ფლოქსანი ი.ვ. 200მგ/100მლ
Floksan
ფორმულა:
თითოეული ფლაკონი შეიცავს 200მგ ოფლოქსაცინის HCl, 900მგ NaCl, 0,55მლ 1% მარილმჟავას ხსნარს, 100მლ გამხსნელს.
ფარმაკოდინამიკა:
ოფლოქსაცინი მოქმედებს ბაქტერიციდულად, ახდენს ბაქტერიული უჯრედის ფერმენტ დნმ-ჰირაზას ინჰიბირებას. ოფლოქსაცინი in vitro მაღალეფექტურია ქვემოთ ჩამოთვლილი მიკროორგანიზმების მიმართ: trachomatis, Citobacter divercus, Enterobacter aerogenes, Escherichia coli, Haemophilus influenzae, Klebsiella pneumoniae, Neisseria gonorroeae, Proteus mitabilis, Pseudomonas aeruginosa, Staphylococcus aureus, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes. საკმარისი in vitro კლინიკური და ლაბორატორიული კვლევების მიხედვით დოზით 2მგ/მლ ან მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციის მიხედვით გამოვლენილია შემდეგი მიკროორგანიზმები, რომლებზეც ოფლოქსაცინი მოქმედებს ბაქტერიციდულად:
გრამ(+) აერობები: Enterococcus faecalis, Staphylococcus epidermidis, (მეტიცილინრეზისტენტული შტამების ჩათვლით), Staphylococcus saprophyticus, Streptococcus agalatiae,(B ჯგუფი) გრამ(-) აერობები: Aacintopacter calcoaceticus, Aeromonas hydrophila, Bordetella parapertussis, Bordetella pertussis, Camylobacter jejuni, Citrobacter freundii, Enterobacter cloace, Haemophilus ducreyi, Klebsiella oxytoca, Moraxella (Branhamella) catarrhalis, Morganella morgani, Neisseria meningitides, Plesiomonas shigelloides, Proteus vulgaris, Providencia retteri, Providencia stuartii, Pseudomonas fluorescens, Serria marcescens.
აერობები: Bacteriodes fragilis, Bacteriodes intermedius, Clostridilum welchii, Eikenella corrodens, Gardnerella vaginalis, Peptococcus niger, Peptostreptococcus. სხვა და სხვა მიკროორგანიზმები: Chlamidia pneumoniae, Legionella pneumophila, Mycobacterium tuberculosis, Mycoplasma hominis, Mycoplasma pneumoniae, Ureaplasma urealyticum.
სტრეპტოკოკების და ენტეროკოკებს სხვა სახეობებსა და ანაერობების მიმართ ოფლოქსაცინი მგრძნობიარე არ არის. Treponema pallidum-ი მდგრადია ოფლოქსაცინისადმი. მოხალისეებში 60წთ-ის განმავლობაში 200 ან 400მგ ოფლოქსაცინის სხნარის შეყვანის შემდეგ მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციამ მიაღწევა 2,7 და 4,0მგ/მლ შესაბამისად, ხოლო 12სთ-ს შემდეგ კონცენტრაცია შეადგენს 0.3 და 0,7მგ/მლ. 4-ჯერადი მიღების შემდეგ კონცენტრაცია სისხლში ნარჩუნდება პიკური კონცენტრაციის მრუდის ქვეშ, 40%-ით ზემოთ, ვიდრე ერთჯერადი მიღებისას. 200მგ პრეპარატის ინტრავენური გადასხმისას 7 დღის გაბმავლობაში ყოველ 12სთ-ში ერთჯერ, მუდმივი კონცენტრაციის მრუდის მაქსიმალური და მინიმალური მაჩვენებელი შეადგენს 2,9 და 0,5მგ/მლ. პარალლურად ჩატარებული 2-ჯერადი კლინიკური კვლევისას მიღებული შედეგების მიხედვით 400მგ ოფლოქსაცინის ინტრავენური გადასხმისას ყოველ 12სთ-ში ერთჯერ, მუდმივი კონცენტრაციის მრუდის მაქსიმალური და მინიმალური მაჩვენებელი შეადგენს ერთში-5,5 და 7,2მგ/მლ და მეორეში-1,2 და 1,9მგ/მლ.
ოფლოქსაცინის 7 დღიანი გამოყენების შემდეგ განისაზღვრა ნახევრადდაშლის პერიოდი – 6 სთ(შუალედი_5-10 საათი). პლაზმური კლირენსი და ნახევრადდაშლის პერიოდი შეადგენს დაახლოვებით 15-30ლ/სთ-ში და 120ლ. ოფლოქსაცინის ელიმინაციაში ძირითად როლს ასრულებს თირკმელი, რამდენადაც მიღებული დოზის 65% 48შთს შემდეგ გამოიყოფა საშარდე გზით. კვლევის შედეგების მიხედვით მიღებული დოზის მხოლოდ 5% ხვდება შარდში შეუცვლელი ან მეტაბოლიტ N-ოქსიდის სახით. ოფლოქსაცინის 4-8% ელიმინირდება ფეკალურ მასებთან ერთად. ეს გვიჩვენებს, რომ ოფლოქსაცინი ძალიან მცირე რაოდენობით გამოიყოფა ორგანიზმიდან ეფექტის გარეშე. ოფლოქსაცინის 32% უკავშირდება ცილებს in vitro.
ჩვენებები:
ფლოქსანი 200მგ/100მლ-ში იხმარება ოფლოქსაცინისადმი მგრზნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული დაავადებებისას.
სასუნთქი გზების ინფექციები: ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია გამოწვეული Staphylococcus aureus, Haemophilus influenzae, Escherichia coli, Klebsiella, Proteus, Enterobacter, Pseudomonas, Legionella, რომლებიც იწვევენ:
_ზედა სასუნთქი გზების ინფექციები: ქრონიკული პროცესები, გამოწვეული გრამ (-) ფლორით, Pseudomonas aeruginosa, Staphylococcus aureus;
_ კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
_ მენჯის ღრუს ინფექციები;
_ბაქტერიული ენტერიტის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა ინფექციები;
_საშარდე გზების ინფექციები;
_მცირე მენჯის ღრუს ინფექციები: ურეთრიტები და ცერვიციტები, გამოწვეული Neisseria gonorroeae, Chlamidia trachomatis,
_სეპტიცემია;
უკუჩვენებები:
ი/ვ 200მგ ფლოქსანისა და სხვა ფტორქინოლონების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა.
თავისებურებები:
ოფლოქსაცინი არ გამოიყენება ბავშვებში, მოზარდებში(18 წლამდე), ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში. როგორც ყველა ფტორქინოლი, ფლოქსანი სიფრთხილით გამოიყენება კრუნჩვებისას და კრუნჩვითი მზაობისას, თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზისას, ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ გარკვეულ პრეპარატებს, თირკმლის ფუნქციის დარღვევისას.
გვერდითი მოვლენები:
გვერდითი მოვლენები, რაც შეიძლება პრეპარატის მაქსიმალური დოზის მიღებისას გამოვლინდეს: გულისრევა 3%, უძილობა3%, თავის ტკივილი 1%, თავბრუსხვევა 1%, ღებინება 1%, გამონაყარი 1%, ქავილი 1%, ქალებში გარეთა სასქესო ორგანოების ქავილი 1%, ვაგინიტი 1%, გემოვნების დარღვევები1%. ოფლოქსაცინის ხსნარის გამოყენებისას 3,63მგ/მლ პლაზმური კონცენტრაციით 2% შემთხვევაში გამოვლინდა ფლებიტი, შეშუპება, ერითემატოზული ცვლილებები ინექციის ადგილას, 4მგ/მლ კონცენტრაციისას გამოვლინდა ადგილობრივი რეაქციები ინექციის ადგილას. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტი არის გულისრევა 10%, თავის ტკივილი 9%, უძილობა 7%, ქალებში გარეთა სასქესო ორგანოების ქავილი 6%, თავბრუსხვევა 5%, ვაგინიტი 5%, დიარეა 4%, ღებინება 4%. 1%-ზე ცოტა ავადმყოფებში, რომლებიც იღებდნენ ფლოქსანის მაქსიმალურ დოზას გამოვლინდა შემდეგი ლაბორატორიული ცვლილებები: ანემია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, ლიმფოციტოპენია, თრომბოციტოპენია, თრომბოციტოზი, ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია, კრეატინინისა და აზოტის დონის მატება, ჰემოლიზური და აპლაზიური ანემია, ჰემორაგიები, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენიური პურპურა, გლიკოზურია, პროტეინურია, ტუტე ფოსფატაზისა და აატ-ს მომატება. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ცერებრალური თრომბოზი, ფილტვის შეგუბება, ტაქიკარდია, ჰიპოტენზიური შოკი; ენდოკრინული და ჰორმონალური დარღვევები: ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია პაციენტებში, რომლებიც იღებენ ინსულინს ან სხვა დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატს. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: სიყვითლე(ქოლესტატური ან ჰეპატობილიარული), ჰეპატიტი, ნაწლავთა პერფორაციები, პსევდომემბრანოზული კოლიტი, ჰემოროი, პირის ღრუს წყლულოვანი დაზიანებები. შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: ვაგინალური კანდიდოზი. ჩონჩხის კუნთების მხრივ: კუნთოვანი სისუსტე. ნერვული სისტემის მხრივ: ღამის კოშმარები, დიზორიენტაცია, ფსიქოზური რეაქციები, პარანოია, ფობიები, დეპრესია, პერიფერიული ნეიროპათია, ატაქსია, კოორდინაციის დარღვევა. სასუნთქი სისტემის მხრივ: ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, ბრონქოსპაზმი. შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ანურია, პოლიურია, შარდ-კენჭოვანი დაავადება, თირკმლის უკმარისობა, ინტერსტიციული ნეფრიტი, ჰემატურია.
წამლებთან ურთიერთქმედება:
არაა წინააღმდეგ ნაჩვენები მისი დანიშვნა ანტაციდებთან, ცუკრალფატებთან, მულტივიტამინებთან, მაგრამ როგორც სხვა ფტორქინოლები, ოფლოქსაცინი არ ინიშნება მაგნიუმის იონის შემცველ ხსნარებთან. არ ურთიერთქმედებს კოფეინთან. ციმეტიდინი მოქმედებს ოფლოქსაცინის შეწოვაზე, ახანგრძლივიბს ნახევრადგამოყოფის პერიოდს.
გამოშვების ფორმა და დოზირება:
ფლოქსანი ი.ვ. 200მგ/100მლ გამოიყენება მხოლოდ ინტრავენურად, არ ინიშნება ინტრარექტალუტად, ინტრაპერიტონეალურად და კანქვეშ. ინფუზია მიმდინარეობს ნელა, არაუმცირეს 30 წთ-სა. თირკმლის ფუნქცია დაქვეითებულ პაციენტებში დოზა დამოკიდებულია კრეატინინის კლირენსზე, მძიმე შემთხვევებში მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 400მგ-ს.
შენახვის პირობები:
ინახება შეფუთვაში, ბავშვებისგან დაცულ ადგილას, არაუმცირეს 25°C-ზე.
გამოშვების ფორმა:
ფლოქსანი ი.ვ. 200მგ/100მლ, საინფუზიო ფლაკონი.
გამოშვების სხვა არსებული ფორმები:
ფლოქსანი 200მგ ტაბ. გარსით #10
ფლოქსანი 400მგ ტაბ. გარსით # 5
გაიცემა ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი:
მუსტაფა ნევზატი ილაჩ სანაი ა.შ.
ენიბოსნა- სტამბული/თურქეთი.
დისტრიბუტორი: ასფარმა.