კიდოფენი 100მლ/5მლ 100მლ სიროფ

კიდოფენი
Kidofen

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) - ibuprofen

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები; პროპიონის მჟავას წარმოებული პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
100მგ/5მლ 100მლ სიროფი მინის ფლაკონში

5მლ შეიცავს 100მგ იბუპროფენს (Ibuprofenum)
დამხმარე ნივთიერებები: პოლისორბატი 80, ნატრიუმის ბენზოატი, ლიმონმჟავა უწყლო, ნატრიუმის ციტრატი, ქსანტანის გუმფისი, ნატრიუმის საქარინი, ფორთოხლის ნატურალური არომატიზატორი 72VP 100გ/100, ვანილის არომატიზატორი AR 0345, ფორთოხლის ყვითელი, საქაროზა, გლიცერინი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი ტიპი C, გამოხდილი წყალი.

ჩვენებები
პრეპარატი კიდოფენი მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს იბუპროფენს, რომელიც წარმოადგენს პროპიონის მჟავას წარმოებულს. ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი, ანთებისსაწინააღმდეგო და სიცხის დამწევი მოქმედება. მიეკუთვნება ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს (ასას).
პრეპარატი კიდოფენი ნაჩვენებია:
სხვადასხვა წარმოშობის მომატებული ტემპერატურისას (აგრეთვე ვირუსული ინფექციებისას, პოსტვაქცინალური რეაქციებისას).
მსუბუქი ან ზომიერი ინტენსივობის, სხვადასხვა წარმოშობის ტკივილის დროს:
• თავის ტკივილები, ყელის და კუნთების ტკივილი, მაგალითად ვირუსული ინფექციებისას
• კუნთოვანი, სახსროვანი ან ძვლოვანი ტკივილები, გამოწვეული მოძრაობის ორგანოების დაზიანებით (გადატვირთვა, ღრძობა)
• რბილი ქსოვილების დაზიანებით გამოწვეული, ოპერაციისშემდგომი ტკივილები
• კბილის ტკივილი, ტკივილი სტომატოლოგიური ოპერაციის შემდეგ, ტკივილი გამოწვეული კბილების ამოჭრით.
• თავის ტკივილი
• ყურის ტკივილი შუა ყურის ანთების დროს
პრეპარატი კიდოფენი განკუთვნილია გადაუდებელი გამოყენებისთვის. თუ სიმპტომები ნარჩუნდება ან ძლიერდება, ან ჩნდება ახალი სიმპტომები, უნდა მიმართონ ექიმს.

მიღების წესები და დოზები
გამოყენებამდე უნდა შეანჯღრიონ. შეფუთვაზე მიკრულია ნიშანი, რომელიც აადვილებს პრეპარატის დოზირებას.

ბავშვის ასაკი/წონაერთჯერადი დოზაიბუპროფენის მაქსიმალური დღეღამური დოზა
3-6თვე/5-7,6კგ2,5მლ (50მგ)3ჯერ 2,5მლ (3ჯერ50მგ=150მგ)
6-12 თვის/7,7-9კგ2,5მლ (50მგ)3-4ჯერ დღეში 2,5მლ (3-4ჯერ დღეში 50მგ=150მგ ან 200მგ)
1-3წელი/10-15კგ5მლ (100მგ)3ჯერ 5მლ (3ჯერ 100მგ=300მგ)
4-6 წელი/16-20კგ7,5მლ (150მგ)3ჯერ 7,5მლ (3ჯერ 150მგ=450მგ)
7-9წელი/21-29კგ10მლ (200მგ)3ჯერ 10მლ (3-ჯერ 200მგ=600მგ)
10-12 წელი/30-40კგ15მლ (300მგ)3ჯერ 15მლ (3ჯერ 300მგ-900მგ)

6 თვემდე ასაკის ბავშვებში პრეპარატ კიდოფენის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
არ შეიძლება რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.
პრეპარატი კიდოფენი განკუთვნილია გადაუდებელი გამოყენებისთვის. თუ სიმპტომები ნარჩუნდება ან ძლიერდება, ან ჩნდება ახალი სიმპტომები, უნდა მიმართონ ექიმს.
პრეპარატის გამოყენება ექიმის კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება 3 დღეზე დიდი ხნის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატმა კიდოფენმა, ისევე როგორც სხვა საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება.
არახშირი: დისპეფსია, ტკივილი მუცელში, გულისრევა, თავის ტკივილი, ჭინჭრის ციება და ქავილი.
იშვიათი: დიარეა, შებერილობა, შეკრულობა, ღებინება, კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება, თავბრუსხვევა, უძილობა, აგზნება, გაღიზიანება და გამოფიტვის შეგრძნება, შეშუპება.
სხვა გვერდითი ეფექტების გაჩენის შემთხვევაში, რომლებიც ბროშურაში აღწერილი არ არის, უნდა მიმართონ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება
პრეპარატ კიდოფენის მიღება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
• მომატებული მგრძნობელობა იბუპრომის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, აგრეთვე სხვა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებების მიმართ.
• იმ პირებში, რომლებსაც აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ აღინიშნა ალერგიის სიმპტომები სურდოს, ჭინჭრის ციების ან ბრონქული ასთმის სახით
• პირებში კუჭის წყლულოვანი დაავადებით ან გულის უკმარისობით
• პირებში, რომლებიც იღებენ სხვა არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებს, მათ შორის COX-2 ინჰიბიტორებს.
• ორსულობის III ტრიმესტრი
• ჰემორაგიული დიათეზის მქონე პირებში

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მიმართონ ექიმს.
პრეპარატ კიდოფენის გამოყენება ორსულობის ბოლო ტრიმესტრში უკუნაჩვენებია.
ძუძუთი კვება
პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მიმართონ ექიმს.
არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებები აღწევს რძეში. რადგან არ არსებობს მონაცემები იბუპროფენის მავნე გავლენაზე ძუძუთა ბავშვებზე, კვების შეწყვეტა აუცილებელი არ არის ხანმოკლე დროით ტკივილის ან ცხელების დროს სამკურნალო დოზებით იბუპროფენის გამოყენებისას.

განსაკუთრებული მითითებები
სამკურნალწამლო პრეპარატი შეიცავს საქაროზას. პაციენტებმა, რომლებშიც გამოვლენილია შაქრის რომელიმე სახეობის აუტანლობა, პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მიმართონ ექიმს.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვა:
პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ჭარბი დოზირება
რეკომენდებულზე მაღალი დოზის მიღებისას სასწრაფოდ უნდა მიმართონ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზის გადაჭარბებისას შეიძლება აღინიშნოს: გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცელში ან უფრო იშვიათად: დიარეა, აგრეთვე ხმაური ყურებში, თავის ტკივილი და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა. მძიმე მოწამვლა მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და ვლინდება ძილიანობით, იშვიათად აგზნებით და დეზორიენტაციით, ან ძილად მივარდნით. ჭარბი დოზირებისას აუცილებელია კუჭის ამორეცხვა, ღებინების გამოწვევა და სასწრაფოდ ექიმის გამოძახება.
პრეპარატ კიდოფენის დოზის გამოტოვებისას
საჭირო არ არის ორმაგი დოზის მიღება პრეპარატის გამოტოვებული დოზის კომპენსაციისთვის.
მკურნალობის გაგრძელება საჭიროა დოზირების დაცვით.
ისეთი შეგრძნებისას, თითქოს პრეპარატის მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, უნდა მიმართოთ ექიმს.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
პრეპარატ კიდოფენის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე. არ შეიძლება მაცივარში შენახვა. არ შეიძლება გაყინვა.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
შპს აფლოფარმი

პოლონეთი
S.K.impex დისტრიბუტორი საქართველოში