ფლუდიტეკი ®
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: კარბოცისტეინი
.წამლის ფორმა: 2% სიროფი ბავშვებისათვის და ჩვილებისათვის, 5% სიროფი მოზრდილთათვის.
შემადგენლობა: 2% სიროფი ბავშვებისათვის და ჩვილებისათვის 100 მლ შეიცავს: ძირითადი ნივთიერება: კარბოცისტეინი 2 გ. დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, ბანანის არომატიზატორი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, გლიცერინი, ნატრიუმის ჰიდროკსიდი, ყვითელ - ნარინჯისფერისაღებავი შ, გასუფთავებული წყალი. 5% სიროფი მოზრდილთათვის 100 მლ შეიცავს: ძირითადი ნივთიერება: კარბოცისტეინი 5 გ. დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, კარამელის არომატიზატორი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, გლიცერინი, ნატრიუმის ჰიდროკსიდი, ყვითელ – ნარინჯისფერი საღებავი S, გასუფთავებული წყალი, პატენტირებული ლურჯი საღებავი.
აღწერილობა: 2% სიროფი ბავშვებისათვის და ჩვილებისათვის: ნარინჯის ფერი გამჭირვალე სითხე ბანანის სუნიანით. 5% სიროფი მოზრდილთათვის: ღია მწმანე, ყავისფერი შეფერელობის გამჭირვალე სითხე კარამელის სუნიანით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მუკოლიზური საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისიბები: ფლუდიტეკის მუკოლიზური და ამოსახველებელი თვისებები განპირობებულია სიალოტრანსფერაზის აქტივაციით - ბრონქების ლორწოვანი გარსის ფიალისებრი უჯრედების ფერმენტის გააქტიურებით. იგი იწვევს ბრონქიალური სეკრეტის მჟავე და ნეიტრალური სიალომუცინების რაოდენობრივი თანაფარდობის აღდგენას ნორმალურ მაჩვენებლამდე, აღადგენს ლორწოს სიბლანტესა და ელასტიურობას. ხელს უწყობს ლორწოვანი გარსების რეგენერაციას, აღადგენს მათ სტრუქტურას, ააქტიურებს წამწამოვანი ეპითელის მოქმედებას. აღადგენს იმუნოლოგიურად აქტიური IgA სეკრეციას (სპეციფიური დაცვა) და ლორწოს სულფჰიდრიდული ჯგუფის კომპონენტების რაოდენობას (არასპეციფიური დაცვა). აუმჯობესებს მუკოცილიარულ კლირენს.
ფარმაკოკინეტიკა: სისხლია შრატში და სასუნთქი გზების ლორწოვანში კარბოცისტეინის მაქსიმალური კონცენტრაციის პიკი აღინიშნება მიღებიდან 2-3 სთ-ის შემდეგ და რჩება სასუნთქი გზების ლორწოვანში 8 სთ-ის განმავლობაში. კარბოცისტეინი და მისი მეტაბოლიტები ორგანიზმიდან გამოიყოფა ძირითადად შარდით.
ჩვენება: მწვავე და ქრონიკული ბრონქო – პულმონალური დაავედებები, რომელიც მიმდინარეობს ბლანტი ძნელად ამოსახველებელი ნახველისა (ტრაქეიტი, ბრონქიტი, ტრაქეობრონქიტი, ბრონქული ასთმა, ბრონქოექტაზიური დაავადება) და ლორწოს (შუა ყურის, ცხვირისა და მისი დანამატების ანთებითი დაავადებები – რინიტი, ოტიტი, სინუსიტი) გამოყოფით. ბრონქოსკოპიისა და/ან ბრონქოგრაფიის მოსამზადებელ პერიოდში.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მასში შემავალი მიმართ მიმართ.კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებება გამწვავების ფაზაში. ქრონიკული გლომერულონეფრიტი გამწვავების ფაზაში. ცისტიტი. ბავშვთა ასაკი 1 თვემდე (2% სიროფისათვის) და 15 წლამდე (5% სიროფისათვის). ორსულობა (1 ტრიმესტრი). ფლუდიტეკი განსაკუთრებული სიფრთხილით ენიშნებათ იმ პირებს, რომლებსაც აღენიშნებათ ანამნეზში ქრონიკული გლომერულონეფრიტი გამწვავების ფაზაში, აგრეთვე იმ პირებს, რომლებსაც აღენიშნებათ კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებება, ორსულობა (2-3 ტრიმესტრი) და ძუძუთი კვება.
დოზირება და გამოყენების წესი: შინაგანად მისაღები.ფლუდიტეკის 2% სიროფი ბავშვებისათვის და ჩვილებისათვის: ერთი ჩაის კოვზი (5 მლ) შეიცავს 100 მგ კარბოცისტეინს. ერთი თვიდან 2 წლამდე ბავშვებში 1 ჩაის კოვზი (5 მლ) 1-ჯერ დღეში, ბავშვებში 2-5 წლის ასაკამდე 1 ჩაის კოვზი 2-ჯერ დღეში; ბავშვებში 5 წლის ზევით 1 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში. ექიმის კონსულტაციის გარეშე მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 8-10 დღეს. ფლუდიტეკის 5% სიროფი მოზრდილთათვის: ერთი სადილის კოვზი (15 მლ) შეიცავს 750 მგ კარბოცისტეინს. თითო სუფრის კოვზი (15 მლ) 3-ჯერ დღეში ჭამამდე ან ჭამიდან 2 სთ შემდეგ. ექიმის კონსულტაციის გარეშე მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 8-10 დღეს.
გვერდითი მოვლენები: კუჭ-ნაწლავის მხრივ: შესაძლოა ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გილისრევა, ღებინება, დიარეა, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ერთეულ შემთხვევებში აღინიშნება ალერგიული რეაქცია (ქავილი, ჭინჭრის ციება, ეგზანთემა, ანგიონევროზული შეშუპება). თავბრუსხვევა, სისუსტე.
ჭარბი დოზირება: სიმპტომები: გასტრალგია, გულისრევის შეგრძნება, დიარეა. მკურნალობა: სიმპტომური. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: ზრდის ანტიბაქტერიული და გლუკოკორტიკოსტეროიდების თერაპიის ეფექტურობას, აძლიერებს ტეოფილინის ბრონქოლიზურ ეფექტურობას, ფლუდიტეკის გამოყენება ხველების საწინააღმდეგო პრეპარატებთან და ატროპინის მსგავსი ნივთიერებებთან ერთად ამცირებს კარბოცისტეინის ეფექტურობას.
საყურადღებო მითითება: ფლუდიტეკის 2% სიროფი ბავშვებისათვის და ჩვილებისათვის: შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ და დიეტაზე მყოფ პაციენტებში შაქრის დაბალი შემცველობით, საჭიროა გათვალისწინებული იქნას პრეპარატში არსებული საქაროზას შემცველობა 3,5გ საქაროზა 1 ჩაის კოვზში. ფლუდიტეკის 5% სიროფი მოზრდილთათვის: მხოლოდ მოზრდილთატვის, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ და დიეტაზე მყოფ პაციენტებში შაქრის დაბალი შემცველობით, საჭიროა გათვალისწინებული იქნას პრეპარატში არსებული საქაროზას შემცველობა 5,25გ საქაროზა 1 სადილის კოვზში.
გამოშვების ფორმა: 125 მლ გამჭვირვალე შუშის ფლაკონი, პლასტმასის საფენიანი ხრახნიანი ხუფით. 1 ფლაკონი და გამოყენების ინსტრუქცია მუყაოს ყუთში.
გამოყენების ვადა: 2 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება ყუთზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემთხვევაში.
შენახვის წესი: პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტესი 250C. მოარიდეთ ბავშვებს.გაცემის წესი: ურეცეპტოდ.
მწარმოებელი: ლაბორატორია ინოტექ ინტერნასიონალი, ინოტერა შუზი, საფრანგეთი.