იმუნო-რიცი #20კაფს

იმუნო-რიცი #20კაფს
იმუნო-რიცი®
Immuno Ritz


შემადგენლობა
პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს: 30 მგ ექინაცეას (Echinacea purpurea) მშრალ ექსტრაქტს, 250 მგ უნკარიას (Uncaria tomentosa) მშრალ ექსტრაქტს და 160 მგ ჰავაურ სპირულინას (Spirulina Havais).

მოქმედების მექანიზმი

იმუნო-რიცი მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატია.
იმუნო-რიცის მოქმედება დამყარებულია მისი შემადგენელი კომპონენტების ერთობლივ მოქმედებაზე.
ექინაცეას ახასიათებს იმუნომასტიმულირებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. პრეპარატის შემცველი პოლისაქარიდები ზრდიან ლეიკოციტებისა და მაკროფაგების ფაგოციტოზის უნარს, გლიკოპროტეიდები ასტიმულირებენ ინტერლეიკინ-1-ის, ენდოგენური ინტერფერონის გამომუშავებას. ექინაცეას მოქმედი ნივთიერებების კომპლექსი ხელს უწყობს T-ჰელპერების ფუნქციების გაუმჯობესებას და B-ლიმფოციტების პლაზმურ უჯრედებში ტრანსფორმაციას.
უნკარიას მოქმედება ძირითადად განპირობებულია მასში ალკალოიდების, გლიკოზიდების, ტრიტერპენებისა და ფლავონოიდების არსებობით. ხასიათდება ანტიოქსიდანტური, ანტივირუსული და სუსტი ჰიპოტენზიური თვისებებით. თ-ლიმფოციტების და მაკროფაგების აქტივაციის, იმუნოგლობულინების სპექტრის ნორმირებისა და ლეიკოციტების ფაგოციტოზის უნარის გაზრდის ხარჯზე იწვევს იმუნური სისტემის მსუბუქ სტიმულაციას. მოქმედებს უჯრედული იმუნიტეტის დონეზე.
ჰავაური სპირულინა მტკნარი წყლის ლურჯ-მწვანე მიკროწყალმცენარეა, რომელიც შეიცავს ცილას, უჯერ ცხიმოვან მჟავებს, გამა-ლინოლენის მჟავას, ბეტაკაროტინს, ვიტამინ B12-ს, მაკრო და მიკროელემენტებს, ქლოროფილს. ახასიათებს იმუნომასტიმულირებელი, ანტიოქსიდანტური, ენტეროსორბიული და ზოგადმატონიზირებელი თვისებები. ასტიმულირებსT-ლიმფოციტების გამომუშავებას.

ჩვენება

გამოიყენება იმუნური სისტემის სტიმულაციის მიზნით:
- გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
- სხვადასხვა ლოკალიზაციის და ეტიოლოგიის ქრონიკული მორეციდივე ანთებითი დაავადებების თანმხლები იმუნოდეფიციტური მდგომარეობანი;
- ორგანიზმის საერთო გადაღლა;
- ანტიბიოტიკოთერაპიის, ციტოსტატიკური, იმუნოდეპრესიული და სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი.

უკუჩვენება

- პროგრესირებადი სისტემური დაავადებები: ტუბერკულოზი, ლეიკოზები, აუტოიმუნური დაავადებები, გავრცელებული ათეროსკლეროზი;
- პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.
უსაფრთხოების ზომები
იმუნო-რიცი სიფრთხილით ინიშნება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში.
დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.
იმუნო-რიცის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება აღწერილი არ არის.
ორსულობა და ლაქტაცია - ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში პრეპარატის უსაფრთხოება შესწავლილი არ არის.

დოზირება და მიღების წესი

მოზრდილებში იმუნო-რიცი ინიშნება თითო კაფსულა დღეში სამჯერ, საკვების მიღებისგან
დამოუკიდებლად.
მკურნალობის ხანგრძლივობა - არაუმეტეს 6-8 კვირა.
კაფსულები მიიღება დაუღეჭავად, მცირეოდენ სითხესთან ერთად.

გვერდითი მოვლენები

პრეპარატი კარგად გადაიტანება, იშვიათად ადგილი აქვს მომატებული მგრძნობელობის რეაქციებს.

ვარგისიანობა და შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა

შეფუთვაში 20 კაფსულა.

დანიშნულება

ექიმის რეცეპტის გარეშე!

მწარმოებელი ფირმა:

შ.პ.ს. “ჯი-ემ-პი” (საქართველო)