კატრარია ჩუპსი
3 პასტილა
კატრარია ჩუპსი შეიცავს ბუნებრივ ნივთიერებებს, რომელიც ხსნის ზედა სასუნთქი გზების გაღიზიანებას, ამცირებს ტკივილს და შეშუპებას, აიოლებს სუნთქვას. აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ანტიფუნგალური და ანტივირუსული მოქმედება.
ბეგქონდარა ამშვიდებს მშრალ ხველას და აიოლებს ამოხველებას, ხელს უშლის ნახველის დაგროვებას სასუნთქ გზებში. სალბი ამსუბუქებს ხახის და პირის ღრუს ლორწოვანის გაღიზიანებას, აძლიერებს ორგანიზმის დაცვის უნარს. ტუხტი ამსუბუქებს და ამშვიდებს ზედა სასუნთქი გზების გაღიზიანებას, ამცირებს ლორწოვანის შეშუპებას, ასევე ხელს უშლის ინფექციის გავრცელებას. ვიტამინი C ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ინგრედიენტები |
3 პასტილა შეიცავს |
ბეგქონდარას თხევადი ექსტრაქტი |
90 მგ |
სალბის თხევადი ექსტრაქტი |
90 მგ |
ტუხტის თხევადი ექსტრაქტი |
90 მგ |
ვიტამინი C |
45 მგ (56% NRV*) |
*NRV – ნივთიერების რეკომენდებული დოზა
შემადგენლობა: ბეგქონდარას (Thymus vulgaris) თხევადი ექსტრაქტი, სალბის (Salvia officinalis) თხევადი ექსტრაქტი, ტუხტის (Althaea officinalis) თხევადი ექსტრაქტი, ლიმონმჟავა, ჟოლოს (Rubus idaeus) წვენის ფხვნილი, ჟოლოს არომატიზატორი, ევკალიპტის (Eucalyptus globulus) ზეთი, შაქარი, გლუკოზის სიროფი, წყალი, კოშენილი.
გამოყენება: რეკომენდებულია 3 პასტილამდე დღეში პერორალურად გამოყენება. გამოიყენება 4 თვის ასაკიდან.
გამოყენების შეზღუდვა: ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში ინიშნება ექიმის კონსულტაციით.
გაფრთხილება: პროდუქტი არის საკვები დანამატი. არ გამოიყენოთ ბალანსირებული კვების ნაცვლად, არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას, შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბნელ ადგილას, კარგად დალუქულ ორიგინალ შეფუთვაში.
შეფუთვაშია: 3 პასტილა
ნეტო წონა: 30 გ.
რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი: შპს “ლოტოს ფარმა”, პერნავას 1-39, რიგა, 1012 ლატვია. წარმოშობა: ევროკავშირი.
დამზადებულია შპს “ნუვეა ფარმაცეუტიკალსი”-ის დაკვეთით. მისამართი: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი 6/96, თბილისი 0148, საქართველო.