ინდომეტაცინი მალ10% 40გ(ბალკნფ

ინდომეტაცინი 10%
Indometacin
მალამო გარეგანი გამოყენებისათვის



შემცველობა:

1 გ მალამო შეიცავს 100 მგ ინდომეტაცინს
დამხმარე ნივთიერებები: ფოლესტეროლი, სტეარინის სპირტი, დიმეთილსოლფოქსიდი, ბრონოპოლი, თეთრი ცვილი, უწყლო ლანოლინი, თეთრი ვაზელინი.

წამლის ფორმა: მალამო გარეგანი გამოყენებისათვის.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
არასტეროიდული ანთებსაწინააღმდეგო საშუალება. ATC კოდი MO2AA23. იმდომეტაცინი აღშობს ანთებას დაზიანებულ სახსრებსა და ქსოვილებში და ამგვარად ამსუბუქებს ტკივილს და ამცირებს შეშუპებას. ღრმად აღწევს კანქვეშა და სახსრების გარშემო ქსოვილებში. ზრდის დაზიანებული სახსრების მოძრაობათა მოცულობას.


ჩვენებები:
•    სახსრების მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები (რევმატოიდული პოლიართრიტი, ანკილოზირებადი სპონდილიტი, ფსორიატული ართრიტი);
•    რბილი ქსოვილების რევმატიზმი (ტენდოვაგინიტი, ბურსიტი, ფიბროზიტი, პერიართრიტი);
•    აქტივირებული ართროზი; დისკოპათიები, ნევრიტები, პლექსიტები, რადიკულიტები;
•    პოსტოპერაციული შეშუპება, კონტუზიები, ამოვარდნები, დაჭიმულობები.

სამკურნალო საშუალების სწორი გამოყენებისათვის აუცილებელი ინფორმაცია
უკუჩვენებები:
•    ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;
•    ჰიპერმგრძნობელობა არასტეროიდული ანთებსაწინააღმდეგო საშუალებების მიმართ;
•    აქტიური წყლულოვანი დაავადება, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, კოაგულოპათიები;
•    არ გამოიყენება ღია ჭრილობებზე, ლორწოვან გარსებზე, პირის ღრუში, თვალებზე.

სიფრთხილე გამოყენებისას:
მკურნალობის დაწყებამდე შეატყობინეთ მკურნალ ექიმს, თუ რაიმე თანმხლები დაავადებები გაგაჩნიათ!

რეკომენდებული არ არის 14 წელზე უმცროს ბავშვებში გამოყენება, ვინაიდან საკმარისი კლინიკური გამოცდილება არ არსებობს. პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის ავადმყოფებში ანამნესტიკური მონაცემებით ან დამტკიცებული ძლიერი მგრძნობელობით საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების მიმართ, ბრონქიალური ასთმით, ალერგიული რინიტით ან სხვა ატოპიებით. პრეპარატის ხანგრზლივი გამოყენება, განსაკუთრებით კანის დიდ მონაკვეთებზე შეზღუდულ უნდა იქნეს ავადმყოფებში ღვიძლისა და თირკმელის მძიმე დაავადებებით. გამოიყენება მხოლოდ ინტაქტურ კანზე.

ურთიერთმოქმედება სამკურნალო საშუალებებთან:
აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს, რომ თქვენ სარგებლობთ რაიმე სხვა პრეპარატებით!

სხვა ადგილობრივი გამოყენების პრეპარატებთან ურთიერთმოქმედების შესახებ მონაცემები არ არის.
რეკომენდებული არ არის მალამოს გამოყენება კორტიკოსტეროიდულ პრეპარატებთან, ვინაიდან შესაძლებელია მათი ულცეროგენული ეფექტის გაძლიერება.

განსაკუთრებული მითითებები:
ანტიბიოტიკებთან, ანტიკოაგულანტებთან და დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას აუცილებელია შესაბამისი ლაბორატორიული მაჩვენებლების კონტროლი.
ხანგრძლივი მკურნალობისას (10 დღეზე მეტი) აუცილებელია თვალყური ედევნოს სისტემური ეფექტების – ფეპატოტოქსიკურობა, თავის ძლიერი ტკივილი, სისხლჩაქცევები, შესაძლო გამოვლინებას; აუცილებელია ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობათა მონიტორინგი.

ორსულობა და ლაქტაცია:

არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს. კლინიკური გამოცდილება, რომელიც ადასტურებს ინდომეტაცინის მალამოს გამოყენების უსაფრთხოებას ორსულობისა და ლაქტაციის დროს, არ არსებობს, რის გამოც გამოყენება დაუშვებელია.


ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:

მალამო არ ახდენს გავლენას აქტიურ ყურადღებაზე და მისი გამოყენება შეიძლება ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებისა და მანქანების ოპერატორთა მკურნალობისათვის.

ინფორმაცია სწორი გამოყენების შესახებ
გამოყენების წესი და დოზირება:
•    უფროსები
სამკურნალო პრეპარატი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისათვის, კანზე წასასმელად. წაისმევა 2-3 ჯერ დღეში თხელი ფენის მსუბუქი შეზელვით დაზიანებულ მონაკვეთზე. ერთი დამუშავებისათვის საკმარისი რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 4-5 სმ მალამოს. საერთო გამოყენებული დღე-ღამის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 15 სმ. მკურნალობის ხანგრძლივობა არაუმეტეს 10 დღისა.
•    14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
ერთჯერადი და დღე-ღამის დოზები დაახლოებით უდრის უფროსთა დოზის ნახევარს, ე.ი. ერთი შეზელვისათვის საკმარისი რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 2-2.5 სმ მალამოს. დღე-ღამის საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 7.5 სმ მალამოს.
მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს.
ინდომეტაცინის 10% მალამოს გამოყენება შეიძლება კომპლექსურ მკურნალობაში ამ სამკურნალო პრეპარატის ტაბლეტებთან.

ჭარბი დოზა:
პრეპარატის ადგილობრივი გამოყენებისას ჭარბი დოზის შემთხვევები ცნობილი არ არის. პრეპარატის ჩაყლაპვისას შესაძლოა გამოვლინდეს წვა პირის ღრუში, სალივაცია, ღებინება, გულისრევა. ამ შემთხვევებში კეთდება პირის ღრუსა და კუჭის გამორეცხვა, ჩვენებებისას – სიმპტომატური მკურნალობა.

მალამოს მოხვედრისას თვალებში, ლორწოვან გარსზე ან ღია ჭრილობებზე აღინიშნება ადგილობრივი გაღიზიანება – ცრემლდენა, სიწითლე, წვა, ტკივილი. ამ შემთხვევებში უნდა მოხდეს დაზიანებული მონაკვეთის ჩამობანა დისტირილებული წყლით ან ფიზიოლოგიური ხსნარით ჩივილების გაქრობამდე ან შემცირებამდე.
თუ შენიშნავთ ამდაგვარ სიმპტომებს ექიმს მიმართეთ დოზის შესამცირებლად ან მკურნალობის შესაწყვეტად.

გვერდითი ეფექტები:
პრეპარატის ამტანობა ჩვეულებრივ კარგია. შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის სიმპტომების გამოვლინება კანის მხრივ – ქავილი, ერითემა, გამონაყარი კანზე, წვის შეგრძნება გამოყენების ადგილას.

თუ აგეღნიშნათ რაიმე გვერდითი მოვლენები ან უჩვეულო რეაქციები, გთხოვთ, შეუთანხმდით თქვენს ექიმს შემდგომი მკურნალობის შესახებ!


ვარგისიანობის ვადა:
2 (ორი) წელი.

არ მიიღოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ!

შენახვის პირობები:
სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

არ გაყინოთ! შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ურეცეპტოდ.


შეფუთვა:
40 გ. მემბრანულ ალუმინის ტუბებში. ერთი ტუბი მუყაოს კოლოფში ფურცელ-სადებთან ერთად.


მწარმოებლის დასახელება და მისამართი:
ბალკანფარმა-ტროიანი ად. ბულგარეთი
5600, ქ. ტროიანი, კრაირეჩნას ქ. #1.