ფუმელონი 1მგ/მლ 5მლ თ/წვ

ფუმელონი 1მგ/მლ 5მლ თ/წვ

 ფუმელონი

 თვალის წვეთები

ფლუორომეთოლონი

შემადგენლობა: ყოველი მლ შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ფლუორომეთოლონი (USP) - 1მგ

დამხმარე ნივთიერება (კონსერვანტი): ბენზალკონიუმის ქლორიდი (KP) - 0.05მგ

სხვა დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდრატი, დინატრიუმის ედეტატის ჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ორფუძიანი ნატრიუმის ფოსფატის ჰიდრატი, ერთფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი, საინექციო წყალი, პოლისორბატი 80.

აღწერა: უფეროდან ღია ყვითელი ფერის სუსპენზია პლასტმატის ბოთლში

ჩვენება

პაციენტები თვალის წინა და უკანა სეგმენტების ანთებითი დაავადებებით: ბლეფარიტი, კონიუნქტივიტი, კერატიტი, სკლეროტიტი, ეპისკლერიტი, ირიტი, ირიდოციკლიტი, უვეიტი, პოსტ-ოპერაციული ანთება და ა.შ.

დოზირება და მიღების წესი

ჩაიწვეთეთ 1-2 წვეთი 2-4 ჯერ დღეში. დოზა შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს სიმპტომების მიხედვით.

სიფრთხილის ზომები

  1. არ გამოიყენოთ შემდეგ პაციენტებში.

1) რქოვანას და კონიუნქტივას უმეტესობა ვირუსული დაავადებები, მათ შორის ეპითელიუმის მარტივი ჰერპესი კერატიტი, ჩუტყვავილა

2) თვალის სტრუქტურების სოკოვანი დაავადებები

3) თვალის მიკობაქტერიული ინფექციები

4) ქრონიკული ბლეფარიტი

5) აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.

  1. საჭიროებისას სიფრთხილით გამოიყენეთ შემდეგ პაციენტებში, თუმცა არ არის რეკომენდებული გამოყენება.

1) რქოვანას ეპითელიური აშრევება ან კერატოჰელკოზი (სიმპტომები შეიძლება გაუარესდეს და განვითარდეს რქოვანას პერფორაცია).

2) თვალის ტუბერკულოზური ან ჩირქოვანი დაავადებები.

3) გლაუკომა

4) 2 წლამდე ასაკის ჩვილები

  1. 3. გვერდითი ეფექტები

1) თვალები

  • კორტიკოსტეროიდების გახანგრძლივებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალშიდა წნევის მომატება (IOP) გლაუკომას შესაძლო განვითარებით და მხედველობის ნერვის დაზიანებით, მხედველობის სიმკვეთრის და მხედველობის ველის დეფექტები . თვალშიდა წნევა უნდა შემოწმდეს რეგულარულად.
  • რქოვანას ჰერპესის, კერატომიკოზის, pseudomonas aeruginosa-ს ინფექციების და ა.შ. შემთხვევებში  უნდა მოხდეს სიმპტომების შესაბამისი მკურნალობა.
  • რქოვანას პერფორაცია შეიძლება განვითარდეს თუ პრეპარატი გამოიყენება რქვოანას ჰერპესის, კერატომიკოზის ან გარეგანი ჭრილობების დროს.
  • კორტიკოსტეროიდების გახანგრძლივებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს წინა სუბკაფსულარული კატარაქტას ფორმირება.
  • გახანგრძლივებულმა გამოყენებამ შეიძლება დათრგუნოს იმუნური პასუხი და ამგვარად გაზარდოს თვალის მეორადი ინფექციების რისკი.
  • სტეროიდული პრეპარატის მოქმედება  გამო შეიძლება შეინიღბოს ან გაძლიერდეს თვალის არანამკურნალები ინფექცია
  • შეიძლება განვითარდეს მწვავე უვეიტი, კერატიტი, კონიუნქტივიტი, კერატოჰელკოზი, მიდრიაზი, კონიუნქტივას ინფექცია, ციკლოპლეგია, ბლეფაროფტოზი და ა.შ.
  • ჭრილობის შეხორცების შეყოვნება: შეიძლება შეაყოვნოს კატარაქტას ნაოპერაციები ჭრილობის შეხორცება და გაზარდოს წყლულის წარმოქმნის შესაძლებლობა.
  • ჰიპოფიზის და თირკმელზედა ჯირკვლის სისტემის ფუნქციები: გახანგრძლივებულმა გამოყენებამ შეიძლება აინჰიბიროს ჰიპოფიზის და თირკმელზედა ჯირკვლის სისტემის ფუნქციები.
  • ჰიპერმგრძნობელობა: თუ განვითარდება ჰიპერმგრძნობალობა, შეწყვიტეთ გამოყენება.
  • არააქტიური ნივთიერებები: მოცემული პრეპარატი შეიცავს ფოსფატებს.

ფოსფატის შემცველი თვალის წვეთების გამოყენებასთან ასოცირებული რქოვანას კალციფიკაციის შემთხვევები შეინიშნებოდა ძალიან იშვიათად (<0,01%) პაციენტებში.

  1. 4. ზოგადი

1) 10 დღეზე მეტი ხნით გამოყენებისას, რუტინულად უნდა შემოწმდეს თვალშიდა წნევა მაშინაც კი, თუ ამის გაკეთება რთულია (ბავშვებში და არაკონტაქტურ პაციენტებში).

2) კორტიკოსტეროიდები არაეფექტურია მდოგვის გაზის კერატიტის ან შეგრენის კერატოკონიუნქტივიტის დროს

3) თუ ანთება ან ტკივილი გრძელდება 48 საათზე მეტ ხანს ან მწვავდება, შეწყვიტეთ გამოყენება და კონსულტაცისთვის მიმართეთ ექიმს.

4) კონტაქტური ლინზების დროს უნდა მოხდეს ლინზების მოხსნა პრეპარტის ჩაწვეთებამდე და კვლავ გაკეთება 30 წუთის შემდეგ.

5) თვალის ნებისმიერი წვეთის გამოყენება იწვევს მხედველობის გარდამავალ დაბინდვას. მსგავსი სიმპტომის განვითარებისას, პაციენტმა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვამდე უნდა დაიცადოს ვიდრე არ დაუბრუნდება მხედველობა.

6) ვინაიდან წითელათი ან ჩუტყვავილით ინფიცირებისას შეიძლება ფატალური მოვლენის განვითარება, პრეპარატის მიღების დროს საჭიროა შემდეგი სიფრთხილის ზომების გატარება.

  • გამოყენებამდე შეამოწმეთ სამედიცინო ისტორია, წითელას, ჩუტყვავილას და ჩატარებული ვაქცინაციების შესახებ.
  • პაციენტებზე წითელას ან ჩუტყვავილას სამედიცინო ისტორიის გარეშე, საჭიროა სათანადო დაკვირვება და სიფრთხილე წითელას ან ჩუტყვავილას პრევენციისთვის. თუ არსებობს პაციენტის დაინფიცირების ეჭვი, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას და შესაბამის ზომებს .
  • სიფრთხილე გამოიჩინეთ მაშინაც კი თუ პაციენტს აქვს წითელას ან ჩუტყვავილას სამედიცინო ისტორია და ჩატარებული ვაქცინაცია, ვინაიდან შესაძლებელია წითელას და ჩუტყვავილას პროვოცირება.
  1. 5. ორსულობა და ლაქტაცია

1) არ დადგენილა უსაფრთხოება ორსულებში. ამგვარად, ორსულობის დროს ასევე თუ აპირებთ დაორსულებას, დაუშვებელია მოცემული პრეპარატის ხანგრძლივი და ხშირი გამოყენება.

2) უცნობია გადადის თუ არა ფლუორომეთოლონი დედის რძეში. მოცემული პრეპარტის გამოყენება დაუშვებლია ლაქტაციის დროს.

  1. 6. გამოყენება პედიატრიაში

არ დადგენილა უსაფრთხოება პედიატრიაში.

  1. 7. გამოყენება გერიატრიაში

ზედმეტი სიფრთხილეა საჭირო ვინაიდან ხანდაზმულებში ფიზიოლოგიური ფუნქციები შესუსტებულია.

  1. 8. ინფორმაცია პაციენტებისთვის

1) გამოიყენება მხოლოდ თვალში

2) დაუშვებელია კონტეინერის თავის პირდაპირ თვალთან კონტაქტი

3) გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.

4) დაბინძურების თვაიდან ასაცილებლად, დაუშვებელია სხვისთვის გაზიარება.

  1. 9. შენახვის პირობები

1) შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

2) შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას და დაიცავით მზის პირდაპირიდ სხივებისგან.

3) დაუშვებელია სხვა კონტეინერში გადატანა შეცდომით გამოყენების და  ხარისხის დაზიანების პრევენციისთვის.

შენახვა: შეინახეთ მჭიდროდ თავდახურული ოთახის ტემპერატურაზე (1-30°C)

შეფუთვა: 5მლ/ბოთლი

პირველი შემოწმების თარიღის 2017.07.10 შემდეგ.

გამოიყენეთ გახსნიდან 1 თვის განმავლობაში

გამოიყენეთ მხოლოდ დადგენილი სიმპტომების სამკურნალოდ.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ფურცელი-ჩანართის შედგენის თარიღი: 88.05.18

ფურცელი-ჩანართის გადახედვის თარიღი: 17.07.10- თარიღი 2

მეორეულ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადა:

მწარმოებელი და დისტრიბუტორი

ჰანლიმ ფარმ. კო., ლტდ.

2-27, ყონგმუნ-რო, ჩეოინ-გუ, იონგინ-სი, გიეონგგი-დო, კორეა

http://www.hanlim.com