კაპსიკამი
(Kapsikam)
(Kapsikam)
წამლის ფორმა:
მალამო გარეგანი გამოყენებისათვის
შემადგენლობა:
1 გ მალამო კაპსიკამი® შეიცავს 50 მგ დიმეთილსულფოქსიდს, 30 მგ რაცემულ ქაფურს, 30 მგ სკიპიდარს, 20 მგ ბენზილნიკოტინატს და 2 მგ ნონივამიდს.
სხვა კომპონენტები:
ემულგირებადი ცეტოსტეარილის სპირტი (A ტიპი), ნატრიუმის ცეტილსთეარილსულფატი, პოლისორბატ 80, ბრონოპილი და გაწმენდილი წყალი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მალამო კაპსიკამი® პრეპარატი გარეგანი გამოყენებისათვის სახსროვანი და კუნთოვანი ტკივილების დროს.
პრეპარატი შეიცავს ნივთიერებებს, რომელთაც გააჩნიათ სისხლძარღვების გამაფართოვებელი და მგრძნობიარე ნერვული დაბოლოვებების გამაღიზიანებელი მოქმედება, რის გამოც იგი ახდენს ადგილობრივ გამაღიზიანებელ, გამახურებელ და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას.
ჩვენება:
პრეპარატი გამოიყენება, როგორც ტკივილგამაყუჩებელი და გამახურებელი საშუალება სახსრებისა და კუნთოვანი ტკივილის დროს.
სიფრთხილე:
მალამო კაპსიკამი® არ დაიტანება დაზიანებულ კანზე. ძლიერი გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად არ უნდა მოხვდეს ლორწოვან გარსზე და თვალში.
ხმარების წინ რეკომენდებულია მალამოს მცირე ოდენობით დატანება კანზე მგრძნობელობის დასადგენად.
უკუჩვენებები:
მალამო კაპსიკამი® არ გამოიყენება კანის დაავადებების, კანის საფარის მთლიანობის დარღვევის და მასში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს. თუ თქვენ გაგაჩნიათ რომელიმე ზემოაღნიშნული სიმპტომი, აუცილებლად აცნობეთ ექიმს!
სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
არ გააჩნია.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის დროს, პრეპარატის უსაფრთხოებაზე კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო, არ გამოიყენება. შეატყობინეთ ექიმს ორსულობაზე და ბავშვის ძუძუთი კვების შესახებ!
მიღების წესი და დოზირება:
გამახურებელი ეფექტის მისაღებად სპორტსმენებში: 2-3 გრამი მალამო კაპსიკამი აპლიკატორის მეშვეობით დაიტანება და შეიზილება კუნთოვან მიდამოში კანის სუსტ გაწითლებამდე. ვარჯიშის შემდეგ მალამო უნდა ჩამოიბანოს გრილი წყლით.
ტკივილის შესამსუბუქებლად: მტკივნეულ ადგილას მალამო დაიტანება 1-3გ ოდენობით დღეში 2-3-ჯერ (ტკივილის ინტენსიობის მიხედვით), რის შემდეგაც აფიქსირებენ ნახვევით გამახურებელი ეფექტის გასაძლიერებლად.
მკურნალობის კურსის დროს რეკომენდებულია 1-2 ტუბი (50-100 გ) მალამოს გამოყენება.
ყოველი პროცედურის შემდეგ რეკომენდებულია ხელების დაბანა საპნითა და ნელ თბილი წყლის მეშვეობით.
დაავადების სიმპტომების შენარჩუნების შემთხვევაში მიიღეთ ექიმის კონსულტაცია
ჭარბი დოზირება:
მალამოს დიდი დოზით დატანების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს კანის გაწითლება, მსუბუქი გარდამავალი ქავილი ან წვის შეგრძნება.
მალამოს შემთხვევითი ჩაყლაპვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა.
გვერდითი მოვლენები:
მალამო კაპსიკამი®-ს შემადგენელი რომელიმე კომპინენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში მოსალოდნელია ქავილი, შეშუპება და ურტიკარია. ამ შემთხვევაში უნდა შეწყდეს მისი გამოყენება და ჩამოიბანოს მალამო კანიდან. აღნიშნული ნიშნები პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან 8-12 საათის შემდეგ ქრება.
გვერდითი მოვლენების თავიდან აცილების მიზნით, ხმარების წინ, რეკომენდირებულია მალამოს მცირე ოდენობით დატანება კანზე მგრძნობელობის დასადგენად. გვერდითი მოვლენების გამოჩენისას მიიღეთ ექიმის კონსულტაცია.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვის პირობები:
მალამო კაპსიკამი ინახება ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C. არ შეინახოთ მაცივარში და საყინულეში. ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
30გ და 50 გ მალამო ალუმინის ტუბში, მოთავსებული მუყაოს ყუთში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე ინსტრუქციის შესაბამისად).
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
ს.ს. “გრინდექსი”, კრუსტპილსის ქ. 53, რიგა, LV-1057, ლატვია.
სამკურნალო პრეპარატის მწარმოებელი:
ს.ს. “ტალინის ფარმაცევტული ქარხანა”, ტონდის ქ.33, ტალინი, ესტონეთი