ჰედელიქსი
ხველების საწინააღმდეგო სიროფი
(HEDELIX)
ხველების საწინააღმდეგო სიროფი
(HEDELIX)
სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: სიროფის 5 მლ შეიცავს სუროს ფოთლების ექსტრატს DAC (2,2_ 2,9:1) _ 40მგ;
დამხმარე ნივთიერება: მაკროგოლგლიცერინჰიდროქსისტეარატი, ანისულის ზეთი, ჰიდროქსიეთილცელულოზა, სორბიტის 70%-იანი ხსნარი, პროპილენგლიკოლი, გლიცერინი, გასუფთავებული წყალი.
სამკურნალო ფორმა
სიროფი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ამოსახველებელი საშუალება.
მოქმედების მექანიზმი
ჰედელიქსის ხველების საწინააღმდეგო სიროფი წარმოადგენს მცენარეული წარმოშობის სამკურნალო საშუალებას, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას _ სუროს ფოთლების ექსტრატს. სასუნთქი გზების ანთებისას და ბრონქების ქრონიკული ანთებითი დაავადებების დროს, ჩვეულებრივი თხევადი სეკრეტი გარდაიქმნება წებოვან ნახველად, რომელიც იწვევს ხშირ და არაპროდუქტიულ ხველას. პრეპარატის მიღების შედეგად ხდება ნახველის გათხიერება, ამოხველების გაიოლება, სუნთქვის გაუმჯობესება, ხველის შემცირება ან გაქრობა.
ჩვენება
სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ინფექციურ_ანთებითი დაავადებები, რომელსაც თან ახლავს წებოვანი და ბლანტი ბრონქული სეკრეტის წარმოქმნა ან/და მისი ამოხველების გართულება
-მწვავე ქრონიკული ბრონქიტი
-ტრაქეობრონქიტი
-ბრონქული ასთმა
-ბრონქოექტაზიური დაავადება.
უკუჩვენება
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება თუ ცნობილია ჰიპერმგრძნობელობის შესახებ (ალერგიები) სუროს ექსტრაქტის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. აგრეთვე, არგინინსუქცინატსინთეტაზის უკმარისობის (დაავადება, რომელიც გამოწვეულია საშარდე ციკლის ნივთიერებათა ცვლის დარღვევით) დროს. ჰედელიქსი® ხველების საწინააღმდეგო სიროფი არ მიიღება ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობის შემთხვევაში,
სიფრთხილე
მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია!
ორსულობა და ლაქტაცია
ჰედელიქსის® ხველების საწინააღმდეგო სიროფი არ გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
მითითება დიაბეტით დაავადებულთათვის: ჰედელიქსი® სიროფი შეიძლება გამოიყენონ დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა. სიროფის 5 მლ შეიცავს 1,75გ სორბიტოლს (რაც შეესაბამება 0,44გ ფრუქტოზას) რაც შეესაბამება დაახლოებით 0,15 პე. სორბიტოლმა შესაძლოა გამოიწვიოს სუსტი საფაღარაფო მოქმედება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ცნობილი არ არის.
გამოყენების წესები და დოზირება
ჰედელიქსი® ხველების საწინააღმდეგო სიროფი მიიღება განუზავებლად. პატარა ბავშვებისათვის რეკომენდებულია ჩაით ან ხილის წვენით განზავებული ჰედელიქსის მიღება. გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სახესა და სიმძიმეზე, მაგრამ სასუნთქი გზების დაავადებების იოლი ფორმების დროსაც, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს არა უმეტეს ერთი კვირისა. ხანგრძლივი თერაპიული შედეგისათვის, პრეპარატით მკურნალობას აგრძელებენ დაავადების სიმპტომების გაქრობიდან 2_3 დღის განმავლობაში. თუ ექიმმა არ დანიშნა სხვა დოზირება, ჰედელიქსი მიიღება დღეში 3_4-ჯერ.
ქვემოთ მოყვანილია ცხრილი, რომელშიც მოცემულია პრეპარატის გამოყენება
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის.
ასაკობრივი ჯგუფი | მიღების ოდენობა | ერთჯერადი დოზა | მაქსიმალური სადღეღამისო დოზა |
მოზრდილები და ბავშვები 10 წლიდან ზევით | 3-ჯერ დღეში | 5 მლ | 300მგ აქტიური კომპონენტი |
4_10 წლის ბავშვები | 4-ჯერ დღეში | 2,5 მლ | 200მგ აქტიური კომპონენტი |
1_4 წლის ბავშვები | 3-ჯერ დღეში | 2,5 მლ | 150მგ აქტიური კომპონენტი |
1 წლამდე ასაკის ბავშვები | 1-ჯერ დღეში | 2,5 მლ | 50 მგ აქტიური კომპონენტი |
ჰედელიქსი® ხველების საწინააღმდეგო სიროფის შეფუთვაში არის საზომი კოვზი, რომელიც შეესაბამება 5მლ-ს და გააჩნია ნიშნები: ,,1/4”, ,,1/2” და ,,3/4”, რაც შეესაბამება 1,25მლ, 2,50მლ და 3,75მლ-ს.
ჭარბი დოზირება
სიროფის დიდი რაოდენობით მიღების შემდეგ, შესაძლოა განვითარდეს გასტროენტერიტი, რაც ძირითადად განპირობებულია პრეპარატში საპონინების შემცველობით. მკურნალობა სიმპტომურია.
გვერდითი ეფექტები
პაციენტებს, რომელთაც გააჩნიათ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, შესაძლოა განუვითარდეთ დარღვევები კუჭ_ნაწლავის ტრაქტში, რაც გამოიხატება გულისრევისა და ღებინების, აგრეთვე ფაღარათის სახით.
რაიმე არასასურველი ეფექტის გამოვლინების დროს საჭიროა ექიმის კონსულტაცია!
გამოშვების ფორმა:
100 მლ სიროფი ყავისფერ შუშის ბოთლში საზომ კოვზთან და ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია კოლოფში.
შენახვის ვადა
5 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ!
შენახვის ვადა ფლაკონის გახსნის დღიდან _ 6 თვე.
შენახვის პირობები
ინახება 15°C-25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის პირობა
გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი
კრეველ მოიზელბახ გმბხ.
კრეველშტრასეე 2,
D _ 53783 აიტორფი, გერმანია.