გაბაგამა 300მგ #20კაფს

გაბაგამა 300 მგ
(GABAGAMMA)


გენერიული დასახელება: gabapentin

შემადგენლობა: 1 კაფსულა  შეიცავს: გაბაპენტინი  - 300მგ,
სხვა კომპონენტები: ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, ტალკი, ჟელატინი, ტიტანიუმის დიოქსიდი, რკინის ჟანგი ყვითელი, რკინის ჟანგი წითელი.

ფორმა: კაფსულები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატი წარმოადგენს ანტიეპილეფსიურ საშუალებას. იგი წააგავს გამა-ამინოერბოს მჟავას (გამ),  რომელიც წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის შემაკავებელ მედიატორს. გაბაპენტინის თერაპიული ეფექტი განპირობებულია თავის ტვინში გამერგული მექანიზმების გაძლიერებით, რაც იწვევს ნეირონების აგზნების დაქვეითებას.

ჩვენებები: პრეპარატი ინიშნება შემდეგი დაავადებების დროს: პარციალური კრუჩხვები მეორადი გენერალიზაციით, ან მის გარეშე; ადრე ჩატარებული მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში სხვა ანტიეპილეფსიურ საშუალებებთან კომბინაციაში (როგორც დამატებითი საშუალება).

დოზირების რეჟიმი: მოზრდილებში მკურნალობის პირველ დღეს ინიშნება 300მგ 3 ჯერ დღეში. შემდგომ დღეებში დღეღამური დოზა მატულობს 300მგ-ით გამოხატული თერაპიული ეფექტის მიღებამდე. შესაძლებელია დოზის მომატება 2,4გ-მდე.

გვერდითი მოვლენები: ხშირად აღინიშნება ძილიანობა, თავბრუსხვევა, სისუსტე, თავის ტკივილი, ატაქსია, ტრემორი, დიპლოპია, ნისტაგმი, რინიტი, გულისრევა, ღებინება. იშვიათად _ მომატებული გაღიზიანება, ამნეზია, დიზართრია, კრუნჩხვები, წონის მომატება, ფარინგიტი, ხველა, დისპეფსიური მოვლენები.

უკუჩვენებები: პანკრეატიტი; მომატებული მგრძნობელობა გაბაპენტინის მიმართ; 12 წლამდე ასაკის ბავშვებში; პრეპარატის გამოყენება მონოთერაპიის სახით.

განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ეპილეფსიის შერეული ფორმების დროს, მათ შორის აბსანსების (მცირე ეპილეფსიური გულყრები), ვინაიდან მატულობს მათი გამოვლინება. პანკრეატიტის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა. პრეპარატით მკურნალობის დროს ალკოჰოლის მიღება დაუშვებელია.

შეფუთვა: 300მგ, კაფსულები; შეფუთვაში 20 ცალი.

შენახვის პირობები და ვადა: პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა _ 3 წელი.

მწარმოებელი: WOERWAG PHARMA Gmbh &Co. KG, გერმანია