ჰეპაბენე
Hepabene
Hepabene
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ჰეპატოპროტექტორები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
კაფსულა #30
სამკურნალო საშუალების შემდგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს: შავთარას ექსტრაქტი 275 მგ; ბაყაყურას მშრალი ექსტრაქტი 70-100 მგ
აღწერილობა:
ნარინჯისფერ - მოყავისფრო ფხვნილის შემცველი ღია ყავისფერი ჟელატინის მყარი კაფსულები
ფარმაკოლოგიური თვისებები
ჰეპაბენე წარმოადგენს მცენარეული წარმოშობის კომბინირებულ საშუალებას, შეიცავს შავთარას სამკურნალო ექსტრაქტს და ლაქოვანი ბაყაყურას მშრალ ექსტრაქტს.
შავთარას სამკურნალო ექსტრაქტი, რომელიც შეიცავს ალკალოიდ ფუმარინს, ახდენს სეკრეტირებული ნაღველის რაოდენობის ნორმალიზებას, ხსნის ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების სპაზმს, რითაც აადვილებს ნაწლავებში ნაღველის მიდინებას. ბაყაყურას ნაყოფის ექსრაქტი შეიცავს სილიმარინს, რომელიც ავლენს ჰეპატოპროტექტორულ თვისებებს მწვავე და ქრონიკული ინტოქსიკაციების დროს, ბოჭავს ღვიძლის ქსოვილში თავისუფალ რადიკალებსა და ტოქსიურ ნაერთებს, გააჩნია ანტიოქსიდანტური და მემბრანომასტაბილებელი აქტივობა. ასტიმულირებს ცილის სინთეზს, ხელს უწყობს ღვიძლის უჯრედების აღდგენას.
ჰეპაბენე ახდენს ღვიძლის ფუნქციის ნორმალიზებას სხვადასხვა მწავე და ქრონიკული პათოლოგიური მდგომარეობების დროს.
ჩვენებები
ჰეპაბენეს კაფსულები გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
- სანაღვლე გზების დისკნეზიის დროს კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში (მათ შორის ქოლეცისტექტომიის დროს)
- ქრონიკული ჰეპატიტების დროს კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში
- ღვიძლის ქრონიკული დაზიანების დროს კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში
გვერდითი მოვლენები
შესაძლოა განვითარდეს ალერგიული რეაქციები
ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა პრეპარატს ჰქონდეს სასაქმებელი მოქმედებადა დიურეზის მომატება.
შეჩვევის ეფექტი არ არის დაფიქსირებული
უკუჩვენება
ჰეპაბენეს კაფსულების გამოყენება უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
- პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.
- ღვიძლისა და სანაღვლე გზების მწვავე ანთებითი დაავადებების დროს.
ორსულობა და ლაქტაცია
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს სარწმუნო მონაცემები ჰეპაბენეს კაფსულების ნაყოფსა და ჩვილ ბავშვებზე უარყოფითი ზემოქმედების შესახებ, მისი გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ განისაზღვრება პრეპარატის მიღების შედეგად შესაძლო სარგებელსა და რისკს შორის თანაფარდობა. მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
განსაკუთრებული მითითებები
ჰეპაბენეს კაფსულებით მკურნალობის პერიოდში ავადმყოფებმა მკაცრად უნდა დაიცვან ექიმის მიერ შერჩეული რეჟიმი, დიეტა და სხვა მედიკამენტური დანიშნულებანი, აგრეთვე თავი უნდა შეიკოვონ ალკოჰოლის მიღებისაგან.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
დღემდე არ არის აღწერილი
შენახვის პირობები და ვადები
5 წელი.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
შეინახეთ ტემპერატურაზე არაუმეტეს 25ºC-ისა.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
Merckle GmbH
გერმანია