ფლუმეტოლი S 10მლ თ/წვეთები

ფლუმეტოლი S
თვალის წვეთები


ჩვენებები
თვალის წინა სეგმენტისა და დანამატების ყველა ანთებითი დაავადებების, კონიუქტივიტის, ბლეფარო-კონიუქტივიტის, კერატიტის და კერატო-კონიუქტივიტის, ეპისკლერიტის და სკლერიტის, ქალაზიონის, პტერიგიუმის, დაკრიოცისტიტის და პოსტ-ოპერაციული რეაქციების დროს.

უკუჩვენებები
თვალის ჰიპერტენზია
მწვავე მარტივი ჰერპესი და რქოვანას სხვა ვირუსული მწვავე წყლულოვანი დაავადებების უმეტესობა, გარდა კომბინაციისა ჰერპესის ვირუსის საწინააღმდეგო სხვა სპეციფიკურ წამლებთან; კონიუქტივიტი წყლულოვან კერატიტთან საწყის ფაზაშიც კი (ფლუორესცეინის დადებითი ტესტი); მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ჰერპესული ვირუსული კერატიტის დროს ოკულისტის მკაცრი კონტროლის გარეშე. თვალის ტუბერკულოზი. თვალის მიკოზი.
მწვავე ჩირქოვანი ოფთალმიები, ჩირქოვანი კონიუქტივიტი და ჰერპესული და ჩირქოვანი ბლეფარიტი, რომელიც შეიძლება შეინიღბოს ან გაუარესდეს კორტიკოსტეროიდებით. ჯიბლიბო.
მომატებული მგრძნობელობა სამკურნალო ფორმის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. ხანგრძლივი მკურნალობის დროს რეკომენდებულია თვალშიდა ტონუსის ხშირი მონიტორინგი.
სტრომული ჰერპეს სიმპლექსის მკურნალობისას სტეროიდების გამოყენება სიფრთხილეს მოითხოვს.
ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გლაუკომა, რასაც მოჰყვება ოპტიკური ნერვის დაზიანება, მხედველობის ველის დეფექტები, მხედველობის დაქვეითება, უკანა სუბკაფსულარული კატარაქტას განვითარება, ან ხელი შეუწყოს თვალის ქსოვილის მიერ გამოყოფილი პათოგენებით გამოწვეული თვალის მეორადი ინფექციის სტაბილიზაციას.
ცნობილია რომ დაავადებები, რომლებიც იწვევენ რქოვანას და სკლერის გასქელებას ადგილობრივი სტეროიდები შეიძლება პერფორაციის მიზეზი გახდეს.
სტეროიდების ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს რქოვანას სოკოვანი ინფექციები. რქოვანას წყლულის ყველა ტიპის დროს, რომლის დროსაც გამოიყენებოდა ან გამოიყენება სტეროიდი მხედველობაშია მისაღები ეს შესაძლებლობა.
ინფექციის შემთხვევაში, საჭიროა შესაბამისი მკურნალობის დაწყება.

ორსულობისა და ლაქტაციის დროს გამოყენება
ადგილობრივი სტეროიდებით ხანგრძლივი და ინტენსიური მკურნალობის უსაფრთხოება ორსულობისა და ლაქტაციის დროს დადგენილი არ არის.
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ორსულებსა და ბავშვებში, თუ არ არსებობს ექიმის სხვა დანიშნულება. აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა.

დოზირება
ჩაიწვეთეთ 1-2 წვეთი კონიუქტივის პარკში 2-4 ჯერე დღეში, ექიმის დანიშნულების მიხედვით.

გვერდითი მოვლენები
იშვიათად, ლოკალური რეაქციები, როგორებიცაა წვის შეგრძნება, გაღიზიანება, პრეპარატის მიმართ შეიძლება განვითარდეს მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობის სხვადასხვა ტიპები. ამ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
ნებისმიერი შესაძლო გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გაფრთხილებები
პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა 2 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.
ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს; ერთ თვეზე მეტხანს გამოყენება არ არის რეკომენდებული.
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია კონტეინერის გახსნიდან არა უმეტეს 30 დღის განმავლობაში. 

მწარმოებელი
ფარმილა – თეა ფარმასიუტიკალს
ენრიკო ფერმის ქ. 50, 20019 სეტიმო მილანესე, მილანი, იტალია.