ფლოგენზიმი #20ტ

ფლოგენზიმი
Phlogenzym


შემადგენლობა:
ერთი ტაბლეტის შემადგენლობაში შედის:
138 მგ მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პროტეოლიზური ენზიმები (90 მგ ბრომელაინი, 48 მგ ტრიფსინი, 100 მგ რუტოზიდი)

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატი

ფარმაკოლოგიური თვისებები
ენზიმები ანუ ფერმენტები ორგანიზმის ცხოველქმედების საფუძველია, რომლებიც მონაწილეობენ თითქმის ყველა ბიოლოგიურ პროცესებში. მათი აქტივობის დაქვეითება ხშირად იწვევს მწვავე და ქრონიკული დაავადებების განვითარებას.
ფლოგენზიმი არის ორი ურთიერთშემავსებელი ფერმენტისა და რუტინის მიზანმიმართული კომბინაცია. ორგანიზმში მოხვედრისას ისინი შეიწოვებიან წვრილი ნაწლავით ინტაქტური მოლეკულების სახით, უერთდებიან რა სისხლის სატრანსპორტო ცილებს, ხვდებიან სისხლის ნაკადში. სისხლის ნაკადი მათ გადაიტანს პათოლოგიურ უბანში. ბრომელაინი და ტრიფსინი ხელს უწყობენ ანთებითი პროცესების მეტაბოლური პროდუქტების სწრაფ დახლეჩას, ხოლო რუტინი აღადგენს სისხლძარღვების განვლადობას, ამცირებს ჰემატომასა და შეშუპებას. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ფერმენტებები მოქმედებენ კომპლექსურად და ავლენენ ანთებისსაწინააღმდეგო, ფიბრინოლიზურ, თრომბოლიზურ, ანტიაგრეგანტულ და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებას. ფლოგენზიმი ამცირებს სისხლის სიბლანტეს, ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას და შლის უკვე წარმოქმნილ თრომბებს, აუმჯობესებს მიკროცირკულაციასა და სისხლძაღვების კედლების განვლადობას, რის შედეგად სწრაფად მცირდება შეშუპება, გაიწოვება ჰემატომები, მცირდება ტკივილი.
ფლოგენზიმი ამცირებს ინფილტრაციას, ზრდის ანთებითი დეტრიტის ელიმინაციას, ნეკროზულ და ანთებით ქსოვილებში აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის ტოქსიკური პროდუქტების ლიზისს.
ფლოგენზიმი ამცირებს თრომბოქსანის კონცენტრაციასა და თრომბოციტების აგრეგაციას. არეგულირებს სისხლის უჯრედების ადჰეზიას, ზრდის ერითროციტების ფორმის ცვლილების უნარს, არეგულირებს მათ პლასტიკურობას, აწესრიგებს ნორმალური დისკოციტების რაოდენობას და ამცირებს აქტიური თრომბოციტების რაოდენობას. ფლოგენზიმი აუმჯობესებს სისხლის სიბლანტეს, რაც იწვევს სისხლის მიკროცირკულაციისა და რეოლოგიური მახასიათებლების გაუმჯობესებას.
ფლოგენზიმი ამცირებს ჰორმონალური პრეპარატებით გამოწვეულ გვერდით ეფექტებს. ის ზრდის ანტიბიოტიკების ეფექტურობას და ამცირებს ანტიბიოტიკოთერაპიის გვერდით მოვლენებს.

ჩვენებები
:
კომპლექსურ თერაპიაში:
ქირურგია. ოპერაციის შემდგომი მდგომარეობის მკურნალობა (ანთება, თრომბოზი და შეშუპება), შეხორცებითი დაავადების პროფილაქტიკა, ლიმფური შეშუპებების ოპერაციის შემდგომი მკურნალობა და პროფილაქტიკა.
ტრავმატოლოგია: მოტეხილობა, ამოვარდნილობა, დაჟეჟილობა, მყესების დაჭიმვა და გაწყვეტა, დამწვრობა.
ანგიოლოგია: ზედაპირული ვენების მწვავე თრომბოზები და თრომბოფლებიტები, პოსტთრომბოფლებიტური დაავადების მკურნალობა, ენდარტერიტი და ქვედა კიდურების არტერიების მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი, რეციდიული ფლებიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა.
უროლოგია: შარდ-სასქესო ტრაქტის მწვავე და გამწვავებული ანთებების მკურნალობა, ცისტიტი, ურეთრიტი, ცისტოპიელიტი, პროსტატიტი.
გინეკოლოგია: მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებების მკურნალობა (ადნექსიტი, სალპინგოოფორიტი); მასტოპათია, კლიმაქტერიული პერიოდის გამწვავება. ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიის გართულებების გამოხატულებისა და სიხშირის შემცირება.
კარდიოლოგია: მიოკარდის ინფარქტის შემდგომი მდგომარეობა (სისხლის რეოლოგიური თვისებების გაუმჯობესება), გულის იშემიური დაავადება.
გასტროენტეროლოგია: მწვავე ჰეპატიტი, ქრონიკული ჰეპატიტის გამწვავება.
რევმატოლოგია: რევმატოიდული არტრიტის გამწვავება, ბეხტერევის დაავადება. რეაქციული ართრიტი, ოსტეოართრიტი გამწვავების პერიოდში, რბილი ქსოვილების რევმატიზმი.
ნევროლოგია: გაფანტული სკლეროზი

მიღების წესი და დოზირება:

დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე – 2-4 ტაბლეტი სამჯერ დღეში;
დაავადების მაღალი აქტივობისას პრეპარატის რეკომენდებული დოზაა 3-4 ტაბლეტი დღეში 2-3 კვირის განმავლობაში.
დაავადების საშუალო სიმძიმისას - 3 ტაბლეტი სამჯერ დღეში 2-3 კვირის განმავლობაში.
დაავადების დაბალი აქტივობისას ან ქრონიკულად მიმდინარეობის დროს 2 ტაბლეტი სამჯერ დღეში, კურსის ხანგრძლივობა 2-6 თვემდე და მეტხანს.
პრეპარატი მიიღება ჭამამდე არანაკლებ 30 წუთით ადრე, დაუღეჭავად 150-200 მლ წყალთან ერთად.
ანტიბიოტიკების მოქმედების გასაძლიერებლად ფლოგენზიმი ინიშნება ანტიბიოტიკოთერაპიის მთელი კურსის მანძილზე, დოზით 3 ტაბლეტი სამჯერ დღეში.

უკუჩვენებები:

-ზემგრძნობელობა პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ;
-სისხლის შედედების თანდაყოლილი ან შეძენილი მძიმე დარღვევების (მაგ. ჰემოფილია) დროს.
ჰემოდიალიზის დროს ფლოგენზიმის მიღებისას აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

განსაკუთრებული მოთითებანი:
ინფექციური დაავადებების დროს ფლოგენზიმი არ ცვლის ანტიბიოტიკებს, მაგრამ ზრდის მათ ეფექტურობას. პრეპარატი არ არის უკუნაჩვენები ორსულობისა და ლაქტაციის დროს, მაგრამ ინიშნება ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. ფლოგენზიმით მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია დაავადების სიმპტომების გამწვავება. ეს აიხსნება ორგანიზმის რეაქციით თერაპიაზე. ამ შემთხვევაში არ არის სასურველი პრეპარატის მოხსნა, რეკომენდებულია მხოლოდ დოზის დროებითი შემცირება.
საყურადღებოა, რომ პრეპარატი არ ახდენს გავლენას მძღოლებსა და იმ პირებზე, რომელთა საქმიანობა სწრაფ რეაქციას მოითხოვს.

გვერდითი მოქმედება:

ფლოგენზიმი კარგად გადაიტანება პაციენტების მიერ. გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება ხანგრძლივი მკურნალობის დროსაც. ერთეულ შემთხვევებში ადგილი აქვს დეფეკაციის გახშირებას, კალის კონსისტენციისა და სუნის ცვლილებას. იშვიათად ვლინდება ალერგიული რეაქცია, რომელიც სწრაფად ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტისას. პრეპარატის დიდი დოზებით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს გადავსების შეგრძნება, ამიტომ დღიური დოზა უნდა დაიყოს რამდენიმე მიღებად.

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა:

აღნიშნულია შეფუთვაზე. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი: MUCOS Pharma GmbH & Co (გერმანია)