კოკლუსედალი 250მგ#10სუპოზ

კოკლუსედალი 250მგ#10სუპოზ

Coquelusedal Paracetamol 250 mg, suppository

კოკლუსედალი პარაცეტამოლი 250მგ, სუპოზიტორია


პარაცეტამოლი, გრინდელიას მსუბუქი ექსტრაქტი, ჰელზემიუმის მსუბუქი ექსტრაქტი

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
1. რას წარმოადგენს კოკლუსედალი პარაცეტამოლი 250მგ რექტალური სუპოზიტორია და რისთვის გამოიყენება
პრეპარატს გააჩნია სიცხის დამწევი, ტკივილდამაყუჩებელი და ხველის საწინააღმდეგო მოქმედება. ის შეიცავს პარაცეტამოლს.
პრეპარატი ნაჩვენებია ცხელების და/ან ტკივილის დროს, მაგ. თავის ტკივილი, გრიპი, კბილის ტკივილი და რიგიდობა.
პრეპარატის ეს ფორმა გამოიყენება მხოლოდ 13-20კგ სხეულის მასის მქონე ბავშვებისათვის. ყურადღებით წაიკითდეთ ნაწილი “დოზირება”.
განსხვავებული სხეულის მასის მქონე ბავვებისათვის ხელმისაწვდომია პარაცეტამოლის სხვა ფორმები: კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

2. კოკლუსედალი პარაცეტამოლი 250მგ რექტალური სუპოზიტორიის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შემდეგ შემთხვევებში:
• ცნობილი ალერგია პარაცეტამოლის, ან სხვა შემადგენელი ნივთიერებების მიმართ
• ღვიძლის მძიმე დაავადება
• ახლო წარსულში ანალური ხვრელის, ან სწორი ნაწლავის ანთება, ან რექტალური სისხლდენა.
თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
განსაკუთრებული მითითებები
დოზის გადაჭარბების, ან შემთხვევით ჭარბი დოზის გამოყენებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისათვის.
სუპოზიტორიების გამოყენებისას არსებობს გამოყენების ადგილის გაღიზიანების
რისკი. ეს მით უფრო ხშირად და ინტენსიურად ვლინდება, რაც უფრო ხანგრძლივად
ან ხშირად გამოიყენება პრეპარატი და რაც უფრო მაღალია დოზა.

სიფრთხილის ზომები
თუ ტკივილი გრძელდება 5 დღეზე მეტ ხანს, ან თუ ცხელება გრძელდება 3 დღეზე მეტ ხანს, ან თუ პრეპარატის ეფექტი არაადექვატურია, ან ვლინდება რაიმე სხვა სიმპტომი, არ განაგრძოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
მკურნალობის დაწყებამდე დარწმუნდით, რომ არ იღებთ პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატებს.
აცნობეთ ექიმს თუ გაქვთ ღვიძლის, ან თირკმლის დაავადებები, ან თუ იღებთ პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატებს.
კვების დარღვევის (ცუდი კვება), ან დეჰიდრატაციის შემთხვევაში საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა კოკლუსეადალი პარაცეტამოლი 100მგ სუპოზიტორიების გამოყენებისას.
თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

გამოყენება სხვა პრეპარატებთან:
თუ ექიმმა დაგინიშნათ სისხლის ანალიზი შარდოვანას, ან შაქრის კონცენტრაციის განსასაზღვრად, აცნობეთ მას, რომ თქვენი შვილი იღებს პარაცეტამოლს.
პრეპარატების პოტენციური ურთიერეთქმედების თავიდან ასაცილებლად ყოველთვის აცნობეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს სხვა მიმდინარე მკურნალობის შესახებ, მათ შორის თუ იღებთ ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს.

ორსულობა და ლაქტაცია
ეს პრეპარატი განკუთვნილია ბავშვებისათვის. თუმცა რეპროდუქციული ასაკის ქალის მიერ პრეპარატის გამოიყენებისას უნდა აღინიშნოს შემდეგი: ჩვეული გამოყენების რეჟიმისას, პარაცეტამოლის მიღება შეიძლება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
ზოგადად, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

დამხმარე ნივთიერება ცნობილი ეფექტით: პროპილენგლიკოლი

3. როგორ გამოვიყენოთ კოკლუსედალი პარაცეტამოლი 250მგ რექტალური სუპოზიტორია
დოზირება
პარაცეტამოლის დოზა დამოკიდებულია ბავშვის წონაზე; ასაკი მოცემულია მხოლოდ ინფორმაციისათვის. თუ არ იცით თქვენი შვილის წონა, სწორი დოზირებისათვის საჭიროა მისი აწონვა.
პარაცეტამოლი ხელმისაწვდომია სხვადასხვა დოზებით, რაც იძლევა მკურნალობის რეგულირების საშუალებას ბავშვის სხეულის მასის მიხედვით.
პარაცეტამოლის რეკომენდებული დღიური დოზა დამოკიდებულია ბავშვის წონაზე: დოზა დაახლოებით შეადგენს 60მგ/კგ/დღეში დაყოფილი 4-6 მიღებად, ანუ 15მგ/კგ ყოველ 6 საათში.
სწორი ნაწლავის გაღიზიანების რისკის გამო, სუპოზიტორიების გამოყენება უნდა მოხდეს მაქსიმალურად მცირე პერიოდით, არ უნდა აღემატებოდეს დღეში 4-ჯერ შეყვანას და რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს პერორალურ მკურნალობაზე გადასვლა.
დიარეის დროს არ გამოიყენება სუპოზიტორიის ფორმა.
პრეპარატის ეს ფორმა გამოიყენება მხოლოდ 13-20კგ სხეულის მასის მქონე ბავშვებში (ანუ დაახლოებით 2-7 წელი).

გამოყენების გზა: გამოიყენება რექტალურად.
ამასთანავე, თუ თქვენს შვილს აღენიშნება 38.50 C0 მეტი ტემპერატურა, პრეპარატით მკურნალობის ეფექტურობის გაუმჯობესება შეგიძლიათ შემდეგნაირად:

  • • გადახადეთ საბანი ბავშვს,
  • • მიეცით სითხე,
  • • არ დატოვოთ ბავშვი ძალიან ცხელ ადგილას.

გამოყენების სიხშირე: რეგულარული გამოყენება თავიდან აგაცილებთ ტკივილის, ან ცხელების ცვალებადობას.
ბავშვებში პრეპატის გამოყენება უნდა მოხდეს რეგულარული ინტერვალების დაცვით, მათ შორის ღამით, სასურველია პრეპარატის ყოველ 6 საათში და მინიმუმ ყოველ 4 საათში ერთხელ გამოყენება.
თირკმლის მძიმე დაავადების შემთხვევაში (თირკმლის მწვავე უკმარისობა), მიღებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს სულ მცირე 8 საათი.
თუ ფიქრობთ, რომ კოკლუსედალი პარაცეტამოლი 250მგ სუპოზიტორიის ეფექტი ძალიან ძლიერი, ან ძალიან სუსტია, კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

მკურნალობის ხანგძლივობა: თუ ტკივილი გრძელდება 5 დღეზე მეტ ხანს, ან ცხელება გრძელდება 3 დღეზე მეტ ხანს, ან პრეპარატს აქვს არაადექვატური ეფექტი, ან ვლინდება სხვა სიმპტომები არ განაგრძოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

თუ გამოიყენეთ კოკლუსედალი პარაცეტამოლი 250მგ რექტალური სუპოზიტორიის ჭარბი დოზა: პრეპარატის ფორმა სუპოზიტორიის სახით ნაკლებსავარაუდოს ხდის დოზის გადაჭარბებას.

თუ დაგავიწყდათ კოკლუსედალი პარაცეტამოლი 250მგ რექტალური სუპოზიტორიის მიღება: არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენცასიოდ.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, კოკლუსედალი (კოქუელუსედალ) პარაცეტამოლი 250მგ რექტალური სუპოზიტორიის გამოყენებამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

  • • ზოგიერთ იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარი კანზე, კანის სიწითლე, ან ალერგიული რეაქციები შესაძლო სიმპტომებით, მათ შორის სახის და ყელის უეცარი შეშუპება, ან უეცარი დისკომფორტი და არტერიული წნევის დაქვეითება. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება, მიმართეთ თქვენს ექიმს და აღარ მიიღოთ პარაცეტამოლის შემცველი პრეპარატები.
  • • იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდა ბიოლოგიური ცვლილებები, რომლებიც საჭიროებდნენ სისხლის ანალიზს: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, სისხლის კონკრეტული თეთრი უჯრედების, ან სისხლის სხვა უჯრედების, მაგ. თრომბოციტების, პათოლოგიურად დაბალი მაჩვენებელი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სისხლდენა ცხვირიდან, ან ღრძილებიდან. ასეთ შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს.
  • • ანალური ხვრელის, ან სწორი ნაწლავის გაღიზიანება (იხ. ნაწილი განსაკუთებული მითითებები).
  • თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდა სერიოზული, ან შენიშნეთ ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

5. როგორ შევინახოთ კოკლუსედალი პარაცეტამოლი 250მგ რექტალური სუპოზიტორია
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ შეინახოთ 30 С მაღალ ტემპერატურაზე.
არ გადააგდოთ პრეპარატები საკანალიზაციო წყლებში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. გამოუყენებელი პრეპარატების განადგურებასთან დაკავშირებით რჩევისათვის მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები დაიცავს გარემოს.

6. დამატებითი ინფორმაცია

მოქმედი ნივთიერებებია: ყოველი სუპოზიტორია შეიცავს
პარაცეტამოლი 250მგ
გრინდელია (Grindelia robusta Nutt) (მსუბუქი, განზავებული
სპირტიანი ექსტრაქტი (70% მ/მ) (DER: 4:1) 20მგ
ჰელზემიუმი (Gelsemium sempervirens (L.)Ait.f) (მსუბუქი,
განზავებული სპირტიანი ექსტრაქტი (60% მ/მ) (DER 10:1) 10მგ
სხვა ნივთიერებებია: პროპილენგლიკოლი, მყარი ცხიმი.
პრეპარატი ხელმისაწვდომია სუპოზიტორიების ფორმით. კოლოფში მოთავსებულია 10 სუპოზიტორია.

სავაჭრო უფლების მფლობელი/მწარმოებელი: Laboratoires ELERTE.
ანდრე კარმანის ქ. 181-183, 93300, ობერვილერი, საფრანგეთი
ტელ: +33(0)1 48 34 75 03