კოლდრექსი ბრონქო 100მლ ფლ

კოლდრექს ბრონქო
COLDREX BRONCHO


საერთაშორისო დასახელება - Guaifenesin

ათქ.კლასიფიკაციის კოდი - R05CA03

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო საშუალებები
; მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
100მლ სიროფი

წამლის ფორმა:
სიროფი
შემადგენლობა:
სიროფის ყოველი 5მლ შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას: გვაიფენეზინი 100მლ,
დამხმარე ნივთიერებებს: გლუკოზის ხსნარი, პატოკის, მაკროგოლ 300, შაქრის უბრალო კოლერი, ნატრიუმოს ციკლამატი, ყინულოვანი ძმარმჟავა, ნატრიუმის ბენზოატი, ძირტკბილა-ანისის არომატიზატორი 510877E, წითელი პარკოსანი წიწაკის ნაყენი, აცესულფამ K, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, ქსანტიმური გუმფისი (Keltrol TF), ვარსკვლავისებური ანისის თესლების ზეთი, ლევიმენთოლი, ქაფური, დეიონიზირებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალება, ათხიერებს ნახველს, აადვილებს მის გამოძევებას და ხელს უწყობს არაპროდუქტიული ხველიდა პროდუქტიულში გადასვლას. არბილებს და აცხრობს ყელის გაღიზიანებას.

ფარმაკოკინეტიკა

გვაიფენეზინი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (მიღებიდა 25-30 წუთში). ნახევრადგამოყოფის პერიოდი 0,5-1 საათი. ქსოვილებში აღწევს, შემავალი მუკოპოლისაქარიდები. ექსკრეცია ფილტვებით ნახველთან ერთად და თირკმელებით შეუცვლელი და მეტაბოლიტების სახით.

ჩვენებები

«კოლდრექს ბრონქო» რეკომენდებულია სასუნთქი გზების დაავადების დროს, რასაც თან ახლავს ხველა, წებვადი, ძნელადამოსახველებელი ნახველით, მათ შორის გრიპის, მწვავე ტრაქეიტის, სხვადასხვა ეტიოლოგიის ბრონქიტის და ზემო სასუნთქი დზების კატარის დროს. გაციებისა და გრიპის დროს პრეპარატი ახდენს შემამსუბუქებელ და დამცველ მოქმედებას ყელის გაღიზიანების და ტკივილისას.

მიღების წესები და დოზები

მოზრდილები (მოხუცების ჩათვლით) და ბავშვეები 12 წლიდან: შევავსოთ მზომი ჭიქა 10მლ მონიშვნამდე და მივიღოთ ერთი დოზა 10მლ (ორი 5მლ კოვზი). საჭიროების შემთხვევაში დოზის გამეორება შეიძლება ყოველ 2-3 საათში. ბავშვები 3-12 წლამდე: ერთი დოზა 5მლ შეიძლება გავიმეოროთ ყოველ 2-3 საათში.
თუ სიმპტომები ნარჩუნდება მიმართეთ ექიმს.

გვერდითი მოვლენები

რეკომენდებული დოზით პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი ეფექტები იშვიათად ვლინდება. იშვიათად შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა, ძილიანობა, ალერგიული რეაქცია (კანზე გამონაყარი, ჭინჭრისციება, ჰიპერთერმია), ასევე თავბრუსხვევა და თავის ტკივილი, რაც ქრება პრეპარატის მოხსნისთანავე.
თუ პრეპარატმა გამოიწვია ძილიანობა, თავი შეიკავეთ მანქანის მართვისგან. გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება

ნუ მიიღებთ «კოლდრექს ბრონქო»-ს, თუ თქვენ გაქვთ ალერგიული რეაქცია გვაიფენეზის ან ნებისმიერი პრეპარატში შემავალი ინგრედიენტის მიმართ. თუ გაქვთ წყლულოვანი დაავადება გამწვავების სტადიაში. ნუ გამოიყენებთ 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.
პრეპარატი სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ ფეხმძიმობის პერიოდში და ძუძუთი კვებისას.

განსაკუთრებული მითითებები

არ არის რეკომენდებული გვაიფენეზინის გამოყენება მუდმივი ხველისას ექიმის დანიშნულების გარეშე. მკურნალობისას რეკომენდებულია საკმარისი რაოდენობით სითხის მიღება. უმჯობესია, პრეპარატის გამოყენებას თან ახლდეს გულმკერდის პოსტურალური დრენაჟი ან ვიბრაციული მასაჟი. შესაძლოა შარდის შეფერილობის შეცვლა ვარდისფრად. პრეპარატი სიფრთხილით უნდა მიიღონ პაციენტებმა ანამნეზში კუჭიდან სისხლდენით, ან ბრონქების დაავადებებით, რომელსაც თან ახლავს სეკრეტის ჭარბი რაოდენობით დაგროვება.
გაფრთხილება დიაბეტით დაავადებული პაციენტებისათვის:
პრეპარატი შეიცავს ნახშირწყლებს – 5მლ-ში 3,6გ.

ჭარბი დოზირება

გვაიფენეზინის განსაკუთრებით დიდმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა და ღებინება. ღებინების შემთხვევაში უნდა მივმართოთ ორგანიზმში სითხის აღდგენის ღონისძიებებს და ელექტროლიტების კონტროლს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

პრეპარატის დანიშვნა შეიძლება სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც გამოიყენება სასუნთქი სისტემის დაავადებების დროს. არ არის რეკომენდებული კოდეინის შემცველ პრეპარატებთან ერთად გამოყენება, ვინაიდან რთულდება ნახველის ამოხველება.

შენახვის პირობები და ვადები

ტემპერატურა არაუმეტეს 30ºC. ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
ვარგისიანობის ვადა 3 წელი
შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდგომ ნუ გამოიყენებთ პრეპარატს.

აფთიაქში გაცემის წესი

რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
გლაქსოსმიტკლაინ კონსიუმერ ჰელსქერ

დიდი ბრიტანეთი