Coquelusedal Paracetamol 100 mg, suppository
კოკლუსედალი პარაცეტამოლი 100მგ, სუპოზიტორია
პარაცეტამოლი, გრინდელიას მსუბუქი ექსტრაქტი, ჰელზემიუმის მსუბუქი ექსტრაქტი
1. რას წარმოადგენს კოკლუსედალი პარაცეტამოლი 100მგ რექტალური სუპოზიტორია და რისთვის გამოიყენება
ეს პრეპარატი შეიცავს პარაცეტამოლს.
პრეპარატი ნაჩვენებია ცხელების და/ან ტკივილის დროს, მაგ. თავის ტკივილი, გრიპი, კბილის ტკივილი და რიგიდობა.
პრეპარატის ეს ფორმა გამოიყენება მხოლოდ 5-8კგ სხეულის მასის მქონე ჩვილებში. ყურადღებით წაიკითხეთ ნაწილი “დოზირება”.
განსხვავებული სხეულის მასის მქონე ჩვილებისათვის ხელმისაწვდომია პარაცეტამოლის სხვა ფორმები: კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
2. კოკლუსედალი პარაცეტამოლი 100მგ რექტალური სუპოზიტორიის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შემდეგ შემთხვევებში:
• ცნობილი ალერგია პარაცეტამოლის, ან სხვა შემადგენელი ნივთიერებების მიმართ
• ღვიძლის მძიმე დაავადება
• ახლო წარსულში ანალური ხვრელის, ან სწორი ნაწლავის ანთება, ან რექტალური სისხლდენა.
თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
განსაკუთრებული მითითებები
დოზის გადაჭარბების, ან შემთხვევით ჭარბი დოზის გამოყენებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისათვის.
სუპოზიტორიების გამოყენებისას არსებობს გამოყენების ადგილის გაღიზიანების რისკი. ეს მით უფრო ხშირად და ინტენსიურად ვლინდება, რაც უფრო ხანგრძლივად ან ხშირად გამოიყენება პრეპარატი და რაც უფრო მაღალია დოზა.
სიფრთხილის ზომები
თუ ტკივილი გრძელდება 5 დღეზე მეტ ხანს, ან თუ ცხელება გრძელდება 3 დღეზე
მეტ ხანს, ან თუ პრეპარატის ეფექტი არაადექვატურია, ან ვლინდება რაიმე სხვა სიმპტომი არ განაგრძოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ღვიძლის, ან თირკმლის დაავადებების შემთხვევაში პარაცეტამოლის მიღებამდე
აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
გამოყნება სხვა პრეპარატებთან:
თუ ექიმმა დაგინიშნათ სისხლის ანალიზი შარდოვანას, ან შაქრის კონცენტრაციის განსასაზღვრად, აცნობეთ მას, რომ თქვენი ჩვილი იღებს პარაცეტამოლს.
პრეპარატების პოტენციური ურთიერეთქმედების თავიდან ასაცილებლად ყოველთვის აცნობეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს სხვა მიმდინარე მკურნალობის შესახებ.
დამხმარე ნივთიერება ცნობილი ეფექტით: პროპილენგლიკოლი
3. როგორ გამოვიყენოთ კოკლუსედალი პარაცეტამოლი 100მგ რექტალური სუპოზიტორია
დოზირება
პარაცეტამოლის დოზა დამოკიდებულია ჩვილის წონაზე; ასაკი მოცემულია მხოლოდ ინფორმაციისათვის. თუ არ იცით თქვენი ჩვილის წონა, სწორი დოზირებისათვის საჭიროა მისი აწონვა.
პარაცეტამოლი ხელმისაწვდომია სხვადასხვა დოზებით, რაც იძლევა მკურნალობის რეგულირების საშუალებას ჩვილის სხეულის მასის მიხედვით.
პარაცეტამოლის რეკომენდებული დღიური დოზა დამოკიდებულია ჩვილის წონაზე: დოზა დაახლოებით შეადგენს 60მგ/კგ/დღეში დაყოფილი 4-6 მიღებად, ანუ 15მგ/კგ ყოველ 6 საათში.
სწორი ნაწლავის გაღიზიანების რისკის გამო, სუპოზიტორიების გამოყენება უნდა მოხდეს მაქსიმალურად მცირე პერიოდით, არ უნდა აღემატებოდეს დღეში 4-ჯერ შეყვანას და რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს პერორალურ მკურნალობაზე გადასვლა.
დიარეის დროს არ გამოიყენება სუპოზიტორიის ფორმა.
პრეპარატის ეს ფორმა გამოიყენება მხოლოდ 5-8კგ სხეულის მასის მქონე ჩვილებში (ანუ დაახლოებით 2-9 თვე).
გამოყენების გზა: გამოიყენება რექტალურად.
ამასთანავე, თუ ჩვილს აღენიშნება 38.50ჩ მეტი ტემპერატურა, პრეპარატით მკურნალობის ეფექტურობის გაუმჯობესება შეგიძლიათ შემდეგნაირად:
- • გადახადეთ საბანი ჩვილს,
- • მიეცით სითხე,
- • არ დატოვოთ ჩვილი ძალიან ცხელ ადგილას.
გამოყენების სიხშირე: რეგულარული გამოყენება თავიდან აგაცილებთ ტკივილის, ან ცხელების ცვალებადობას.
ჩვილებსა და ბავშვებში პრეპატის გამოყენება უნდა მოხდეს რეგულარული ინტერვალების დაცვით, მათ შორის ღამით, სასურველია პრეპარატის ყოველ 6 საათში და მინიმუმ ყოველ 4 საათში ერთხელ გამოყენება.
თირკმლის მძიმე დაავადების შემთხვევაში (თირკმლის მწვავე უკმარისობა), მიღებებს
შორის ინტერვალი უნდა იყოს სულ მცირე 8 საათი.
თუ ფიქრობთ, რომ კოკლუსედალი პარაცეტამოლი 100მგ სუპოზიტორიის ეფექტი ძალიან ძლიერი, ან ძალიან სუსტია, კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
მკურნალობის ხანგძლივობა: თუ ტკივილი გრძელდება 4-5 დღეზე მეტ ხანს, არ განაგრძოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
თუ გამოიყენეთ კოკლუსედალი პარაცეტამოლი 100მგ რექტალური სუპოზიტორიის ჭარბი დოზა: დოზის გადაჭარბების, ან შემთხვევით ჭარბი დოზის მიღებისას, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს,
თუ დაგავიწყდათ კოკლუსედალი პარაცეტამოლი 100მგ რექტალური სუპოზიტორიის მიღება: არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენცასიოდ.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, კოკლუსედალი პარაცეტამოლი 100მგ სუპოზიტორიის გამოყენებამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
• ზოგიერთ იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარი კანზე, კანის სიწითლე, ან ალერგიული რეაქციები შესაძლო სიმპტომებით, მათ შორის სახის და ყელის უეცარი შეშუპება, ან უეცარი დისკომფორტი და არტერიული წნევის დაქვეითება. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება, მიმართეთ თქვენს ექიმს და აღარ მიიღოთ პარაცეტამოლის შემცველი პრეპარატები.
• იშვიათად გამოვლინდა ბიოლოგიური ცვლილებები, რომლებიც საჭიროებდნენ სისხლის ანალიზს: სისხლის კონკრეტული თეთრი უჯრედების, ან სისხლის სხვა უჯრედების, მაგ. თრომბოციტების, პათოლოგიურად დაბალი მაჩვენებელი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სისხლდენა ცხვირიდან, ან ღრძილებიდან. ასეთ შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს.
• ანალური ხვრელის, ან სწორი ნაწლავის გაღიზიანება (იხ. ნაწილი განსაკუთებული მითითებები).
თუ შენიშნეთ ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, ან თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდა სერიოზული მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
5. როგორ შევინახოთ კოკლუსედალი პარაცეტამოლი 100მგ რექტალური სუპოზიტორია
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ შეინახოთ 25 C მაღალ ტემპერატურაზე.
არ გადააგდოთ პრეპარატები საკანალიზაციო წყლებში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. გამოუყენებელი პრეპარატების განადგურებასთან დაკავშირებით რჩევისათვის მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები დაიცავს გარემოს.
6. დამატებითი ინფორმაცია
მოქმედი ნივთიერებებია: ყოველი სუპოზიტორია შეიცავს
პარაცეტამოლი 100მგ
გრინდელიას რბილი, განზავებული სპირტიანი ექსტრაქტი 10მგ
ჰელზემიუმის რბილი, განზავებული სპირტიანი ექსტრაქტი 5მგ
სხვა ნივთიერებებია: პროპილენგლიკოლი, მყარი ცხიმი.
პრეპარატი ხელმისაწვდომია სუპოზიტორიების ფორმით. კოლოფში მოთავსებულია 10 სუპოზიტორია.
სავაჭრო უფლების მფლობელი/მწარმოებელი: Laboratoires ELERTE.
ანდრე კარმანის ქ. 181-183, 93300, ობერვილერი, საფრანგეთი
ტელ: +33 (0) 1 48 34 75 03