ჯოინტეისი კოლაგენი
JOINTACE COLLAGEN
ქონდროიტინით და გლუკოზამინით
30 ტაბლეტი
JOINTACE COLLAGEN
ქონდროიტინით და გლუკოზამინით
30 ტაბლეტი
გამოყენების რეკომენდაცია:
ჯოინტეისი კოლაგენი წარმოადგენს ქონდროიტინის და გლუკოზამინის კომბინაციას, რომელიც ხელს უწყობს ჯანმრთელი სახსრების შენარჩუნებას. მისი აქტიური ინგრედიენტებია:
კოლაგენი - წარმოადგენს ხრტილის, ძვლების, იოგების, მყესების და კანის შემაერთებელი ქსოვილის სტრუქტურულ ცილას.
გლუკოზამინის სულფატი – სპეციალური ინგრედიენტი, რომელიც უზრუნველყოფს სახსრების ელასტიურობის შენარჩუნებას. ორგანიზმს გააჩნია ბუნებრივი მოთხოვნილება გლუკოზამინზე კოლაგენის წარმოსაქმნელად, რათა მოხდეს სახსრებისა (ხრტილის) და სინოვიალური სითხის რეგენერაცია და აღდგენა. გლუკოზამინი ჯოინტეისში წარმოდგენილია მინერალების ფორმით, რაც უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ აბსორბციას.
გინგერის(კოჭა) ექსტრაქტი – რომელიც ზოგადად დაკავშირებულია სახსრების ჯანმრთელობასთან.
ქონდროიტინის სულფატი (ხსნადი) – ხელს უწყობს პროტეინების წარმოქმნას, რაც უზრუნველყოფს ხრტილის ელასტიურობას და მოქმედებს სინერგიულად გლუკოზამინთან ერთად, რაც საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს ჯანსაღი სახსრების შენარჩუნებას. ჯოინტეისი შეიცავს ქონდროიტინის მაღალხარისხიან დაბალი მოლეკულური წონის ფორმას.
მიკროელემენტები და ვიტამინები – მათ შორის ანტიოქსიდანტური ვიტამინები C და E. ასევე შეიცავს D ვიტამინს, რაც ხელს უწყობს ძვლის სიმტკიცის შენარჩუნებას.
შემადგენლობა
აქტიური ინგრედიენტი | საშ. 2 ტაბლეტი | რეკომენდებული დღიური რაციონი % |
კოლაგენი (ტიპი II კომპლექსი) | 300მგ | - |
გლუკოზამინის სულფატი | 1000მგ | - |
ქონდროიტინის სულფატი | 100 მგ | - |
ვიტამინი E | 40 მგ | 400 |
ვიტამინი D | 10 მკგ | 200 |
ვიტამინი C | 60 მგ | 100 |
ფოლაცინი (ფოლის მჟავა) | 400 მკგ | 200 |
ვიტამინი B12 | 20 მკგ | 2000 |
თუთია | 10 მგ | 67 |
მანგანუმი | 4 მგ | - |
სპილენძი | 1.0 მგ | - |
სელენი | 120 მკგ | - |
გინგერის ფესვის ექსტრაქტი | 80 მგ | - |
მიღების წესი
დღეში 2 ტაბლეტი ძირითად საკვებთან ერთად. ტაბლეტი მიიღება ერთი ჭიქა წყლის ან ცივი სასმელის მიყოლებით. არ შეიძლება ტაბლეტების დაღეჭვა და რეკომენდებულზე მეტი დოზის მიღება.
ჟოინტეისი კოლაგენის ეფექტი ვლინდება გარკვეული პერიოდის შემდეგ. ამდენად, რეკომენდებულია მისი რეგულარულად მიღება. ჯოინტეისი კოლაგენის მიღებისას რეკომენდებულია ბალანსირებული კვება, უმჯობესია საკვები მდიდარი იყოს თევზის ცხიმით.
ეს პრეპარატი არ მიიღება თევზის ან წყლის ცხოველების მიმართ ალერგიის დროს. ჯოინტეისი კოლაგენი შეიცავს ნატურალური ქიტინისგან მიღებულ გლუკოზამინს. დიაბეტით დაავადებულ პაციენტებმა ჯოინტეისი კოლაგენის მიღებამდე უნდა მიმართონ ექიმს.
ჟოინტეისი კოლაგენის მიღება შეიძლება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად.
გაცემა
ურეცეპტოდ.
მწარმოებელი
ფარმაცევტული კომპანია „ვიტაბიოტიკსი“
ლონდონი, ინგლისი