გლემპიდი
GLEMPID
GLEMPID
საერთაშორისო დასახელება - glimepiride
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები; სულფონილშარდოვანას წარმოებულები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
1 მგ ტაბლეტი #30
2 მგ ტაბლეტი #30
3 მგ ტაბლეტი #30
4 მგ ტაბლეტი #30
ყოველი ტაბლეტი მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს, შესაბამისად, 1მგ, 2მგ, 3მგ, 4მგ, 6მგ გლიმეპირიდს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (A ტიპი), მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი K-30, მაგნიუმის სტეარატი და ქვემოთ ჩამოთვლილი პიგმენტები:
გლემპიდი ტაბლეტები 1მგ: რკინის წითელი ოქსიდი (E172)
გლემპიდი ტაბლეტები 2მგ: რკინის ყვითელი ოქსიდი (E172) და ინდიგოკარმინი (E 132)
გლემპიდი ტაბლეტები 3მგ: რკინის ყვითელი ოქსიდი (E172)
გლემპიდი ტაბლეტები 4მგ: ინდიგოკარმინი (E 132)
გლემპიდი ტაბლეტები 1მგ: ყვითელი სანსეტი (E110)
მიღების წესები და დოზები
გლემპიდი მიიღება დღეში ერთხელ საუზმის დროს (ან საკვების პირველად მიღების შემდეგ). ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად არაუმეტეს ნახევარი ჭიქა ჩაის ან წყლის დაყოლებით.
გლემპიდი მიიღება ექიმის დანიშნულების შესაბამისად. გაურკვევლობის შემთხვევაში აუცილებელია ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. მოზრდილებისათვის ჩვეულებრივი დოზაა – ერთი ტაბლეტი 1-4მგ დღეში (სისხლში შაქრის კონცენტრაციიდან გამომდინარე). მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა – 6მგ. პრეპარატ გლემპიდით მკურანლობისას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტს არ გამორჩეს საკვების მიღება. მკურნალობას შეიძლება დაემატოს ინსულინი. ამ შემთხვევაში ინსულინის დოზას მიუთითებს ექიმი. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ფიქრობს, რომ გლემპიდი ავლენს ძალიან ძლიერ ან ძალიან სუსტ ეფექტს, მან კონსულტაციისათვის უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოყენების ჩვენება:
გლემპიდი ამცირებს სისხლში შაქრის კონცენტრაციას, ნაწილობრივ ინსულინის პროდუქციის ხარჯზე და ნაწილობერივ, ორგანიზმის საკუთარი ინსულინის აქტივაციის გაზრდის ხარჯზე. გლემპიდი გამოიყენება II ტიპის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ. სხეულის მასის შემცირება და ფიზიკური დატვირთვა სამკურნალო საშუალებების გარეშე, არ იძლევა სისხლში შაქრის დონის საკმარისად დაწევის შესაძლებლობას. გლემპიდი შეიძლება დაინიშნოს ინსულინთან ერთად.
გვერდითი მოვლენები
ისევე როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებმა, გლემპიდმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები.
იშვიათი არასასურველი ეფექტები (უფრო ხშირად, ვიდრე 10000 პაციენტიდან 1-ში, მაგრამ უფრო იშვიათად, ვიდრე 1000-დან 1-ში): სისხლის უჯრედული შემადგენლობის ცვლილება (ჩვეულებრივ, ნორმალიზდება პრეპარატის მიღების შეწყვეტისას) და სისხლში შაქრის დონის შემცირებისას.
ძალიან იშვიათი არასასურველი ეფექტები: (უფრო იშვიათად, ვიდრე 1000-დან 1-ში): გულისრევა, ღებინება, დიარეა, ჩაროზის შეგრძნება*, ტკივილი მუცლის არეში, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (მაგალითად, ქოლესტაზი, სიყვითლე), ჰეპატიტი, თირკმლის უკმარისობა, ჰიპერმგრძნობელობის მწვავე რეაქციები (სუნთქვის გაძნელება, არტერიული წნევის შემცირება, შოკი), ალერგიული ვასკულიტი, ფოტომგრძნობელობა, შრატში ნატრიუმის შემცველობის შემცირება.
შეიძლება ადგილი ჰქონდეს ღვიძლის ფერმენტების დონის მომატებას, კანის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებს (მაგალითად, ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება) ან ჯვარედინ ალერგიას სულფონილშარდოვანას პრეპარატებზე და სულფონილამიდებზე, მხედველობის დროებით გაუარესებას (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში).
მწვავე ან შემაწუხებელი სიმპტომების განვითარებისას, მაგალითად, სიყვითლე, ან სუნქვის გაძნელება, აუცილებელია ექიმის დაუყოვნებელი კონსულტაცია.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც აღწერილი არ არის ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
უკუჩვენება
გლემპიდი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
- ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) გლემპიდზე ან პრეპარატის ნებისმიერ სხვა კომპონენტზე, ასევე სულფონილშარდოვანას სხვა წარმოებულებზე და სულფანილამიდებზე;
- ინსულინდამოკიდებული დიაბეტი (I ტიპის), ჰიპოგლიკემიური ან ჰიპერგლიკემიური კომა, კეტოაციდოზი (ორგანიზმში მჟავე ნივთიერებების დაგროვება), თირკმლის მწვავე უკმარისობა ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
- ორსულობა და ლაქტაცია.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს გლემპიდი არ გამოიყენება. თუ პაციენტი გეგმავს ორსულობას, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს ექიმს.
გლიმეპირიდი გამოიყოფა ლაქტატში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში არ გამოიყენება.
გლემპიდის მიღების დავიწყებისას
გლემპიდის ტაბლეტის მიღების დავიწყებისას, არ შეიძლება მისი კომპენსირება შემდგომი დოზის მიღებით. საჭიროა მიღების გაგრძელება ექიმის დანიშნულებით.
პრეპარატ გლემპიდის მიღების შეწყვეტის სიმპტომები
შეიძლება გაიზარდოს სისხლში შაქრის დონე. პრეპარატის მიღების შეწყვეტამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვაზე
ამ პრეპარატის მიღების დროს, სისხლში შაქრის დონის შემცირების ან მომატების შედეგად, შეიძლება გაუარესდეს ყურადღების კონცენტრაცია და რეაქცია, ისეთ სიტუაციებში, როდესაც ეს უნარ-ჩვევები აუცილებელია, რაც მაგალითად, სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვისას, შეიძლება გახდეს სახიფათო.
განსაკუთრებული მითითებები
- საჭიროა სისხლში და შარდში შაქრის შემცველობის რეგულარული კონტროლი. სისხლში შაქრის დონის მნიშვნელოვნად შემცირების რისკი (ჰიპოგლიკემია) განსაკუთრებით მაღალია გლიმეპირიდის მიღების პირველი კვირების განმავლობაში.
- სისხლში გლიმეპირიდით გამოწვეული შაქრის დონის შემცირება, შეიძლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ, პაციენტებში ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობით.
- სხვა სამკურნალო საშუალებების ან ნატურალური სამკურნალო პრეპარატების მიღებისას, იხილეთ განყოფილება ,,ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუაელებებთან”
ჰიპოგლიკემიის სიმპტომები შეიძლება განვითარდეს:
- სხვა სამკურნალო საშუალებების ერთობლივი მიღებისას,
- პრეპარატის დანიშნულზე უფრო დიდი დოზებით მიღებისას,
- თუ პაციენტი არ იცავს კვების რეჟიმს,
- სხეულის მომატებული ტემპერატურისას,
- ძლიერი სტრესისას,
- ძლიერი ფიზიკური დავირტვისაას,
- ალკოჰოლური სასმელების გამოყენებისას.
ჰიპოგლიკემიის (სისხლში შაქრის დონის დაწევა) სიმპტომებია: შიმშილის შეგრძნება, სისუსტე, ცივი ოფლი, აგზნება, კანკალი, სიფერმკრთალე, თავის ტკივილი, კრუნჩხვები, კომა. ჩვეულებრივ, ეს ნიშნები ქრება შაქრის შიგნით მიღების შემდეგ. ამის გამო პაციენტმა მუდმივად უნდა ატაროს შაქრის მცირე რაოდენობა, მაგალითად, შაქრის ნატეხები, ხილის წვენი, შოკოლადი და ა.შ. ხელოვნური დამატკბობლები არაეფექტურია. თუ შაქრის მიღება არ შველის ან ადგილი აქვს სიმპტომების განახლებას, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
ჰიპერგლიკემიის (სისხლში შაქრის დონის მომატება) სიმპტომებია; წყურვილის შეგრძნება, მოშარდვის სურვილის გახშირება, პირის ღრუს სიმშრალე, კანის სიმშრალე. ასეთი სიმპტომების გაჩენისას საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
უბედური შემთხვევების დროს, ქირურგიული ოპერაციებისას, სხეულის ტემპერატურის მომატებისას, შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინით მკურნალობაზე გადასვლა.
გაფრთხილება
გლემპიდის ტაბლეტების არააქტიური კომპონენტების შემადგენლობაში შედის ლაქტოზა. თუ პაციენტს აქვს ზოგიერთი შაქრის აუტანლობა (ალერგია), პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
ზოგიერთმა ქიმიურმა ნივთიერებებმა, რომელებიც გამოიყენება ტაბლეტებში, როგორც საღებავი (რკინის წითელი ოქსიდი E 172, რკინის ყვითელი ოქსიდი E 172, ინდიგოკარმინი E 132, ყვითელი სანსეტი E 110, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ალერგია).
ჭარბი დოზირება
საჭიროა ექიმის დაუყოვნებელი კონსულტაცია ან მიმართვა უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი ზომების მიღება. პაციენტმა თან უნდა წაიღოს ეს ინსტრუქცია, დარჩენილი ტაბლეტები და აჩვენოს ექიმს. სიმპტომები შეიძლება განვითარდეს გლემპიდის ტაბლეტების მიღებიდან 24 საათის შემდეგ.
ჭარბი დოზირების სიმპტომებს მიეკუთვნება სისხლში შაქრის დონის შემცირება, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, მოუსვენრობა, კანკალი, მხედველობის და კოორდინაციის დარღვევა, ძილიანობა, კრუნჩხვები, კომა. თუ პაციენტი თვლის, რომ მიიღო ძალიან დიდი დოზა, მან აუცილებლად უნდა შეჭამოს შაქარი ან დალიოს ხილის წვენი. თუ ავადმყოფმა დაკარგა გონება, მისთვის საკვების ან სითხის მიცემის მცდელობა დაუშვებელია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
გლემპიდის მიღებამ სხვა სამკურნალო საშუალებებთანერტად შეიძლება გააძლიეროს ან შეასუსტოს მისი ეფექტი. ასეთი პრეპარატებია;
- ინსულინი და დიაბეტის საწინააღმდეგო პერორალური პრეპარატები;
- გახანგრძლივებული მოქმედების ზოგიერთი სულფანილამიდები;
- მეტფორმინი;
- ტეტრაციკლინები;
- სალიცილატები და პარამინოსალიცილის მჟავა;
- მაო-ს ინჰიბიტორები;
- ანაბოლური სტეროიდები და ანდროგენები (მამაკაცის საქესო ჰორმონები);
- ქინოლონები;
- მიკონაზოლი;
- აგფ ინჰიბიტორები;
- ფლუოქსეტინი;
- ალოპურინოლი;
- ესტროგენები და პროგესტაგენები;
- სალურეტიკები და შარდმდენი თიაზიდები;
- ფარისებრი ჯირკვლის სტიმულატორები და გლუკოკორტიკოიდები;
- ფენოთიაზინის წარმოებულები, ქლორპრომაზინი,
- საფაღარათე საშუალებები (ხანგრძლივი გამოყენება);
- ფენიტოინი;
- გლუკაგონი, ბარბიტიურატები, რიფამპიცინი;
- აცეტაზოლამიდი.
თუ პაციენტი ღებულობს ან ღებულობდა, რომელიმე სამკურნალო საშუალებას, მან უნდა აცნობოს ექიმს (იმის მიუხედავადაც კი თუ ისინი მიეკუთვნება ურეცეპტო ფორმებს).
ალკოჰოლის გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს ან შეასუსტოს პრეპარატ გლემპიდის ეფექტი.
გლიმეპირიდით მკურნალობისას, ნებისმიერი პრეპარატის მიღების წინ აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტით
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
ფარმაცევტული ქარხანა ეგისი
უნგრეთი