იმოპერი 667 მგ/მლ სიროფი
IMOPER
IMOPER
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება 1 მლ სიროფში: ლაქტულოზა 667 მგ, გალაქტოზა არაუმეტეს 150 მგ, ლაქტოზა არაუმეტეს 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: კალიუმის სორბატი E 202, კარამელის არომატი, გასუფთავებული წყალი.
წამლის ფორმა
სიროფი
მოქმედება:
იმოპერი შეიცავს ლაქტულოზას (საქაროზას), რომელიც არ იშლება წვრილი ნაწლავის ფერმენტებით და აღწევს მსხვილ ნაწლავში უცვლელი სახით. მსხვილ ნაწლავში ლაქტულოზა ნაწლავის ბაქტერიული ფლორის ზემოქმედებით ორგანულ მჟავებად გადამუშავდება, რაც იწვევს ნაწლავში მჟავიანობის შემცირებას და მსხვილი ნაწლავის შემცველობის გაზრდას. ეს ასტიმულირებს ნაწლავის პერისტალტიკას (ნაწლავების კედლების რითმულ შევიწროვებას), აწესრიგებს განავლის კონსისტენციას და აღადგენს მსხვილი ნაწლავის ფიზიოლოგიურ რითმს.
ჩვენებები:
• ყაბზობის სამკურნალოდ და მსხვილი ნაწლავის ფიზიოლოგიური რითმის რეგულირებისათვის.
• კლინიკური საჭიროების დროს განავლის დასარბილებლად და დეფეკაციის გასაადვილებლად ბუასილის, ანალური ფისტულების და ნახეთქების დროს, ქირურგიული ოპერაციული ჩარევების საჭიროების დროს მსხვილ ნაწლავსა და ანალურ ხვრელზე.
• პორტალური სისტემური ენცეფალოპათიისას _ ღვიძლის პრეკომისა და კომის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.
უკუჩვენებები:
• მომატებული მგრძნობელობა აქტიური ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
• ნაწლავური გაუვალობა.
უსაფრთხოების ზომები:
რამოდენიმე დღის განმავლობაში კლინიკური ეფექტის არარსებობის ან ყაბზობის განახლების დროს მკურნალობის დასრულების შემდეგ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
დღე _ ღამის რეკომენდებული დოზების დანიშვნა ყაბზობის სამკურნალოდ ან დეფეკაციის გასაადვილებლად პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით დასაშვებია.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
რეკომენდებულია იმოპერის ერთობლივი გამოყენება სამკურნალო საშუალებებთან, რომელთა შეწოვა ან ორგანიზმიდან გამოყოფა დამოკიდებულია ნაწლავის მჟავიანობაზე, ვინაიდან პრეპარატი იწვევს მის შემცირებას.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს:
იმოპერის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს შეიძლება რეკომენდებული დოზებითა და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობით.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე:
იმოპერი ზეგავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე.
მონაცემები დამხმარე ნივთიერებათა შესახებ:
ვინაიდან პრეპარატი შეიცავს გალაქტოზას, მისი გამოყენება შეუძლებელია ავადმყოფებში ლაქტოზას უკმარისობით, გალაქტოზემიით ან გლუკოზურ/გალაქტოზური სინდრომით.
გამოყენების წესი და დოზები:
დღე _ ღამის დოზა ინიშნება ერთჯერადად დილით ჭამის დროს.
დღე _ ღამის დოზები განისაზღვრება ინდივიდუალური მოთხოვნილების შესაბამისად. პრეპარატის მოქმედების სპეციფიკური მექანიზმის გამო კლინიკური ეფექტი ვლინდება რამოდენიმე დღეში.
ეფექტის არარსებობისას პრეპარატის მიღების პირველი ორი დღის შემდეგ შეიძლება დოზის მომატება.
დღე _ ღამის რეკომენდებული დოზები
ყაბზობა და დეფეკაციის გაადვილების კლინიკური საჭიროება
საწყისი დოზა | შემანარჩუნებელი დოზა | |
მოზრდილები | 10-45 მლ | 10-25 მლ |
7-14 წლის ბავშვები | 15 მლ | 10-15 მლ |
1-6 წლის ბავშვები | 5-10 მლ | 5-10 მლ |
1 წლამდე ასაკის ბავშვები | 5 მლ | 5 მლ |
ღვიძლის პრეკომა და კომა
დღე _ ღამის საწყისი დოზა 30-50 მლ 3-ჯერ.
დღე – ღამის შემანარჩუნებელი დოზა ინდივიდუალურად შეირჩევა ისე, რომ რბილი განავალი იყოს დღე _ ღამეში 2-3-ჯერ გაანგარიშებით, რომ განავლის pH მაჩვენებელი იყოს 5.0-5.5 ფარგლებში.
ჭარბი დოზირება
მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზის შესახებ არ არსებობს. მაღალი დოზების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილები მუცლის არეში და ფაღარათი. ამ შემთხვევებში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
გვერდითი რეაქციები:
მიღების პირველ დღეებში შეიძლება მოხდეს მეტეორიზმის განვითარება (ნაწლავში გაზების წამოქმნა). ჩვეულებრივ ეს მოვლენა თანდათან მცირდება და გაივლის რეკომენდებულზე უფრო მაღალი დოზების მიღებისას, შესაძლოა აღინიშნოს მუცლის არეში ტკივილები და დიარეა, რაც დოზის შემცირებას საჭიროებს.
ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი დოზების გამოყენებისას ღვიძლის პრეკომისა და კომის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის შეიძლება განვითარდეს ფაღარათი და ორგანიზმში მარილების ბალანსის დარღვევა.
შეფუთვა:
200 მლ სიროფი მუქი შუშის ფლაკონში, 20 მლ ტევადობის საზომი ჭიქა და გამოყენების ინსტრუქცია მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
გაყინვა არ შეიძლება!
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადა შეფუთვის გახსნიდან _ 28 დღე.
გაცემის წესი:
რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი:
ბალკანფარმა-ტროიანი ად, ბულგარეთი.
5600, ქ.ტროიანი, "კრაირეჩნას" ქ. #1