გრიზეოფულვინი 0.125გ #40ტ

გრიზეოფულვინი
ტაბლეტები


სამკურნალო საშუალების შემცველობა:
მოქმედი ნივთიერება: გრიზეოფულვინი;
1 ტაბლეტი შეიცავს 0.125 გ გრიზეოფულვინს;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, კალციუმის სტეარატი, კარტოფილის სახამებელი.
წამლის ფორმა. ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
.
სოკოს საწინააღმდეგო სისტემური გამოყენების პრეპარატები.
ფარმაკოლოგიური თვისებები. გრიზეოფულვინი წარმოადგენს ფუნგისტაზურ საშუალებას, რომელიც აქტიურია სხვადასხვა დერმატომიცეტების მიმართ (ტრიქოფიტონები, მიკროსპორუმები, ეპიდერმოფიტონები). პრეპარატი თრგუნავს სოკოს უჯრედების დაყოფას. გრიზეოფულვინი სხვადასხვა ოდენობით გროვდება კანის, თმების, ფრჩხილების უჯრედებში, და ამით უზრუნველყოფს მდგრადობას სოკოს ინფექციის მიმართ. დაზიანებული კერატინის კვდომის მიხედვით ხდება ცოცხალი ქსოვილით მისი შეცვლა.

ჩვენებები.
თავისა და რბილი კანის თმიანი ნაწილის ფავუსი, ტრიქოფიტია და მიკროსპორია, ეპიდერმოფიტია, რომელიც გამოწვეულია ტრიქოფიტონით, ასევე ფრჩხილების დაზიანებები (ონიქომიკოზები), გამოწვეული პათოგენური სოკოების მიერ (ტრიქოფიტონი, წითელი ეპიდერმოფიტონი).

უკუჩვენებები.
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, გამოხატული ლეიკოპენია და სისხლის სისტემური დაავადებები, ღვიძლისა და თირკმელების ორგანული დაზიანებები, პორფირია, ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, 3 წლამდე ბავშვთა ასაკი.

სიფრთხილე გამოყენებისას.
თირკმელების დარღვეული ფუნქციისას პრეპარატის გამოყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით შეიძლება.

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან.
გრიზეოფულვინი ამცირებს არაპირდაპირი კოაგულანტების და ესტროგენშემცველი პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობას. ბარბიტურატებთან ერთად გამოყენება იწვევს გრიზეოფულვინის სოკოს საწინააღმდგო თვისებების დასუსტებას. პრეპარატის ციკლოსპორინთან კომბინირებული მიღება იწვევს სისხლის პლაზმაში ციკლოსპორინის კონცენტრაციის დაქვეითებას.

განსაკუთრებული მითითებები.
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ჰიპერმგრძნობელობისას პენიცილინების მიმართ, სისხლის შედედების დარღვევებისას. პაციენტებს, რომელთა პროფესიული საქმიანობა მოითხოვს რეაქციის სისწრაფესა და ძლიერ ყურადღებას, პრეპარატი არ ენიშნებათ. პრეპარატის გამოყენებისას რეკომენდებულია ვიტამინური პრეპარატების მიღება: ასკორბინის მჟავა და B ჯგუფის ვიტამინური პრეპარატები. კანდიდოზის დროს პრეპარატს ეფექტი არ გააჩნია. გრიზეოფულვინით მკურნალობისას არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება.

გამოყენების წესი და დოზები.
ტაბლეტები მიიღება ჭამის დროს 3 მიღებად მცენარეული ზეთის 1 ჩაის კოვზთან ერთად. მიკროსპორიისას მოზრდილებში ინიშნება 1 გ (8 ტაბლეტი) გრიზეოფულვინი დღე-ღამეში, ბავშვებში (3 წლის ასაკიდან) – გაანგარიშებით 21-22 მგ/კგ დღე-ღამეში. პრეპარატი მიიღება ყოველდღიურად მიკოლოგიური გამოკვლევის პირველ უარყოფით შედეგამდე, შემდეგ იმავე დოზით 2 კვირის განმავლობაში დღეგამოშვებით და 4-ჯერ 2 კვირის განმავლობაში.
თავის Yმიანი ნაწილის ონიქომიკოზის, ტრიქოფიტიის, ფავუსის დროს გრიზეოფულვინის დღე-ღამის დოზა მოზრდილებში სხეულის წონით 50 კგ-მდე შეადგენს 625 მგ (5 ტაბლეტი), უფრო მეტი მასისას ინიშნება დამატებით 125 მგ ყოველ 10 კგ-ზე. ბავშვებსა და მოზარდებში ინიშნება 16 მგ/კგ დღე-ღამეში. პირველი თვის განმავლობაში პრეპარატი მიიღება ყოველდღიურად, მეორე თვე – დღეგამოშვებით, შემდეგ 2-ჯერ კვირაში. მკურნალობის საერთო კურსი საშუალოდ შეადგენს არა ნაკლებ 8 თვეს. მიკოზებისას, რომლებიც ძნელად ექვემდებარება მკურნალობას, თერაპიის კურსი შეიძლება გაგრძელდეს 12 თვე.
ჭარბი დოზის სიმპტომები. გრიზეოფულვინის ჭარბი დოზის კლინიკური გამოვლინებები ცნობილი არ არის. შესაძლოა პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის გამოვლინებები, რომლებიც მოითხოვს პრეპარატის მიღების შეწყვეტას და მადესენსიბილიზირებელი საშუალებების დანიშნვას. ჭარბი დოზის შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა, ექიმთან მიმართვა, და, საჭიროების შემთხვევაში, სიმპტომატური თერაპიის ჩატარება.

გვერდითი ეფექტები.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ღებინება, გულისრება, დიარეა, ტკივილები ეპიგასტრიუმში, ჰეპატიტი.
ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, გამონაყარი კანზე, მულტიფორმული ერითემა, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზი.
ცნს-სა და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, პერიფერიული ნეიროპათია.
სისხლწარმოქმნის სისტემის მხრივ: გრანულოციტოპენია, ლეიკოპენია.
სხვა: კანდიდოზური სტომატიტი, ფოტოსენსიბილიზაცია, ზოგჯერ – მგლურა.

ვარგისიანობის ვადა.
3 წელი 6 თვე.
ნუ გამოიყენებთ პრეპარატს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები.
ინახება მშრალ, სინათლისაგან მიუწვდომელ ადგილას, 15-25°C ტემპერატურაზე.
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა.
20 ტაბლეტი კონტურულ დანაყოფებიან შეფუთვაში, 2 შეფუთვა მოთავსებულია კოლოფში.

გაცემის წესი.
რეცეპტით.

მწარმოებლის დასახელება და მისამართი.
დსს სსც “ბორშჩაგოვსკის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა”.
უკრაინა, 03134, კიევი, მშვიდობის ქ. 17.