ჯუნგლი საღეჭი ვიტამინებით #30ტ

ჯუნგლი
(JUNGLE)
 SAGMEL, INC, აშშ


ათქ კლასიფიკაციის კოდი
GAAA11BA
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
საღეჭი ტაბლეტები: შეფუთვაში 30 და 60 ც.
1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტები:
ვიტამინი A (რეტინოლის აცეტატი და ბეტა-კაროტინი) 2500 სე, ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლის სახით) 400 სე, ვიტამინი E (დლ-α-ტოკოფეროლის აცეტატი) 15 სე, ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა, ნატრიუმის ასკორბატი) 60 მგ, ვიტამინი B1 (თიამინის მონონიტრატი) 1.05 მგ, ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) 1.2 მგ, ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) 1.05 მგ, ფოლიუმის მჟავა 300 მკგ, ნიაცინი (ნიაცინამიდი) 13.5 მგ, ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) 4.5 მკგ.
დამხმარე ნივთიერებები:
შაქარი, სტეარინის მჟავა, ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი, დიკალციუმის ფოსფატი, მონო- და დიგლიცერიდები, საქაროზა, კრემნიუმის დიოქსიდი, სახამებელი, ტოკოფეროლების ნარევი, ნატრიუმის ასკორბატი, ტრიკალციუმის ფოსფატი, ასკორბილპალმიტატი, ფორთოხლის არომატიზატორი. 
 
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი საშუალება, პოლივიტამინების კომპლექსი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

პოლივიტამინების შემცველი კომბინირებული პრეპარატი.
პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედება განისაზღვრება მასში შემავალი ინგრედიენტების თვისებებით.

ჩვენებები

ჰიპო- და ავიტამინოზების მკურნალობა და პროფილაქტიკა ბავშვებში 4 წლის ზევით.
ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის ამაღლება გაციებისა და ინფექციური დაავადებების მიმართ, იმუნიტეტის ამაღლება, ანტისტრესორული პოტენციალის გაზრდა, განსაკუთრებით იმ ბავშვებში, რომლებიც ცხოვრობენ ეკოლოგიურად არასასურველ პირობებში (მათ შორის რაიონებში მომატებული რადიაციული ფონით).

დოზირების რეჟიმი

პრეპარატის გამოყენებამდე მიიღეთ ექიმის კონსულტაცია.
ბავშვებს 4 წლის ასაკის ზევით 1 ტაბლეტი დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
ტაბლეტი კარგად დაღეჭეთ.

გვერდითი მოვლენები

შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები პრეპარატში შემავალი ინგრედიენტების მიმართ.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ,
A და D ჰიპერვიტამინოზი.

განსაკუთრებული მითითებები

არ გადააჭარბოთ მითითებულ სადღეღამისო დოზას.
დოზის გადაჭარბების თავიდან აცილების მიზნით, არ მიიღოთ ერთდროულად სხვა პოლივიტამინურ პრეპარატებთან ერთად.
შესაძლებელია შარდის ყვითლად შეფერვა რიბოფლავინის არსებობის გამო.

შენახვის პირობები და ვადა

პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
- 3 წელი.
SAGMEL, INC.