ რამდენად სჭარბობს დედისათვის მოსალოდნელი სარგებლიანობა ნაყოფზე ან ბავშვზე მოქმედების შესაძლო რისკს.
განსაკუთრებული მითითებები
ცხვირის ღრუს და ცხვირის დანამატი ღრუების ინფექციები პრეპარატის მიღებისას არ წარმოადგენენ წინააღმდეგჩვენებას.
გლუკოკორტიკოსტეროიდული საშუალებების სისტემური გამოყენების შემდეგ (განსაკუთრებით თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვისას) ფლიქსონაზი ინიშნება სიფრთხილით. მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობისას კარგი შედეგი მიიღება სეზონური ალერგიული რინიტების დროს გართულებების გარეშე, მაინც საჭიროა თვალის მხრივ სიმპტომების დამატებითი მონიტორინგი.
ჭარბი დოზირება
არ მოიპოვება მონაცემები.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის აღწერილი
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა - 2 წელი.
მწარმოებელი ქვეყანა
დიდი ბრიტანეთი