გიდროკორტიზონი 1% 10გ მალ(ნიჟფ

გიდროკორტიზონი 1% 10გ მალ(ნიჟფ

ჰიდროკორტიზონი

პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება: ჰიდროკორტიზონი
საერთაშორისო დაუპატენტებელი სახელწოდება: ჰიდროკორტიზონი
წამლის ფორმა: მალამო გარეგანი გამოყენებისათვის
აღწერილობა: თეთრი მოყვითალო შეფერილობით ან ღია-ყვითელი ფერის მალამო.
შემცველობა
ჰიდროკორტიზონის აცეტატი – 1 გ და დამხმარე ნივთიერებები (ვაზელინი, ლანოლინი უწყლო, პენტოლი, სტეარინის მჟავა, ნიპაგინი, ნიპაზოლი, გასუფთავებული წყალი) 100 გ-მდე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გლუკოკორტიკოსტეროიდი ადგილობრივი გამოყენებისათვის.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ჰიდროკორტიზონი წარმოადგენს სინთეტიკურ გლუკოკორტიკოსტეროიდულ პრეპარატს ადგილობრივი გამოყენებისათვის. ახდენს ანთების, შეშუპების, ქავილის საწინააღმდეგო მოქმედებას. პრეპარატის ადგილობრივად გამოყენება რეკომენდებული დოზებით არ იწვევს გვერდით სისტემურ ეფექტებს.
გამოყენების ჩვენებები
ჰიდროკორტიზონის 1% მალამო გამოიყენება კანის ანთებითი და ალერგიული არამიკრობული ეთიოლოგიის დაავადებების, ეგზემის, ალერგიული და კონტაქტური დერმატიტის, ნეიროდერმიტის ფსორიაზის დროს.
გამოყენების წესი და დოზები
1% მალამო თხელ ფენად წაისმევა კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე 2-3-ჯერ დღეში.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათსა და თერაპიის ეფექტურობაზე, რომელიც, როგორც წესი, შეადგენს 6-14 დღეს; დაავადების რთულად მიმდინარეობისას მკურნალობის კურსის გაგრძელება 20 დღემდე შეიძლება. შეზღუდულ კერებზე ეფექტის გასაძლიერებლად შეიძლება ოკლუზიური სახვევების გამოყენება. 6 თვიდან და უფროსი ასაკის ბავშვებში მალამოს გამოყენებისას მკურნალობის საერთო ხანგრძლივობა უნდა შეიზღუდოს და გამოირიცხოს ის ღონისძიებები, რომლებიც იწვევს სტეროიდის შეწოვის რეზორბციის გაძლიერებას (სათბობი, მაფიქსირებელი და ოკლუზიური სახვევები).

უკუჩვენებები
ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. ჰიდროკორტიზონის აცეტატის მალამოს გამოყენება უკუნაჩვენებია კანის ნაჭრილობევის, წყლულოვანი დაზიანებების, ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი დაავადებების დროს. ორსულებს პრეპარატი არ ენიშნებათ.
გვერდითი მოქმედება
ჰიდროკორტიზონის მალამოთი მკურნალობისას შესაძლოა გამოვლინდეს ინდივიდუალური აუტანლობის მოვლენები ჰიპერემიის, შეშუპების და ქავილის სახით პრეპარატის წასმის მონაკვეთის ფარგლებში. მისი ხანგრძლივად გამოყენებისას ასევე შესაძლებელია კანის განმეორებითი ინფექციური დაზიანებების, ატროფიული ცვლილებების, ჰიპერტრიქოზის განვითარება. კანის ინფექციური დაზიანებების პრევენციისათვის ჰიდროკორტიზონის მალამოს დანიშვნა რეკომენდებულია ანტიბაქტერიულ და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად. მალამოს ხანგრძლივად გამოყენებისას, განსაკუთრებით დიდ დაზიანებულ მონაკვეთებზე, შესაძლებელია ჰიპერკორტიციზმის განვითარება, როგორც ჰიდროკორტიზონის აცეტატის რეზორბციული მოქმედების გამოვლინება.
ორსულობა და ლაქტაცია
გლუკოკორტიკოსტეროიდები აღწევს პლაცენტაში. ნაყოფზე ზემოქმედება უფრო გამოხატული შეიძლება იყოს პრეპარატის დიდ ზედაპირებზე წასმისას. რეკომენდებულია განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა პრეპარატის დანიშვნისას ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის გამოყენებისას ბავშვებში, სახის არეში ან ოკლუზიური სახვევების ქვეშ, მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა უნდა შემცირდეს.
ბავშვთა ასაკში თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ფუნქციის დათრგუნვა შეიძლება უფრო სწრაფად განვითარდეს. გარდა ამისა, შეიძლება გამოვლინდეს ზრდის ჰორმონის ექსკრეციის შემცირება. პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას აუცილებელია სხეულის წონის, ზრდის, პლაზმის კორტიზოლის დონის გაკონტროლება.
ჭარბი დოზა
პრეპარატის დიდი დოზებით ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპერკოტიციზმის სიმპტომების გამოვლინება.
გამოშვების ფორმა
მალამო გარეგანი გამოყენებისათვის 1%.
შეფუთვა ტუბებში 10გ.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმტეს +20°C ტემპერატურზე.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი. კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:

ღსს “ნიჟფარმი”
603950, ქ. ნიჟნი ნოვგოროდი.
გსპ-459, სალგანსკაიას ქ., 7
ტელ.: (831-2) 78-80-88, ფაქსი: (831-2) 78-80-03.