ჰაი
დამატენიანებელი ოფთალმოლოგიური ხსნარი, კონსერვანტის გარეშე
ნატრიუმის ჰიალურონატი 0.4%
შემადგენლობა:
ნატრიუმის ჰიალურონატი 0.4% , ნატრიუმის ფოსფატი ორფუძიანი, ნატრიუმის ფოსფატი ერთფუძიანი, ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.
შეფუთვა
ჰაი არის ოფთალმოლოგიური ხსნარი, კონსერვანტის გარეშე
ჰაის კოლოფი შეიცავს 20X0.5მლ კონტეინერს, ჰერმეტული ხუფით განმეორებითი გამოყენებისათვის
რა არის ეს?
ჰაი არის ნატრიუმის ჰიალურონატის შემცველი, სტერილური, 0.4% ოფთალმოლოგიური ხსნარი, კონსერვანტის გარეშე. ნატრიუმის ჰიალურონატი მიღებულია ბიოტექნოლოგიური სინთეზის გზით. ნატრიუმის ჰიალურონატს აქვს მუკომიმეტური, მუკოადჰეზიური და ვისკოელასტიური თვისებები, რომლებიც აღადგენენ საცრემლე აპკის მთლიანობას, ატენიანებენ, პოხავენ და იცავენ თვალის ზედაპირს.
როდის გამოიყენება?
ნატრიუმის ჰიალურონატის დამატენიანებელი და დამცავი თვისებები ხსნის თვალის სიმშრალეს, წვას, უცხო სხეულის შეგრძნებას, გაღიზიანებას, რაც გამოწვეულია გარემო ფაქტორებით: ქარი, მზე, მშრალი, კონდიცირებული ჰაერი,კომპიუტერთან ხანგრძლივი დროის დაყოვნება, მარილიანი წყალი, კვამლი, ჭარბი სინათლე, გათბობა . ასევე თვალზე ქირურგიული ჩარევა, კონიუნქტივიტი, კონტაქტური ლინზების ტარება.
პრეპარატი არ შეიცავს კონსერვანტს. მისი ხანგრძლივად გამოყენება რეკომენდებულია მგრძნობიარე თვალების მქონე პირებში.
პრეპარატი არ შეიცავს კონსერვანტს. დაწვეთება კონტაქტურ ლინზაზე უსაფრთხოა.
დოზირება და გამოყენების წესები:
1 წვეთი 2-3-ჯერ დღეში
დამცავი პაკეტის გახსნის შემდეგ, ამოიღეთ ერთი კონტეინერი და გახსენით თავსახურის შემობრუნებითა და ამოწევით. კონტეინერზე მსუბუქი დაჭერით წამლის ერთი წვეთი ჩაიწვეთეთ თვალში. დღის განმავლობაში ჩაიწვეთეთ რამოდენიმეჯერ საჭიროების მიხედვით.
უსაფრთხოების ზომები
- არ გამოიყენოთ ხსნარი თუ კონტეინერი დაზიანებულია
- არ გამოიყენოთ ხსნარი თუ გაქვთ ზემგრძნობელობა მასში შემავალ რომელიმე კომპონენტზე
- არ გამოიყენოთ ხსნარი კონტეინერზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ
- არ შეეხოთ თვალს კონტეინერის წვერით
- ჩაწვეთების შემდეგ იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა აღინიშნოს მხედველობის
- გარდამავალი დაბინდვა ხსნარის სიბლანტის გამო, რაც რამდენიმე წამში გაივლის
- სასურველია დაიცადოთ 10-15 წუთი სხვა პრეპარატის ჩაწვეთებამდე
- შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
- ხსნარი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი ოფთალმოლოგიური გამოყენებისათვის
შეინახეთ არაუმეტეს 25˚C-ისა
მწარმოებელი: ფარმიგეა სპა, ვია გ.ბ. ოლივა 8, 56121-პიზა, იტალია:
გადახედვის ბოლო თარიღი : ოქტომბერი, 2010