ჰეპელი N#50ტ

ჰეპელი
Hepeel
 
 
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტი #50 ან 250

1 ტაბლეტი შეიცავს: Chelidonium D4, nux moschata D4 - Sesabamisad 30 mg; Phosphorus D6 - 15 mg, Veratrum D6 - 60 mg; Colocynthis D6 - 90 mg, lycopodium D3, China D3 - შესაბამისად 30 მგ; Carduus marianus D2 - 15 მგ. ასევე Lactose-Monohydrat და Magnesiumstearat.

ჩვენებები
ღვიძლის ფუნქციის პირველადი და მეორადი დარღვევები, ღვიძლის სხვადასხვა დაზიანებები.

გვერდითი მოვლენები
არ გააჩნია.

უკუჩვენება

ტაბლეტები: გაძლიერებული მგრძნობელობა ქინინის პრეპარატების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები
Hepeel ინიშნება, აგრეთვე მეტეორიზმის, მადის დაკარგვის და სხვა დაავადებებისას (მაგ., ეგზემები, პოლიართრიტი და სხვა), რომელთა დროს აუცილებელია ღვიძლის დეზინტოქსიკაციური ფუნქციის გააქტივება. Hepeel შეიძლება დანიშნულ იქნეს უჯრედოვან ფაზათა ყველა დაავადებისას, აგრეთვე, როგორც დამხმარე საშუალება ფერიჭამიებისას.
ქოლეცისტიტის, ქოლანგიტის და ნაღვლის სადინარების სხვა დაზიანებისას, რომელსაც თან ახლავს ღვიძლის პარენქიმის დაზიანება (ქოლესტაზი) - ნაჩვენებია Chelidonium-Homaccord- ის გამოყენება; გასტრიტისას და გასტროკარდიალური სიმპტომოკომპლექსისას ნაჩვენებია Gastricumeel და Nux vomica-Homaccord.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები და ვადები

დაიცავით გადახურებისგან! შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, (ტუბი, ფლაკონი) დაიხუროს გამოყენებისთანავე

აფთიაქში გაცემის წესი

პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ


მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა

Biologische Heilmittel Heel GmbH

გერმანია