ჰერბასპრინი 0.38გ #30ტ

ჰერბასპრინი

(ინსტრუქცია)

შემადგენლობა:                                                                             

ასკილის ნაყოფების მშრალი ექსტრაქტი                                   100 მგ.

Extractum Fructus Rozae siccum

თეთრი ტირიფის ქერქის მშრალი ექსტრაქტი                            150  მგ.

Extractum Corticis Salix Alba siccum

ვარდისფერი როდიოლას მშრალი ექსტრაქტი                            20 მგ.

Exstractum Rhodiola roseaei siccum

ანდროგრაფისის ბალახის მშრალი ექსტრაქტი                           50 მგ.

Extractum Herbae Andrographis Paniculatae siccum

ფარმაკოლოგიური თვისებები:

  • ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და ბაქტერიოციდული მოქმედება;
  • სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება;
  • იმუნომასტიმულირებელი მოქმედება;
  • თრომბოციტების აგრეგაციის შეფერხება.

ჩვენებები:

  • სხვადასხვა გენეზის სუსტი და საშუალო ინტენსივობის ტკივილის სინდრომი;
  • სხვადასხვა გენეზის ცხელება;
  • იმუნიტეტის დაქვეითება;
  • თრომბოზების, თრომბოემბოლიების და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ტრანზიტორული იშემიური დარღვევების პროფილაქტიკა.

„ჰერბასპრინი“ რეკომენდირებულია, როგორც ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალება გაცივებისა და ინფექციური დაავადებების დროს.

უკუჩვენება და გვერდითი მოვლენები: 

ინდივიდუალური შეუთავსებლობა პარასამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ.

მიღების წესი და დოზირება:

2-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

შენახვის ვადა და პირობები:

3 წელი. ინახება მშრალ, მზისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ს.ს. “ჯორჯიან ფარმაცევტიკალ გრუპ”-ი

ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 41

ტელ: +995(32) 239 58 46