კოჟრის საწინააღმდეგო მალამო
(CORN OINTMENT)
(CORN OINTMENT)
P.P.E.“GEMI”, პოლონეთი
ათქ კლასიფიკაციის კოდი
D11AF
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
მალამო: პლასტიკურ კოლოფში 10 გ
სალიცილის მჟავა . . . . . . . .5 გ
ძიძოს თვითწებადი სალბუნი . . . 5 გ
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
პრეპარატი კერატოლიზური მოქმედებით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
გარეგანი მოხმარების პრეპარატს გააჩნია კერატოლიზური და კერატოპლასტიური მოქმედება.
მცენარე ძიძოს შემცველი დასაკრავი ლენტის წყალობით, რომელიც შეიცავს კუმარინს, გააჩნია დამარბილებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ხოლო სალიცილის მჟავას-კანის გარქოვანებული ფენის მოცილების უნარი.
ჩვენებები
კოჟრები და დაკოჟრვა.
დოზირების რეჟიმი
უნდა დაიორთქლოს ტერფები და საგულდაგულოდ გამშრალდეს. კოჟრზე იდება მალამოს თხელი ფენა, რომელზეც დაეკვრება ლენტი. უნდა განმეორდეს რამოდენიმე დღის განმავლობაში, შემდეგ კი მოცილებულ იქნას კოჟრი.
გვერდითი მოვლენები
არ აღინიშნება.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
კანის მწვავე ანთებითი დაავადებები.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის გამოყენებამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.
ჭარბი დოზირება
არ არის აღწერილი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის გამოვლენილი.
შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება გრილ, მშრალ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.
P.P.E. “GEMI”